ინტერვიუ თსუ-ის ცენტრალური ტურიზმის დეპარტამენტის კოორდინატორთან, ანა ტატეოსიანთან

ანა ტატეოსიანი – ეკონომიკისა და ბიზნენის ფაკულტეტის ბაკალავრის მეოთხე კურსის სტუდენტია. აქტიურად ეწევა სუდენტურ ცხოვრებას , ამავდროულად სტუდენტური თვითმმართველობის  ტურიზმის ცენტრალური დეპარტამენტის კოორდინატორია . ჩვენ გადავწყვიტეთ მასთან ინტერვიუს ჩაწერა , მისი  პირადი გამოცდილების  სხვა სტუდენტებისთვის გასაზიარებლად და დეპარტამენტის საქმიანობის  შესახებ ინფორმაციის გასავცელებლად .

– როგორ გაიგე ამ ორგანიზაციის შესახებ?

ტურიზმის დეპარტამენტის შესახებ პირველი კურსის შემოდგომის სემესტრში   საბა სახვაძესგან გავიგე  . ნოემბრის დასაწყისი იყო მახსოვს და ფაკულტეტზე იქმნებოდა ახალი დეპარტამენტი . საბამ იცოდა ჩემი ტურიზმით გატაცების ამბები და შემომთავაზა გაწევრიანება (მაშინ უბრალო მეორე კურსელი იყო , აქვე აღსანიშნავია ის რომ საბას ბანაკიდან ვიცნობდი და პირველ კურსელ პინგვინს მაკვალიანებდა  ) .

 – რამ მიიქცია შენი ყურადღება, რატომ გადაწყვიტე მისი წევრი რომ გამხდარიყავი ?

დავესწარი ტრენინგს , საჯარო ლექციას სადაც გავეცანი კოორდინატორს ( თიკო ციცქიშვილი )  , ამ ლექციას ბატონი ვალერი არღუთაშვილიც (ტურიზმის ლექტორი ) ესწრებდა სადაც გამოვიდა სიტყვებით , რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე ,  სტიმული მომცა სამომავლოდ და ბიძგი  ტურიზმის დეპარტამენტის წევრი გამხდარვიყავი .  აი ასე დაიწყო ჩემი ამ დეპარტამენტში საქმიანობა . სამწუხაროდ დიდხანს არ მოგვიწია  იმ შემადგენლობით ფაკულტეტზე მოღვაწეობა . სულ ორად ორი პროექტი ჩავატარეთ შემოდგომის სემესტრში , შემდგომ გაგვაცენტრალურეს . შეგვეცვალა კოორდინატორი , თუმცა თიკო არ წასულა  არ მიუტოვებივართ. აწი თათბირები , ჩვეულ მშობლიურ მაღლივში კი არა , პირველი კორპუსის თვითმმართველობის ოთახში ტარდებოდა . ბავშვების უმეტესობას არ ვიცნობდი , ყველა არც ესწრებოდა თათბირს , ასე ჩაგვივარდა  გაზაფხულის  სემესტრი და ვერც ერთი პროექტი ვერ ჩავატარეთ . ახალი სემესტრის დაწყებისას შეგვეცვალა კოორდინატორი ( ახალი კოორდინატორი გიორგი ლოლაძე გახდა )  აიი აქ კი დაიწყო ჩვენი დეპარტამენტის მუშაობა , პროექტებზე ფიქრი და  მათი განხორციელების გეგმის შემუშავება . სხვათაშორის საკმაოდ წარმატებით განვახორციელეთ ჩვენი პირველი გასვლითი პროექტი „ ლაშქრობა რაჭაში „ მიუხედავად ადმინისტრაციული  ხარვეზებისა  და სხვადასხვა დაბრკოლებებისა . ბავშვები ( სტუდენტები ) კმაყოფილნი დარჩნენ .

ალბატ ამაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს , როცა შენი შრომა სხვებს ანიჭებს ბედნიერებას და სიხარულს . ლაშქრობებში ბავშვები ეცნობიან ერთმანეთს , ზოგი შემდგომ მეგობრობს და თავისით იწყებს  ლაშქრობებში სიარულს – ამ დეპარტამენტის მთავარი არსი დ ამიზანი სწორედ იმაშია , რომ სტუდენტებში ჩანერგოს გარემოსადმი სიყვარული და ეკოსისტემის დაცვისკენ უხმობს . ალბათ მთავარი მამოტივერებელი ძალა და არსი ჩემი ამ დეპარტამენტში ყოფნის არის ეს.

– რა არის უშულოდ თქვენი საქმიანობა და როგორ არის ჩართული თითოეული წევრი?

