ინტერვიუ მივინოს ერთ-ერთ დამფუძნებელთან, გიორგი მაჭავარიანთან

 

თსუ-ს კურსდამთავრებულებმა გიორგი მაჭავარიანმა და საბა სახვაძემ, გადაწყვიტეს, რომ ღვინის მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების შეცვლის დრო იყო და ქილის ღვინო – „მივინო“ შექმნეს. სამიზნე სეგმენტად, 18-დან 40 წლამდე ადამიანები განსაზღვრეს, რადგან „ისინი ყველაზე პოზიტიურად აღიქვამენ ინოვაციებს, მარტივად იღებენ სიახლეებს და მოიხმარენ მას. ჩვენ მივინოს ერთ ერთ დამფუძნებელს, გიორგი მაჭავარიანს ჩამოვართვით ინტერვიუ

– როდის და როგორ გაჩნდა იდეა გეწარმოებინათ ღვინო ქილებში?

ღვინის ქილებში წარმოების იდეა გაჩნდა წვეულებაზე მგეობრებთან ერთად. რატომღაც ყველას დაგვავიწყდა ღვინის გასახსნელის წამოღება, დავიხმარეთ ჩანგალი, დანა, სანთებელაც კი, თუმცა ყველა მცდელობა კრახით დასრულდა. მივხვდით რომ ღვინო არ უნდა ყოფილიყო ესეთი “რთული“ და მისით მხიარულება ესეთი არაპრაქტიკული. აქვე დაგვებადა იდეა გვეწარმოებინა ღვინო ქილის შეფუთვებით.

– როგორი იყო პირველი ნაბიჯები ბიზნესში?

პირველ ეტაპზე განვსაზღვრეთ საჭირო  საწარმოო და ადამიანური რესურსები, გავწერეთ პროცესები და მათ უზრუნველსაყოფად საჭირო ფინანსური რესურსები. ჩვენს იმედგაცრუებას საზღვაირ არ ჰქონდა როდესაც გავაანალიზეთ რომ აღნიშნული ფინანსური რესურსები ბევრად აღემატებოდა იმ საინვესტიციო მოცულობას, რომელიც შეიძლებოდა მოგვეძიებინა. თუმცა მოვახდინეთ ბიზნესპროცესების გადაწყობა შედარებით მცირე წარმოების მოცულობაზე, შევქმენით ბიზნესგეგმა და დავიწყეთ ფინანსური რესურსების მოძიება.

პირველი ინვესტიცია მივიღეთ USAID ის მხარდაჭერით „ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი“-სგან. რის შემდეგაც შევუდექით იდეის ხირცშესხმას.

– რა სირთულეებს წააწყდით და როგორ შეძელით გამოსავლის პოვნა?
ერთ-ერთ მთავარ სირთულეს წავაწყდით როგორც ძირითადი საშუალებების ასევე ტარამასალების საერთაშორისო მომწოდების მოძიებასა და მათთან მრავალეტაპიანი კომუნიკაციების წარმოებაში. პარტნიორულ ურთერთობის დამყარებისას მნიშვნელოვანია გაეცნო არამარტო საკუთარ არამედ მომწოდებელი ქვეყნის და საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, არამარტო თეორიულად არამედ მის პრაქტიკულ მხარეებს, სწორად შეაფასო რისკები და მაქსიმალურად დაიცვა საკუთარი ინტერესები,ხშირია ეგრეთ წოდებული ინტერნეტ თაღლითობის შემთხვევებიც.

საბედნიეროდ ჩვენს შემთხვევაში წარმატებით მოვახერხეთ საიმედო ბიზნესპარტნიორების პოვნა, რომლებთანაც დღემდე ვთანამშრომლობთ. ასევე დიდ გამოწვევას წავაწყდით ტექნოლოგიური თალსაზრისით. გამომდინარე იქიდან რომ ღვინის ქილებში წარმოების პროცესი ბევრად უფრო კომპლექსურია ვიდრე ცალკეულად ღვინის წარმოება ბოთლებში ან ლუდის ჩამოსხმა ქილებში, არამედ მათი ტექნოლოგიური სირთულეების სინთეზი.

– რაიმე ღონისძიებში თუ ხართ ჩართული აჟამად ან თუ აპირებთ რაიმე მსგავს?

ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ საწარმოო ხაზის გაფრთოებისათვის დამატებითი ფინანსური რესურსების მოსაძიებლად. თუმცა მიმდინარე ეპიდემიურმა სიტუაციამ რათმაუნდა ამ პროცესზეც დიად იმოქმედა.

– რამდენი დასაქმებული გყავთ დღეს-დღეობით?
დღეს დღეისობით მივინო ითვლის 10 -მდე დასაქმებულს თუმცა საწარმოო ხაზის გაფართოებასთან ერთად ვგეგმავთ ჩვენი გუნდის გარფართოებას.

– რამდენად პოპულარული გახდა „მივინო“ მოსახლეობაში ?

მივინომ ბაზარზე გამოჩენის დღიდან დაიმსახურა მომხმარებლის და საზოგადოების დიდი დაინტერესება. იყვნენ ისეთებიც ვინც უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ აღნიშნულ ინოვაციურ გადაწყვეტას. მაგრამ მოხმარებლების დიდი ნაწილი  პოზიტიურად შეხვდა  ღვინის ქილებში გამოჩენას.

– სამომავლო გეგმები რა გაქვთ?

ვგეგმავთ როგორც ნახევრად ტკბილი და შუშხუნა ღვინოების დამატებას, ასევე ჩვენი პროდუქტის ექსპორტზე გატანას.

– რა რჩევას მიცემდი იმ ადმაინებს ვისაც სურთ წამოიწყონ ბიზნესი ნულიდან?

  • პირველ რიგში აუცილებად დაიწყონ ბიზნესიდეაზე ფიქრი პრობლემიდან და არა პროდუქტიდან. ჩემი აზრით ყელაზე ხშირი პრობლემა სტარტაპერებს შორის არის ის, რომ ჯერ განსაზღვრავენ პროდუქტს რისი წარმოება სურთ და მხოლოდ შემდეგ იწყებენ მათთვის პრობლემის მოძებნა-მისადაგებას.
  • ნაკლებად ისაუბრონ საკუთარი იდეს „სიდიადე“-ზე სხვებთან, არა იმიტომ რომ ვინმემ შეიძლება ჩვენ მაგივრად გააკეთოს, არამედ იმიტომ რომ ხშირად მხოლოდ ამით იწყებენ შევსებას და უშუალოდ საქმის გაკეთების სურვილს კარგავენ. Just do it.