ხალხს შეცდომით გონია, რომ IQ-ს შეცვლა არ შეიძლება, ხოლო რეალურად ტვინი საკმაოდ ცვალებადია და მისი ყოველდღიური ვარჯიშით IQ-ს გაზრდა ნამდვილად შესაძლოა.
IQ შეიძლება გაზარდოს ყოველდღიურობის ცვლილებამ, კვების რაციონის შეცვლამ და შესაძლებლობების გავაჯიშებამ.
ყოველდღიურობის შეცვლაში შეიძლება მოიაზრებოდეს სხვადასხვა აქტივობების განსხვავებულად გაკეთება, ტვინს მიეცი საშუალება ავტომატურად დამახსოვრებული ქცევების სხვანაირად გაკეთება დაისწავლოს, მაგალითად გაიხეხე კბილები არადომინანტური ხელით, ელაპარაკე საკუთარ თავს სხვა ენაზე. რისი შეცვლა და არევაც შეგიძლია, გააკეთე!
ასევე შეგიძლია სცადო მედიტაცია. კვლევები ადასტურებს, რომ მედიტაცია არა მარტო ხასიათისთვისა და სტრესისთვისაა კარგი, არამედ ტვინის მუშაობასაც უწყობს ხელს. მედიტაცია აუმჯობესებს ტვინისთვის სისხლის მიწოდებას, მოთმინებას, კონცენტრაციასა და მეხიერებას. სცადე მისი გაკეთება 30 წუთით დღეში, შეგიძლია დრო დაყო 10-15 წუთად და გააკეთო 2-3ჯერ.
ტვინის მუშაობისთვის უმჯობესი იქნება თუ არ მიიღებ „დამაჭკვიანებელ“ წამლებს, უმჯობესია ბუნებრივი პროდუქტებით შეცვალო და მიიღო ისინი დოზირებულად, მაგალითად კოფეინი, ომეგა-3 და ა.შ. კარგი იქნება თუ დაკავდები აერობიკით ან ნებისმიერი სხვა ფიზიკური აქტივობით, როგორიცაა სირბილი, ცურვა.
რაც ყველაზე მთავარია, დაიძინე მაშინ, როცა ამას ტვინი გთხოვს. ზოგი დილით უფრო პროდუქტიულია, ხოლო ზოგი ღამე. ამიტომ თუ შენს მაქსიმუმ ღამის საათებში აკეთებ, არ შეიზღუდო თავი, უბრალოდ დაიძინე გვიან. თუმცა გასათალისწინებელია ისიც, რომ აუცილებელია ღამე 7-9 საათი ძილი სრული ფუნქციონირებისთვის.
IQ-ს გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი კარგი გზაა შენს შესაძლებლობებზე ვარჯიში, რაც საკუთარ თავში მოიაზრებს იკითხო მეტი, რადგაც განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს IQ-სთვის. ეცადე ძირითადად იკითხო სამეცნიერო წიგნები იმიტომ, რომ მეცნიერება აფართოებს შენს ხედვას სამყაროზე, გიუმჯობესებს ლექსიკონს, მათემატიკურ აზროვნებასა და ლოგიკას.
ასევე შეგიძლია გააკეთო თავსატეხები, რაც სახალისოცაა და კარგადაც მოქმედებს შენზე. გაითვალისწინე, ისინი უნდა აკეთო რეგულარულად, რომ ფორმიდან არ ამოვარდე. გამოიყენე აპლიკაციები, როგორებიცაა Lumosity, Whay Saying, Quiz Up და სხვა თამაშები, რომლებიც შენს ტვინს მუშაობაში დაეხმარება.
როცა ყოველდღე ერთსა და იმავეს აკეთებ ტვინი ავტომატურ მართვაზე გადადის, ამიტომ შეეცადე მიიღო ახალი გამოცდილებები, ისწავლო რაიმე ახალი. ის წყვეტს სტიმულის გამოყოფას, კომფორტულადაა თავის გარემოცვაში. ახალი გამოცდილებების შემთხვევაში კი ტვინი იღვიძებს და ყველაფერს ისრუტავს. ამიტომ ტელევიზორის ყურებას წადი რამე ახალ ადგილზე, მუზეუმში, შოუზე, შეგიძლია გასინჯო ახალი საკვები, რაც ასევე კარგი გამოცდილებაა. ეს დაგეხმარება შეემზადო მომავლისთვის და გაიღრმავო ცოდნა სამყაროზე.
რაციონის შეცვლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. საუზმეზე მიიღე რაც შეიძლება ბევრი პროტენი, რაც შენი ტვინის ფუნქციონირებას ეხმარება და წარმოქმნის დოპამინს. შაქრის მიღება საუზმეზე უბრალოდ ანელებს შენს აზროვნებას და უფრო გაშიებს მოგვიანებით. პროტეინი კი ძალიან კარგია ტვინისთვის.
შავი შოკოლადი ჭამე განტვირთვისთვის. ის სავსეა ანტიოქსიდანტებით, მაგნესიუმით, ვიტამინებით A, B1, B2, D, E3. რა საკვირველია, რომ ბევრი არ შეიძლება, 28-დან 141-გრამამდე შავი შოკოლადი სრულიად საკმარისია.
მიიღე მეტი B ვიტამინი და ამოიღე რაციონიდან არაჯანსაღი საკვები. B ვიტამინი ზრდის ტვინში სისხლის მიწოდებას და მისი პოვნა შეგიძლია მწვანე, ფოთლოვან ბოსტნეულში, ხორცში, კვერცხში, ყველში და მარცვლეულში.