როგორც უკვე ვახსენე  , ჩვენი დეპარტამენტი არაფორმალური განათლების მიცემას ცდილობს სტუდნტებისთვის ტურიზმის კუთხით . ამისათვის ჩვენ ვატარებთ სხვადასხვა ღონისძებებს  , ვადგენთ პროექტებს , ვგეგმავთ ლაშქრობებს , ვატარებთ ტრენინგებსა და საჯარო ლექციებს . თითოეულ წევრს ჩვენს გუნდში განსაკუთრებული ადგილი   უკავია და თავისი წვლილი შეაქვს  პროექტების განხორციელებაში განსაკუთრებით ეს გუნდურობა ვლინდება , როდესაც ერთ დღეში  ათობით პროექტის გადახედვა  გვიწევს , დეტალებზე დაკვირვება , ცვლილებების შეტანა , რათა შეესაბამებოდეს მოთხოვნილ სტანდარტებსა და ფორმატს .  ჩვენ ერთად ვმსჯელობთ ახალი საინტერესო ტურისტული დანიშნულების ადგილებზე , შემდგომ ვაკვირებით რა ტიპის მარშრუტის შედგენაა შესაძლებელი და  რა სირთულის.  ძირითადად ვცდილობთ მარტივი ან საშუალო სირთულის შევარჩიოთ , რათა გამოუცდელ სტუდენტებს ჰქონდეთ საშვალება მიიღონ მონაწილეობა . ყოველი ლაშქრობის წინ ჩვენ ვატარებთ ტრენინგს , სადაც ვუხსნით სალაშქრო ჩანთის სწორად ჩალაგებას  წონის დასაბალანსებლად , ან რ ომელი ნივთები შესაძლოა  აუცილებლად დასჭირდეთ  და რომელი ნაკლებად . ლაშქრობის ორგანიზება არც თუ ისეთი მარტივი პროცესია და დიდ პასუხისმგებლობას მოიცავს . ჩვენი გუნდის წევრები ამას ითვალისწინებენ და მაქსიმალურად არიან ჩართულნი საქმიანობაში რათა თავისი გამოცდილება გაუზიარონ ახალბედებს და დააკვალიანონ ისინი . რაც შეეხება თვით ორგანიზების სტრუქტურას , ჩვენ ივენთის გამოქვეყნისთანავე გვაქ  სააპლიკაციო ფორმა, რომელიც უნდა შეივსოს (ამ ინსტრუმენტით  ვადგენთ მსურველთა სიას  , სადაც გვაქ მათი საკონტაქტო ინფორმაცია)
მეორე ეტაპი ტრენინგი , რომელზეც დასწრება არის სავალდებულო . ტრენიგზე ჩვენი წევრები ჩამოწერენ  დამსწრებთა სიას , რის შედეგადაც ხდება აპლიკანტების ფილტრაცია და დგინდება ლაშქრობაზე წამსვლელთა სია  . უშუალოდ ლაშქრობამდე ერთი დღით ადრე ვუკავშირდებით სტუდენტებს და კიდევ ერთხელ  ვახსენებთ შეკრების დროსა და ადგილს . ლაშქრობის დღეს კი  ტრანსპორტში ჩასხდომისას ვამოწმებთ სიასა და რაოდენობას .

– როგორ გაიარე დაწინაურების ეტაპები?

სიმართლე  რომ გითხრათ თავს კოორდინატორად საერთოდ ვერ ვგრძნობ . იგივე გუნდის წევრი ვარ უბრალოდ მეტი პასუხისმგებლობით. ამ 4 წლის განმავლობაში ბევრი ცვლილება განიცადა დეპარტამენტმა . ჯერ გაცენტრალურება , შემდეგ კოორდინატორების ყოველ სემესტრში შეცვლა . ფაქტობრივად დეპარტამენტის აქტიური საქმიანობა დაიწყო 2019 წლის გაზაფხულის სემესტრში , როდესაც კოორდინატორად გიორგი ჯაფოშვილი დაინიშნა . მე და გიორგი პირველივე კურსიდან ლაშქრობებში დავდიოდით ერთად , ფაქტობრივად გამოცდილი მოლაშქრე მოვიდა სათავეში და „შევუბერეთ“ აქტიურად ჩვენს საქმიანობას . სწორედ მაშინ გავხდი მისი მოადგილე , რადგანაც ძველი წევრი ვიყავი და კარგად ვიცნობდი ყველა ბავშვს , თუმცა მოგვიანებით ძველი შემადგენლობიდან ორი ადამიანი   დავრჩით  მხოლოდ ( მე და  თამთა ჩადუნელი) . შემოდგომის სემესტრის დადგომისას გიოს აღარ ჰქონდა იმდენი თავისუფალი დრო , რომ ყურადღება მიექცია  ჩვენთვის . მაგისტრატურაზე დაიწყო სწავლა და მის სანაცვლოდ მე დამტოვა  . ასე გავხდი ტურიზმის დეპარტამენტის კოორდინატორი .

