ძალიან მარტივია კიდევ ერთი ვიდეოს ნახვა იუთუბზე ან სოციალური ქსელებში სიახლეების თვალიერება, მაგრამ შენი გამოცდები უფრო და უფრო ახლოვდება. პანიკა იმატებს, თუმცა არ იცი საიდან დაიწყო, რაც უფრო მეტია პანიკა, მით უფრო რთულია სწავლის დაწყება. თუ ამ სიტუაციაში ხარ გააგრძელე კითხვა.
- გაიგე რატო დებ სამეცადინოს სხვა დროისთვის
საქმის გადადება ისეთი პრობლემაა, რომელსაც შეიძლება ბევრი მიზეზი ქონდეს. ყველაზე ხშირი კი არის ესენი:
- შენ დაარწმუნე საკუთარი თავი იმაში, რომ დავალება ძალიან რთულია და ის ცდება შენს შესაძლებლობებს;
- სამეცადინოს გადადება „აჯანყებაა“ მშობლებისა და მასწავლებლების წინააღმდეგ;
- საკითხი მოსაწყენია
- საუკეთესო დროს ელოდები დასაწყებად
- დავალება იმდენად დაუძლეველი გახდა, რომ არც იცი საიდან დაიწყო
იმის მიხვედრა, თუ რატო დებ სამეცადინოს არის გასაღები მოტივაციის ასამაღლებლად.
- ზუსტად ჩამოაყალიბე რატომ გჭირდება კარგი ქულები
მოტივაციის ასამაღლებლად, ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმის გაგება, თუ რატომ გინდ კარგი ქულები. ტიპური მიზეზები არის:
- მინდა გავიგო მეტი და განვავითარო საკუთარი თავი;
- მინდა გავხდე უფრო ფოკუსირებული და დისციპლინირებული;
- მინდა კარგი კარიერა მქონდეს;
- მინდა დავეხმარო ოჯახს მომავალში;
- მინდა ვიცოდე, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე;
- მინდა ვიცხოვრო სინანულის გარეშე.
ჩამოწერე შენთვის ცხრილი და დაიდე სამეცადინო მაგიდაზე. შემდეგ კი, როცა უმოტივაციოდ იქნები უბრალოდ წაიკითხე რომელიმე საკითხი კიდევ ერთხელ.
- არ გქონდეს მოლოდინი, რომ სულ მოტივირებული იქნები
საკვირველია, მაგრამ იმისთვის, რომ გქონდეს მოტივაცია, არ უნდა გქონდეს მოლოდინ სულ მოტივირებულობის. ფაქტია, რომ ყოველთვის მოტივირებული არავინ არ არის. ამიტომ არ დაეყრდნო გრძნობა „მოტივაციას“ საიმისოდ, რომ იმეცადინო. ამის გამო გჭირდება სასწავლო გეგმა და ჩვევები, სისტემა ყოველთვის ჯობს მოტივაციას.
- შეახსენე საკუთარ თავს, რომ ეს ყველაფერი მუდმივი არ არის
გამოცდებისთვის სწავლა შეიძლება მოგვეჩვენოს დაუსრულებელადმ მაგრამ მას ბოლო აქვს. შეახსენე ეს საკუთხარ თავს, როცა თავს უმოტივაციოდ და გადაღლილად გრძნობ. იმის თქმა, რომ „ეს სამუსამოდ არ გაგრძელდება“ დაგეხმარება კონცენტრირდე გვირაბის ნათელი ბოლოსკენ.
- თუ ვერ იწყებ, დააყენე 5 წუთიანი ტაიმერი
ხანდახან ყველაზე რთული ნაწილი დაწყებაა. რაღაცის კეთების შიში თვითონ პროცესზე უარესია. თუ ვერ იწყებ, დააყენე 5 წუთიანი ტაიმერი; უთხარი შენს თავს რომ ტაიმერის ზარის მერე მეცადინეობის შეწყვეტა შეგეძლება, მაგრამ ისეთ მომენტზე იქნები, რომ მეცადინეობას გააგრძელებ.