ცოტა რამ ლიტერატურული კლუბის შესახებ #თსუჰოლიკი

გამარჯობა!
პირველ რიგში, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, ყველა სურვილის ახდენას და კეთილი ჯადოსნობით სავსე ცხოვრებას გისურვებთ..

ალბათ იცით, თსუჰოლიკის პროექტის შესახებ, რომელიც გასული წლის მეორე სემესტრში განვახორციელეთ, ჩვენ შევქმენით თსუ-ის ლიტერატურული კლუბი და ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ მეც მიმიძღვის წვლილი, ამ,ჩემი აზრით, საკმაოდ მნიშვნელოვან საქმეში.

ხოდა, მინდა მოგიყვეთგასული სემესტრის შესახებ, სემესტრის, რომელმაც ახალი ადამიანები და ახალი შეგრძნებები მომიტანა.
ჩვენ, ლიტერატურის მოყვარული ხალხი,ყოველ ორშაბათს დავდიოდით უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსში, მიუხედავად სიცივისა ან დაღლილობისა და თბილად, მშვიდად, ვსაუბრობდით ლიტერატურაზე, და არა მხოლოდ განსახილველ წიგნებზე, არამედ ჩვენს მიზნებსა და სურვილებზე, ჩვენს შეხედულებებზე.

განვიხილეთ “მისტერიები,” ჟოზე სარამაგუ, კამიუს “უცხო..” დავსახეთ გეგმები იმის შესახებ, თუ როგორ გავამრავალფეროვნოთ და როგორ გავხადოთ უფრო ნაყოფიერი ჩვენი საქმიანობა, ჩვენთვის და იმ ადამიანებისათვის, რომლებიც მომავალში შემოგვიერთდებიან.

არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ჩემთვის იყო ამდენად სასიამოვნო ლიტერატურულ დერეფანში ხეტიალი, ალბათ დამეთანხმებიან ჩემი ჯგუფის წევრები, რომ მათაც შეემატათ, ოდნავ მაინც იმაზე მეტი რამ, ვიდრე ჰქონდათ აქ მოსვლამდე და ვფიქრობ, რომ, ჩვენ,ყველანი გავხდით ოდნავ მაინც იმაზე კარგები, ვიდრე ვიყავით აქ მოსვლამდე, ვინაიდან ლიტერატურა აკეთილშობილებს! 💛
ახალი წლიდან და ახალი სემესტრიდან გელოდებით თქვენც, ვინც ჯერ კიდევ არ გაგვიცნია, მოდით ჩვენთან და გვიწილადეთ თქვენი წილი ემოციები, ჩვენც, ჩვენი მხრივ, გპირდებით, რომ არც ხელ და არც გულ ცარიელს არ დაგტოვებთ!

დავასრულებ იმით, რითიც დავიწყე, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, ყველა სურვილის ახდენას და კეთილი ჯადოსნობით სავსე ცხოვრებას გისურვებთ!