ანა ტატეოსიანი – ეკონომიკისა და ბიზნენის ფაკულტეტის ბაკალავრის მეოთხე კურსის სტუდენტია. აქტიურად ეწევა სუდენტურ ცხოვრებას , ამავდროულად სტუდენტური თვითმმართველობის ტურიზმის ცენტრალური დეპარტამენტის კოორდინატორია . ჩვენ გადავწყვიტეთ მასთან ინტერვიუს ჩაწერა , მისი პირადი გამოცდილების სხვა სტუდენტებისთვის გასაზიარებლად და დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გასავცელებლად .
– როგორ გაიგე ამ ორგანიზაციის შესახებ?
ტურიზმის დეპარტამენტის შესახებ პირველი კურსის შემოდგომის სემესტრში საბა სახვაძესგან გავიგე . ნოემბრის დასაწყისი იყო მახსოვს და ფაკულტეტზე იქმნებოდა ახალი დეპარტამენტი . საბამ იცოდა ჩემი ტურიზმით გატაცების ამბები და შემომთავაზა გაწევრიანება (მაშინ უბრალო მეორე კურსელი იყო , აქვე აღსანიშნავია ის რომ საბას ბანაკიდან ვიცნობდი და პირველ კურსელ პინგვინს მაკვალიანებდა ) .
– რამ მიიქცია შენი ყურადღება, რატომ გადაწყვიტე მისი წევრი რომ გამხდარიყავი ?
დავესწარი ტრენინგს , საჯარო ლექციას სადაც გავეცანი კოორდინატორს ( თიკო ციცქიშვილი ) , ამ ლექციას ბატონი ვალერი არღუთაშვილიც (ტურიზმის ლექტორი ) ესწრებდა სადაც გამოვიდა სიტყვებით , რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე , სტიმული მომცა სამომავლოდ და ბიძგი ტურიზმის დეპარტამენტის წევრი გამხდარვიყავი . აი ასე დაიწყო ჩემი ამ დეპარტამენტში საქმიანობა . სამწუხაროდ დიდხანს არ მოგვიწია იმ შემადგენლობით ფაკულტეტზე მოღვაწეობა . სულ ორად ორი პროექტი ჩავატარეთ შემოდგომის სემესტრში , შემდგომ გაგვაცენტრალურეს . შეგვეცვალა კოორდინატორი , თუმცა თიკო არ წასულა არ მიუტოვებივართ. აწი თათბირები , ჩვეულ მშობლიურ მაღლივში კი არა , პირველი კორპუსის თვითმმართველობის ოთახში ტარდებოდა . ბავშვების უმეტესობას არ ვიცნობდი , ყველა არც ესწრებოდა თათბირს , ასე ჩაგვივარდა გაზაფხულის სემესტრი და ვერც ერთი პროექტი ვერ ჩავატარეთ . ახალი სემესტრის დაწყებისას შეგვეცვალა კოორდინატორი ( ახალი კოორდინატორი გიორგი ლოლაძე გახდა ) აიი აქ კი დაიწყო ჩვენი დეპარტამენტის მუშაობა , პროექტებზე ფიქრი და მათი განხორციელების გეგმის შემუშავება . სხვათაშორის საკმაოდ წარმატებით განვახორციელეთ ჩვენი პირველი გასვლითი პროექტი „ ლაშქრობა რაჭაში „ მიუხედავად ადმინისტრაციული ხარვეზებისა და სხვადასხვა დაბრკოლებებისა . ბავშვები ( სტუდენტები ) კმაყოფილნი დარჩნენ .
ალბატ ამაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს , როცა შენი შრომა სხვებს ანიჭებს ბედნიერებას და სიხარულს . ლაშქრობებში ბავშვები ეცნობიან ერთმანეთს , ზოგი შემდგომ მეგობრობს და თავისით იწყებს ლაშქრობებში სიარულს – ამ დეპარტამენტის მთავარი არსი დ ამიზანი სწორედ იმაშია , რომ სტუდენტებში ჩანერგოს გარემოსადმი სიყვარული და ეკოსისტემის დაცვისკენ უხმობს . ალბათ მთავარი მამოტივერებელი ძალა და არსი ჩემი ამ დეპარტამენტში ყოფნის არის ეს.
– რა არის უშულოდ თქვენი საქმიანობა და როგორ არის ჩართული თითოეული წევრი?