– ალბათ, ბევრი სახალისო თავგადასავალი გადაგხდათ ლაშქრობების დროს და რაიმე საინტერესო შემთხვევას ხომ ვერ გაიხსენებდი?

ყოველი ლაშქრობა თავისი სახალისო მომენტებითაა აღსავსე , კონკრეტულად რომელიმეს გამორჩევა მიჭირს . მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ მაინც „ ვაშლოვანში სალაშქრო სეზონის გახსნაა „  – გაზაფხულია , მარტის თვე , ყველანი სიმწვანის მოლოდინში ვართ , დაახლოებით 40 კაცამდე  . მივედით ნაკრძალამდე , ფეხით გასავლელი გვაქ სადღაც 4-5 კმ , ამინდში არ გაგვიმართლა , წვიმდა დილიდანვე ამას დაემატა თოვლიც , მინდა შეგახსენოთ რომ მარტის ბოლოა 29-30 რიცხვები . მაგრამ ყველაზე მეტად თოვლის მოსვლა კი არ გაგვკვირვებია , ის ჯდებოდა კიდევაც … თოვლით აჭრელებული გზა დაგხვდა წინ … ალაგ-ალაგ ტალახი .  ყელამდე ტალახში ამოსვრილები  გადავწყვიტეთ ბავშვობა გაგვეხსენებინა – თოვლის პაპა გავაკეთეთ და გუნდაობის ტურნირი მოვაწყეთ კიდევაც  , შემდეგ კი ვშრებოდით და ვთბებოდით კოცონთან ყველანაირი ხერხებით .

– რჩევა რეკომენდაციები მათთვის ვისაც სურს გახდს თქვენი გუნდის წევრი?

ვისაც სურს ჩვენი გუნდის წევრი გახდეს უნდა დაესწროს ჩვენს მიერ ორგანიზებულ პროექტებს , აქტიური მონაწილეობა მიიღოს და რაც მთავარია ლაშქრობებისადმი და ტურიზმისადმი სიყვარული და ინტერესი უნდა გააჩნდეს . ჩვენი დეპარტამენტი წევრების მიღებას როგორც სხვა დეპარტამენტები არ აცხადებს . ჩვენ პროექტებზე ვაკვირდებით ხალხს და შემდგომ თუ კარგად წარმოაჩინა საკუთარი თავი წევრობას ვთავაზობთ .

– რითი გამოირჩევა თვენი ორგანიზაცია და რატომ უნდა გაწევრიანდნენ სტუდენტები?

სწორედ ზემოთ ხსენებულით გამოირჩევა ჩვენი დეპარტამენტი . ამავდროულად წევრების დიდი რაოდენობა არ გვახასიათებს , სადღაც 10 წევრამდე ვართ , მაგრამ რაოდენობას არა აქ მნიშვნელობა , მთავარი აქცენტი ხარისხზეა გაკეთებული .

– რას ნიშნავს არის ეს ორგანიზაცია შენთვის?

ტურიზმის დეპარტამენტზე შემიძლია ბევრი ვისაუბრო , რადგანაც  ის მეტია ვიდრე უბრალოდ დეპარტამენტი . ვინც  კი მიცობს იცის რომ ამაში მთელი სული მაქ ჩადებული . ფაქტობრივად მთელი ჩემი სტუდენტობა გავატარე ამ დეპარტამენტში , მაგასთან ერთდ ვიზრდებოდი და ვვითარდებოდი . ახლა როდესაც მეოთხე კურსის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი ვარ ვხვდები , თუ რა დიდი გამოცდილება მომცა დეპარტამენტმა , ხალხმა , რომელთანაც მქონდა შეხება ამ წლების მანძილზე  . დეპარტამენტის თითოეული წევრი ძვირფასია ჩემთვის . სხვადასხვა ასაკის წევრი მყავს , მაგრამ მიუხედავად ასაკისა ყველა მიმაჩნია ბარტყებად, რომლებზეც ვარ პასუხისმგებელი და ის ცოდნა  და გამოცდილება , რომელიც მივიღე მე  უნდა გავუზიარო თითოეულ მათგანს . ის სიყვარული და ოჯახური გარემო , რომელიც სუფევს დეპარტამენტში და წევრების ჩემდამი ნდობა დიდ სტიმულს მაძლევს . ეს ოჯახური გარემო და სიყვარული კიდევ ერთი მიზეზია იმისა , რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი .