10 მიზეზი იმისა , თუ რატომ არის ძილი აუცილებელი

ღამის კარგი ძილი ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სინამდვილეში, ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ჯანსაღი კვება და ვარჯიში. დღესდღეობით ხალხი ძილს შედარებით ნაკლებ დროს უთმობს, ვიდრე წარსულში.  ჩამოგითვლით 10 მიზეზს თუ რატომ არის ძილი აუცილებელი.

1. ძილის ნაკლებობას შეუძლია გაგასუქოს

ძილის ნაკლებობა მჭირდროდაა დაკავშირებული წონის მომატებასთან. სინამდვილეში, ძილის უკმარისობა წარმოადგენს სიმსუქნის ერთ-ერთ მთავარ რისკ-ფაქტორს. ერთ-ერთ ფართომაშტაბიან მიმოხილვაში აღნიშნული იყო, რომ ძილის უკმარისობის მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებში გასუქების 55%-ით მეტი შანსია. ძილის ეფექტის გავლენა  წონის მომატებაზე დაკავშირებულია უამრავ ფაქტორზე, მათ შორის ჰორმონებსა და ვარჯიშის მოტივაციაზე. თუ ცდილობ წონის დაკლებას, ხარისხიანი ძილი მნიშვნელოვანია

2. კარგად გამოძინებულები როგორც წესი შედარებით ნაკლები კალორიებით იკვებება

კვლევებმა გვიჩვენა, რომ  ძილმოკლებულ ადამიანს უფრო დიდი მადა აქვს და უფრო მეტ კალორიას ჭამს. ძილის დარღვევა ხელს უშლის მადის ჰორმონების ყოველდღიურ რყევებს და ითვლება ცუდი მადის რეგულირების მიზეზად. არასაკმარისი ძილის დროს ორგანიზმში არის დიდი რაოდემონით გრელინი, ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს მადის გაზრდას და შემცირებული დონით ლეპტინი,ჰორმონი, რომელიც თრგუნავს მადას.

3. კარგი ძილით შეიძლება გაუმჯობესდეს კონცენტრაცია და პროდუქტიულობა

ძილი მნიშვნელოვანია ტვინის ფუნქციის სხვადასხვა ასპექტში. ეს მოიცავს შემეცნებას, კონცენტრაციას, პროდუქტიულობას და შესრულებას.ყოველივე ეს უარყოფითად მოქმედებს ძილის დარღვევისას. სამედიცინო სტაჟიორთა შესწავლა კარგი მაგალითია. სტაჟიორები, რომლებიც ზოგადად მუშაობენ 24 საათზე მეტს სმენაში, 36%-ით მეტ სამედიცინო შეცდომას უშვებენ, ვიდრე სტაჟიორები, რომელთა განრიგი უფრო დიდი ხნით ძილის საშუალებას აძლევს. კიდევ ერთი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არასაკმარისი ძილი შეიძლება უარყოფითად აისახოს ტვინის ფუნქციის ზოგიერთ ასპექტზე იმავე ხარისხით როგორც  ალკოჰოლური ინტოქსიკაცია.  მეორე მხრივ, კარგი ძილი აუმჯობესებს პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევებს  და იწვევს  ბავშვთა და მოზარდთა მეხსიერების გაუმჯობესებას.

 4. კარგ ძილს შეუძლია ათლეტური შეხედულების მაქსიმალური წარმოჩენა

კალათბურთელთა შესახებ ჩატარებულ კვლევაში, ძილის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა სიჩქარის, სიზუსტის, რეაქციის დროს და ფსიქიკური კეთილდღეობას.  2,800-ზე მეტი ქალბატონის კვლევამ აღმოაჩინა, რომ ცუდი ძილი დაკავშირებულია ნელა სიარულთან, ნაკლებ ძალასთან და უფრო დიდ სირთულესთან, როდესაც ასრულებს დამოუკიდებელ საქმიანობას.

 5. გამოუძინრებს  აქვთ გულის დაავადებებისა და ინსულტის უფრო დიდი შანსი.

ცნობილია, რომ ძილის ხარისხსა და ხანგრძლივობას დიდი ზეგავლენა აქვს ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორებზე. ეს  არის ფაქტორები, რომლებიც იწვევენ ქრომიკულ დაავადებებს, მათ შორის გულის დაავადებებს.  15 კვლევის მიმოხილვამ დაადასტურა, რომ ადამიანებს, რომელთაც საკმარისად არ სძინავთ, უფრო დიდი შანს აქვთ ინფაქტის, ვიდრე მათ, ვისაც ღამით 7-8 საათი სძინავს.

6. ძილი გავლენას ახდენს გლუკოზის მეტაბიზმსა და ll ტიპის დიაბეტზე.

ექსპერიმენტული ძილის შეზღუდვა გავლენას ახდენს  სისხლში  შაქრის შემცველობაზე და ამცირებს ინსულინის მგრძნობელობას.  ჯანსაღი ახალგაზრდების კვლევისას, ღამეში ძილის ხანგრძლვობის შემცირება 4 საათამდე 6 მომდევნო ღამის განმავლობაში გამოიწვია პრედიაბეტის სიმპტომები. ეს სიმპტომები აღმოიფხვრა ერთი კვირის განმავლობაში გაზრდილი ძილის ხანგრძლივობის შედეგად.  არასაკმარისი ხანგრძლივობის ძილის მქონე ადამიანებში აღინიშნება ll ტიპის ტიაბეტის განვითარების  მაღალი რისკი.

7. გამოუძინებლობასთნ დაკავშირებულია დეპრესიასთან.

ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები, როგორიცაა დეპრესია, მჭიდროდ უკავშირდება ცუდი ძილის ხარისხს და ძილის დარღვევებს. დადგინდა, რომ დეპრესიის მქონე ადამიანების 90% უკმაყოფილებას გამოთქვამს ძილის ხარისხზე.  ადამიანებში, რომელთაც აწუხებთ ძილის დარღვევები, როგორიცაა ინსომნია ან ობსტრუქციური ძილი აღინიშნება დეპრესიის უფრო მაღალი დონე.

8. ძილი აუმჯობესებს იმუნურ ფუნქციას.

ძილის მცირე დაკარგვაც კი გამოიკვეთება იმუნური ფუნქციის დარღვევაში.   თუ ხშირად ცივდები, დარწმუნდი რომ ყოველღამე მინიმუმ 8 საათი გძინავს. ეს ძალიან დაგეხმარება. ასევე ნიოის ჭამაც სასარგებლოა.

9. არასაკმარისი ძილი დაკავშირებულია ანთების პროცესთან.

ძილს შეიძლება ჰქონდეს დიდი გავლენა ანთების დროს ორგანიზმში. სინამდვილეში, ძილის ნაკლებობა  იწვევს უჯრედების დაზიანებასა და ანთების არასასურველი მარკერების  გააქტიურებას.

10. ძილი გავლენას ახდენს ემოციებსა და სოციალურ ურთიერთქმედებაზე.

,,ძილის დაკარგვა“ ამცირებს სოციალურ ურთიერთქმედებებს. ერთ-ერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ადამიანს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში არ ეძინა,ემოციების გარჩევის შესაძლებლობა დაუქვეითდა.  კვების და წვრთნის გარდა, კარგი ძილი ჯანმრთელობის ერთ-ერთი სვეტია.  თქვენ უბრალოდ ვერ მიაღწევთ ოპტიმალური ჯანმრთელობას საკმარისი ძილის გარეშე.