როგორც უკვე ვახსენე , ჩვენი დეპარტამენტი არაფორმალური განათლების მიცემას ცდილობს სტუდნტებისთვის ტურიზმის კუთხით . ამისათვის ჩვენ ვატარებთ სხვადასხვა ღონისძებებს , ვადგენთ პროექტებს , ვგეგმავთ ლაშქრობებს , ვატარებთ ტრენინგებსა და საჯარო ლექციებს . თითოეულ წევრს ჩვენს გუნდში განსაკუთრებული ადგილი უკავია და თავისი წვლილი შეაქვს პროექტების განხორციელებაში განსაკუთრებით ეს გუნდურობა ვლინდება , როდესაც ერთ დღეში ათობით პროექტის გადახედვა გვიწევს , დეტალებზე დაკვირვება , ცვლილებების შეტანა , რათა შეესაბამებოდეს მოთხოვნილ სტანდარტებსა და ფორმატს . ჩვენ ერთად ვმსჯელობთ ახალი საინტერესო ტურისტული დანიშნულების ადგილებზე , შემდგომ ვაკვირებით რა ტიპის მარშრუტის შედგენაა შესაძლებელი და რა სირთულის. ძირითადად ვცდილობთ მარტივი ან საშუალო სირთულის შევარჩიოთ , რათა გამოუცდელ სტუდენტებს ჰქონდეთ საშვალება მიიღონ მონაწილეობა . ყოველი ლაშქრობის წინ ჩვენ ვატარებთ ტრენინგს , სადაც ვუხსნით სალაშქრო ჩანთის სწორად ჩალაგებას წონის დასაბალანსებლად , ან რ ომელი ნივთები შესაძლოა აუცილებლად დასჭირდეთ და რომელი ნაკლებად . ლაშქრობის ორგანიზება არც თუ ისეთი მარტივი პროცესია და დიდ პასუხისმგებლობას მოიცავს . ჩვენი გუნდის წევრები ამას ითვალისწინებენ და მაქსიმალურად არიან ჩართულნი საქმიანობაში რათა თავისი გამოცდილება გაუზიარონ ახალბედებს და დააკვალიანონ ისინი . რაც შეეხება თვით ორგანიზების სტრუქტურას , ჩვენ ივენთის გამოქვეყნისთანავე გვაქ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც უნდა შეივსოს (ამ ინსტრუმენტით ვადგენთ მსურველთა სიას , სადაც გვაქ მათი საკონტაქტო ინფორმაცია)
მეორე ეტაპი ტრენინგი , რომელზეც დასწრება არის სავალდებულო . ტრენიგზე ჩვენი წევრები ჩამოწერენ დამსწრებთა სიას , რის შედეგადაც ხდება აპლიკანტების ფილტრაცია და დგინდება ლაშქრობაზე წამსვლელთა სია . უშუალოდ ლაშქრობამდე ერთი დღით ადრე ვუკავშირდებით სტუდენტებს და კიდევ ერთხელ ვახსენებთ შეკრების დროსა და ადგილს . ლაშქრობის დღეს კი ტრანსპორტში ჩასხდომისას ვამოწმებთ სიასა და რაოდენობას .
– როგორ გაიარე დაწინაურების ეტაპები?
სიმართლე რომ გითხრათ თავს კოორდინატორად საერთოდ ვერ ვგრძნობ . იგივე გუნდის წევრი ვარ უბრალოდ მეტი პასუხისმგებლობით. ამ 4 წლის განმავლობაში ბევრი ცვლილება განიცადა დეპარტამენტმა . ჯერ გაცენტრალურება , შემდეგ კოორდინატორების ყოველ სემესტრში შეცვლა . ფაქტობრივად დეპარტამენტის აქტიური საქმიანობა დაიწყო 2019 წლის გაზაფხულის სემესტრში , როდესაც კოორდინატორად გიორგი ჯაფოშვილი დაინიშნა . მე და გიორგი პირველივე კურსიდან ლაშქრობებში დავდიოდით ერთად , ფაქტობრივად გამოცდილი მოლაშქრე მოვიდა სათავეში და „შევუბერეთ“ აქტიურად ჩვენს საქმიანობას . სწორედ მაშინ გავხდი მისი მოადგილე , რადგანაც ძველი წევრი ვიყავი და კარგად ვიცნობდი ყველა ბავშვს , თუმცა მოგვიანებით ძველი შემადგენლობიდან ორი ადამიანი დავრჩით მხოლოდ ( მე და თამთა ჩადუნელი) . შემოდგომის სემესტრის დადგომისას გიოს აღარ ჰქონდა იმდენი თავისუფალი დრო , რომ ყურადღება მიექცია ჩვენთვის . მაგისტრატურაზე დაიწყო სწავლა და მის სანაცვლოდ მე დამტოვა . ასე გავხდი ტურიზმის დეპარტამენტის კოორდინატორი .
