როგორ გადავიტანოთ გამოცდა თსუ-ში?

 იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი ვერ ესწრება გამოცდას ჯანმთელობასთან დაკავშირებული პრობლემების ან სხვა საპატიო მიზეზის გამო, შესაძლებელია გამოცდის გადატანა, ასევე ინდივიდუალური გამოცდის დანიშვნა, რაც რეგულირდება შემდეგი ფორმით:

  • როდესაც გამოცდას ატარებს ფაკულტეტი, მაშინ ძირითად და დამატებით გამოცდაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში გამოცდებისთვის დადგენილ ვადაში გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დასაშვებია დეკანის სახელზე სტუდენტის მიერ დაწერილი განცხადების საფუძველზე, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას სტუდენტის გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს დეკანი.
  • როდესაც გამოცდას ატარებს საგამოცდო ცენტრი, მაშინ ძირითად და დამატებით გამოცდაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში გამოცდებისთვის დადგენილ ვადაში გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დასაშვებია საგამოცდო ცენტრისთვის ელექტრონული ბაზის საშუალებით (tsu.ge) გაგზავნილი მიმართვის საფუძველზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და გამოცდამდე დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას სტუდენტის გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს საგამოცდო ცენტრი.
  • ძირითად და დამატებით გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში სტუდენტისათვის საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ძირითად და დამატებით გამოცდაზე გამოუცხადებლობის მიზეზს წარმოადგენს სახელმწიფო ან უნივერსიტეტის ინტერესი, ან როდესაც დასტურდება გამოცდაზე გამოცხადების ფიზიკური შეუძლებლობა. გადაწყვეტილებას საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნის თაობაზე დეკანის წარდგინების საფუძველზე იღებს უნივერსიტეტის რექტორი.
  • გაითვალისწინეთ, რომ საგამოცდო ცენტრში უნდა წარადგინოთ საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და არა ასლი.

ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში  დაგვიკავშირდით FB გვერდზე.
წარმატებას გისურვებთ!