5 გზა საკუთარი “მე”-სკენ

საკუთარ ნამდვილ მე-სთან სხვადასხვა გზას მივყავართ. წარსულის მიღება, ემოციებთან მუშაობა , იმის ძიება, რაც ჩვენთვის ნამდვილად საინტერესო და მნიშვნელოვანია – გზა საკუთარი თავისკენ მარტივი არაა. ფსიქოლოგებმა 5 ფუნდამენტალური ეტაპი დაასახელეს, რომლებიც დაგვეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში. აი ისინიც:

  1. წარსულის მიღება

ჩვენი პიროვნება უკვე შედგება იმ გადაწყვეტილებებისგან, რომლებიც ოდესღაც ჩვენმა მშობლებმა და ყველა ჩვენთან დაკავშირებულმა ადამიანმა მიიღო. ჩვენ არ შეგვიძლია ბოლომდე ის ვიყოთ ვინც ვართ, თუ გვრცხვენია ან გვეშინია წინაპრების დანატოვრის. თუმცა იმისთვის, რომ ამ ტვირთს თავი დავაღწიოთ გვჭირდებ დრო.

  1. თვითრეალიზაციისკენ სწრაფვა

კრიზისი, პრობლემები, რომლებთანაც გამკლავება გვიწევს გვანიშნებენ რომელ მხარეს უნდა წავიდეთ, რა არის ჩვენი სისუსტე. მნიშვნელოვანია პრობლემები აღვიქვათ როგორც დამხმარეები. გზა თვითრეალიზაციისკენ იწყება საკუთარი თავის, შეგრძნებების, დარდისა და ოცნებების რწმენით.

  1. ემოციებზე მუშაობა

განსაკუთრებული ყურადღება ემოციებს უნდა მივაქციოთ მაშინ, როცა ერთი შეხედვით ისინი არაადეკვატურად გვეჩვენება: თითქოს ყველაფერი კარგადაა, ჩვენ კი მოწყენილები ვართ. ჩვენს ემოციებს აუცილებლად უნდა ვენდოთ, მათ შეუძლიათ ახსნან, როგორი დამოკიდებულება გვაქვს მომხდარზე. ჩვენს გრძნობებს აუცილებლად აქვთ მიზეზი. ხშირად ემოციები გამოხატავენ ჩვენს მოთხოვნილებებს, რომლებსაც იგნორს ვუკეთებთ.

  1. ვისწავლოთ ჩვენი სიმართლის გამოხატვა

იყო მართალი საჭიროებს განსაზღვრულ ძალისხმევას გამოხატვის ფორმაში. უნდა ვეძებოთ ისეთი სიტყვები, რომლებიც გამოხატავენ ჩვენს აზრებს, მდგომარეობას და, ამასთან ერთად, არ შეურაცხყოფს იმას, ვისაც ეხებიან ისინი.

  1. გადავწყვიტოთ ახლო ურთიერთობები

სხვასთან სიახლოვე არის ის, რითიც საკუთარი თავის პოვნა შეგვიძლია, იმიტომ რომ გვიწევს ჩვენს ტერიტორიაზე შემოვუშვათ უცხო ადამიანი.  ურთერთობა რომ ნამდვილად ახლო იყოს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს უნდა გავუზიაროთ ჩვენი აზრები, სურვილები და გრძნობები. იმისთვის რომ ურთიერთობას ნამდვილად მივყავდეთ გაგებამდე სხვებისა და საკუთარი თავის, აუცილებელია დავძლიოთ განკითხვის შიში და დავეთანხმოთ იმას, რომ ვერ გაგება, იმედგაცრუება და უკმაყოფილება ასევე სიახლოვეა.