10 მითი უნივერსიტეტის პირველ წელზე

უნივერსიტეტის პირველ წელზე ბევრი მითი არსებობს. ზოგი სიმართლეა, თუმცა უმრავლესობა უსაფუძვლოდ თრგუნავს „პინგვინებს“.

პირველი სემესტრის მშვიდად დაწყებაში რომ დაგეხმაროთ, დღევანდელი პოსტით დავანგრევთ 10 გავრცელებულ მითს უნივერსიტეტის პირველ წელზე.

  1. პირველი სემესტრის საგნები განსაზღვრავს უნივერსიტეტის დარჩენილ წლებსა და შენს მთელ ცხოვრებას

ეს სრულიად სიცრუე არაა, თუმცა ხშირად დიდი არჩევანი არ გაქვს საგნების არჩევისას პირველ სემესტრში. ეს სრულიად ნორმალურია. პირველი სემესტრი უნდა აღიქვა პერიოდად, როცა ხვდები რა გინდა  ისწავლო. პირველ სემესტრში საგნებს სერიოზულად უნდა მოეკიდო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გაგიჟდე თუ ისინი შენს 10 წლიან გეგმას არ შეესაბამება.

  1. ძილი, სოციალიზაცია, სწავლა – აირჩიე ორი

ჩემი აზრით, ამ მითის საფუძველი სტუდენტების პრობლემაა: გეგმის შედგენა და გადატვირთული გრაფიკი.

        გეგმის შედგენის პრობლემა

ან უფრო ხშირად გეგმის უქონლობა. დიახ, თუ ბოლო წუთს დაელოდები დავალების შესასრულებლად, მაშინ ზემოთ ჩამოთვლილი სამიდან ერთ-ერთი დაზარალდება.

თუ დაგავიწყდება ხვალისთვის შესასრულებელი დავალება, მოგიწევს მთელი ღამე მუშაობა, რაც აისახება ნიშნებზე და სოციალიზაციაზე.

        გადატვირთული გრაფიკი

შეადგინე გეგმა მეტი შუალედით. როცა რამე დაუგეგმავი გამოჩნდება, გადატვირთული გრაფიკი არ მოგცემთ უფლებას, რომ იმოქმედოთ. სავარაუდოდ, თქვენ მაინც გადატვირთავთ გრაფიკს, ეს უნივერსიტეტში სწავლის პროცესის ნაწილია.

  1. მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული

ამ არგუმენტს ძირითადად მასწავლებლები ხმარობდნენ სკოლაში, როცა არავინ აკეთებდა დავალებას. უფროს კლასელებისთვის მარტივი დასაჯერებელია, რომ „არავინ დაგიდგება გვერდში“ და „არავინ არასოდეს დაგეხმარება“. თუმცა ეს ასე არ არის. ლექტორები, უფროსკურსელები და ადმინისტრაცია აუცილებლად დაგეხმარებიან, თუ რამეს ვერ გაიგებ.

  1. შენ გჭირდება მანქანა რომ გაერთო

პატარა ქალაქში თუ ცხოვრობ, სადაც არაფერი არ ხდება მანქანა ნამდვილად დაგჭირდება დიდ ქალაქში წასასვლელად, რომ გაერთო. თუმცა უნდა იყო უფრო კრეატიული. შენით უნდა შექმნა ისტორია. მხიარულების შენით შექმნა უნივერსიტეტის ხიბლია.

  1. ჩამოშორდები სკოლისა და ბავშვობის მეგობრებს

შესაძლოა ნამდვილად ჩამოშორდე ხალხს, რომელსაც სკოლაში იცნობდი, განსაკუთრებით თუ სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობთ. ურთიერთობები იცვლება და ყოველთვის უკეთესობისკენ არა.

თუმცა არაა აუცილებელი ასე მოხდეს. თუ ნერვიულობ ძველი ნაცნობების დაკარგვაზე, უბრალოდ გაატარე მათთან ერთად დრო როცა შეძლებ. შენი ურთიერთობების შენარჩუნება არ არის შენს ძალებზე აღმატებული.

  1. წვეულებები სოციალიზაციის ერთადერთი გზაა

ფილმები საკმაოდ მცდარ წარმოდგენას ქმნიან უნივერსიტეტზე. ერთ-ერთი სტერეოტიპი ფილმებიდან არის ის, რომ წვეულებები უნივერსიტეტში სოციალიზაციის მთავარი გზაა. ეს ასე ნამდვილად არ არის. წვეულებები არსებობს, მაგრამ უნივერსიტეტში სოციალიზაციისთვის ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი.

  1. ლექციაზე გატარებულ თითოეულ საათს უნდა დაუთმო 1 საათი სამეცადინოდ ლექციის გარეთ

მე აქ ვარ რომ გითხრათ, ეს სიცრუეა. გეტყვით რამდენი დრო უნდა დაუთმოთ მასალაზე მუშაობას: რამდენიც დაგჭირდებათ. არაა სწორი იფიქრო, რომ შენ დაგჭირდება ზუსტად ერთნაირი დრო რთული და მარტივი საგნების სასწავლად. დაიმახსოვრე: არ არსებობს საუკეთესო გზა სასწავლად, ერთადერთი გზა, რომელიც მუშაობს არის, რომელიც შენ შეგესაბამება.

  1. მხოლოდ „პაკეტის სუპს“ შეჭამ

უბრალოდ ისწავლე რამდენიმე მარტივი, ჯანსაღი კერძის მომზადება და არაჯანსაღი საკვები მინიმუმადე დაიყვანე. საკვების უნივერსიტეტში ტარებაც შეიძლება კონტეინერებით.

  1. ყველა შენს კურსელს აქვს დაგეგმილი შემდეგი 10 წელი

ხალხს, რომელიც წინასწარ გეგმავს, არ აქვს იმდენი თავისუფლება მომავლის კონტოროლის, როგორც შენ. მომავალში ისინი დაადასტურებენ, რომ ცხოვრებამ უფრო სხვანაირია, ვიდრე 10 წლის წინ წარმოედგინათ. ზოგი მოვლენის კონტროლი შეგიძლია, მაგრამ უმეტესობის არა.

  1. მეგობრები, რომლებსაც პირველ სემესტრში გაიცნობ, არიან ერთადერთი მეგობრები მთელი უნივერსიტეტის პერიოდში

მართალია, რომ პირველი სემესტრი კარგი პერიოდია მეგობრების გასაჩენად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ პირველ სემესტრში ბევრი მეგობარი ვერ გაიჩინე, ვერასოდეს ამას ვერ მოახერხებ.

როცა ისეთ ამოუცნობ და უცნაურ რამეს ეჯახები, როგორიც უნივერსიტეტია, ბუნებრივია ეძებდე ინფორმაციას ყველგან, სადაც შეგიძლია. თუმცა ფაქტია, რომ ვერ გაიგებ რა არის უნივერსიტეტი, სანამ შენით არ გამოცდი მას.