– ალბათ, ბევრი სახალისო თავგადასავალი გადაგხდათ ლაშქრობების დროს და რაიმე საინტერესო შემთხვევას ხომ ვერ გაიხსენებდი?
ყოველი ლაშქრობა თავისი სახალისო მომენტებითაა აღსავსე , კონკრეტულად რომელიმეს გამორჩევა მიჭირს . მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ მაინც „ ვაშლოვანში სალაშქრო სეზონის გახსნაა „ – გაზაფხულია , მარტის თვე , ყველანი სიმწვანის მოლოდინში ვართ , დაახლოებით 40 კაცამდე . მივედით ნაკრძალამდე , ფეხით გასავლელი გვაქ სადღაც 4-5 კმ , ამინდში არ გაგვიმართლა , წვიმდა დილიდანვე ამას დაემატა თოვლიც , მინდა შეგახსენოთ რომ მარტის ბოლოა 29-30 რიცხვები . მაგრამ ყველაზე მეტად თოვლის მოსვლა კი არ გაგვკვირვებია , ის ჯდებოდა კიდევაც … თოვლით აჭრელებული გზა დაგხვდა წინ … ალაგ-ალაგ ტალახი . ყელამდე ტალახში ამოსვრილები გადავწყვიტეთ ბავშვობა გაგვეხსენებინა – თოვლის პაპა გავაკეთეთ და გუნდაობის ტურნირი მოვაწყეთ კიდევაც , შემდეგ კი ვშრებოდით და ვთბებოდით კოცონთან ყველანაირი ხერხებით .
– რჩევა რეკომენდაციები მათთვის ვისაც სურს გახდს თქვენი გუნდის წევრი?
ვისაც სურს ჩვენი გუნდის წევრი გახდეს უნდა დაესწროს ჩვენს მიერ ორგანიზებულ პროექტებს , აქტიური მონაწილეობა მიიღოს და რაც მთავარია ლაშქრობებისადმი და ტურიზმისადმი სიყვარული და ინტერესი უნდა გააჩნდეს . ჩვენი დეპარტამენტი წევრების მიღებას როგორც სხვა დეპარტამენტები არ აცხადებს . ჩვენ პროექტებზე ვაკვირდებით ხალხს და შემდგომ თუ კარგად წარმოაჩინა საკუთარი თავი წევრობას ვთავაზობთ .
– რითი გამოირჩევა თვენი ორგანიზაცია და რატომ უნდა გაწევრიანდნენ სტუდენტები?
სწორედ ზემოთ ხსენებულით გამოირჩევა ჩვენი დეპარტამენტი . ამავდროულად წევრების დიდი რაოდენობა არ გვახასიათებს , სადღაც 10 წევრამდე ვართ , მაგრამ რაოდენობას არა აქ მნიშვნელობა , მთავარი აქცენტი ხარისხზეა გაკეთებული .
– რას ნიშნავს არის ეს ორგანიზაცია შენთვის?
ტურიზმის დეპარტამენტზე შემიძლია ბევრი ვისაუბრო , რადგანაც ის მეტია ვიდრე უბრალოდ დეპარტამენტი . ვინც კი მიცობს იცის რომ ამაში მთელი სული მაქ ჩადებული . ფაქტობრივად მთელი ჩემი სტუდენტობა გავატარე ამ დეპარტამენტში , მაგასთან ერთდ ვიზრდებოდი და ვვითარდებოდი . ახლა როდესაც მეოთხე კურსის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი ვარ ვხვდები , თუ რა დიდი გამოცდილება მომცა დეპარტამენტმა , ხალხმა , რომელთანაც მქონდა შეხება ამ წლების მანძილზე . დეპარტამენტის თითოეული წევრი ძვირფასია ჩემთვის . სხვადასხვა ასაკის წევრი მყავს , მაგრამ მიუხედავად ასაკისა ყველა მიმაჩნია ბარტყებად, რომლებზეც ვარ პასუხისმგებელი და ის ცოდნა და გამოცდილება , რომელიც მივიღე მე უნდა გავუზიარო თითოეულ მათგანს . ის სიყვარული და ოჯახური გარემო , რომელიც სუფევს დეპარტამენტში და წევრების ჩემდამი ნდობა დიდ სტიმულს მაძლევს . ეს ოჯახური გარემო და სიყვარული კიდევ ერთი მიზეზია იმისა , რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი .