პროფესიონალები ხშირად ართულებენ ყველაფერს, რათა თავიანთი რჩევების მიმღებმა თავი იგრძნოს სულელად, შეშინებულად და უფრო მიდრეკილია შეასრულოს სხვისი ბრძანებები. მაგალითად მოვიყვანოთ პროფესია, როგორიცაა მედიცინა. რატომ იყენებენ ექიმები რთულ ტერმინოლოგიებს? მათ ჩვეულებრივ შეუძლიათ გამოიყენონ ნაკლებად თავზარდამცემი ფრაზები და სიყვები და ამით ნაკლებად სტრესული გახადონ სიტუაცია. ამას არ აკეთებენ, რადგან არ სურთ თავიანთი ყოვლისშემძლეობის გრძნობის დაკარგვა.
რადგან ჩვენ ეგ ყველაფერი ნაკლებად გვაინტერესებს, შემოგთავაზებთ მხოლოდ მარტივ ხრიკებს, რომლებსაც შეგიძლიათ მიმართოთ გასაუბრების დროს. დავიწყოთ იმით, რომ უნდა ვიცოდეთ ის, რომ ყოველ დამსაქმებელს აქვს თავისი მოთხოვნა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს. მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ მათ სჭირდებათ ვინმე, ვინც გაუმარტივებს მათ ცხოვრებას და ამ ვინმეს ეძებენ გასაუბრებაზე. მათთვის აგრეთვე სასურველია, რომ ეს პიროვნება იყოს კომპეტენტური თავის საქმეში და იყოს სასიამოვნო მასთან მუშაობა.
აი რისი გაგება სურთ სინამდვილეში დამსაქმებლებს თქვენგან გასაუბრების პროცესში:
- “დიახ, ძალიან დაინტერესებული ვარ პოზიციით.” როდესაც დამსაქმებელი იგებს, რომ თქვენ ნამდივლად გაინტერესებთ მოცემული პოზიცია, გასაუბრების პროცესი გაცილებით მარტივდება.
- “რა არის საჭირო იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიო ამ სფეროში?” ტყუილუბრალოდ ნუ ისაუბრებთ თქვენს თავზე, იმის იმედით, რომ დამსაქმებელი გაიგებს რამე საინტერესოს ან საჭიროს თქვენზე. პირდაპირ ჰკითხეთ მას, თუ რა სჭირდებათ მათ და რას ეძებენ თქვენში. როდესაც დამსაქმებელი მტკიცე პასუხს გაგცემთ ამ კითხვაზე, თქვენ უკვე შეგიძლიათ ისაუბროთ თქვენს თავზე და უთხრათ მხოლოდ საჭირო და რელევანტური ინფორმაცია, ის გამოცდილება, თვისებები და აქტივობები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ სფეროში წარმატების მიღწევაში.
- “რით შემიძლია დაგეხმაროთ?” ვის არ უნდა ამის გაგება? ეს მარტივი წინადადება აჩვენებს, რომ თქვენ მართლაც გაქვთ დახმარებისა და მუშაობის სურვილი.
- “მაქვს ინფორმაცია თქვენს კომპანიაზე.” ამით თქვენ ამტკიცებთ იმას, რომ თქვენ წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია იმ კომპანიაზე, სადაც გსურთ მუშაობა და უბრალოდ არ ეძებთ ნებისმიერ სამსახურს.
- “საფუძვლიანად გავეცანი ვაკანსიის აღწერას.” გაუზიარეთ ვაკანსიის თქვენებური აღქმა და რომელ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებთ.
- “თქვენი კომპანიის წარმომადგენლების LinkedIn-ის პროფილებს გავეცანი.” ამით თქვენ კიდევ ერთხელ ამტკიცებთ იმას, რომ მომზადებული მოხვედით გასაუბრებაზე და ნამდვილად გსურთ კონკრეტულად ამ კომპანიაში მუშაობა.
- “რა დროა თქვენთვის მოსახერხებელი გასაუბრების ჩასატარებლად?” სასურველია, დამსაქმებელს დაანახოთ, რომ მხოლოდ თქვენს თავზე არ ფიქრობთ. თქვენ გუნდის წევრი გახდებით და უნდა დაანახოთ, რომ არ გაგიჭირდებათ გუნდთან ერთად მუშაობა.
- “დიდი მადლობა, რომ დამიბარეთ გასაუბრებაზე! ძალიან ვაფასებ თქვენთან საუბარსა და დროის დათმობას. ველი მომავალ შეხვედრას.”
- “მჯერა, რომ ჩემი თვისებები, გამოცდილება და განათლება მომცემს საშუალებას, დაგეხმაროთ და ამავდროულად კიდევ განვვითარდე. დარწმუნებული ვარ, ორივე მხარესათვის მომგებიანია. გამაგებინეთ, თუ არის კიდევ რამ, რისი გაგებაც გსურთ, რომ დაგეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში.”
ამათ გარდა, რა თქმა უნდა, არის სხვა კითხვებიც და განცხადებები, რომლებიც დაგეხმარებათ. მთავარია, დამსაქმებელს დაანახოთ, რომ თქვენ ხართ გსურთ დახმარება, კომპეტენტური და მომზადებული. არ უნდა დაანახოთ, რომ თვენ მხოლოდ ფულისათვისა და თანამდებობისთვის იწყებთ მუშაობას.
ასეთი მარტივია ყველაფერი. დამსაქმებელი დაგინახავთ თქვენ, როგორც მოტივირებულ, თავაზიან, პროფესიონალურ პიროვნებას, რომელსაც გააჩნია საჭირო თვისებები და ნებისყოფა ნებისმიერი პრობლემების გადასაჭრელად.