როცა ქარია და ფოთლები ტანგოს ცეკვით ერთობიან ,როცა მზეა და ჩიტების გამაბრუებელი ჭიკ-ჭიკი არე-მარეს აყრუებს,როცა ზეცა გაუჩერებლად ტირის და თანაც თავის სისუსტეზე გაბრაზებული გრუხუნებს ,ანდა როცა თოვლის ფიფქები მინებს ადნება და ირგვლივ ყველაფერი ცარიელია ,თქვენ მაინც შენიშნავთ ერთ ადამიანს,ნელი ნაბიჯით დაიარება,ხელში ყოველთვის პატარა პარკი უჭირავს ,სადაც თავის საგანძურს(სამ სხვადასხვა ფერის კალამს ) ინახავს,უბრალოდ აცვია,ქუდი ყოველთვის უკეთია და მას მორცხვად იხსნის ხოლმე ,როცა გოგონებს უახლოვდება,დინჯი და მორცხვია,იდუმალიც.ეს თსუ-ს ჯადოქრების ხელმწიფეა,რომელიც კადრებს აშეშებს ,ინახავს და შემდეგ შავ-თეთრი ფოტოების სახით უკან გვიბრუნებს.
მეგობრობა მისთვის სხვებისთვის სიამოვნების მინიჭებაა,უმეგბროდ სიცოცხლე კი ცარიელი იქნებოდაო მომიგო და თანაც სინანულით აღსავსე მზერა მომაპყრო.
ხელოვნება მისი ყოველდღიურობაა,ლენტებით გადაღებული ფოტო სრულყოფილებად ესახება და როცა ვკითხე რა მისცა ,რას აძლევს მას ხელოვნება მომიგო ,იცი მე მან უამრავი მეგობარი შემძინაო.
სიყვარული? თვალები ასაკის და მიუხედავად კვლავ აუწყლიანდა და თან აუციმციმდა,სიყვარული ნამდვილზე ნამდვილი გრძნობაა,რომელსაც მოაქვს სიამოვნება,კმაყოფილება და შთამომავლობა.პირველი სიყვარულიც ახსოვს ,თუმცა არ გაგვიმხილა ერთი კი დადასტურებით გვითხრა რომ სიყვარული არსებობს და არაფერია მასზე აღმატებული.
ვუყურებდი მის სავსე თვალებს და ვკითხე თქვენთვის ბედნიერება რა არის-მეთქი? სწრაფად მომიგო-ბედნიერება? ბედნიერებისთვის საჭიროა მტკიცე ნებისყოფა და რისკზე წასვლა,ლაჩარი და გაუბედავი მას ვერ მიაღწევსო.
კიდევ დიდხანს გაგრძელდა ჩვენი საუბარი და მე ვხვდებოდი,რომ იშვიათად შემხვედრია ასეთი მარტოსული ,რომელიც სიყვარულზე ,მეგობრობაზე და ბედნიერებაზე ასეთი აღმაფრენით ესაუბრა.ეს ჩვენი ჯადოქრების ხელმწიფეა,მან მითხრა რომ ხშირად ანგელოზები ეცხადებიან ,თუმცა საიდუმლოს ვერ გავტეხ და ვერ გაგიმხელ რას მეუბნებიან.შემდეგ გამიღიმა და ფოტოს გადასაღებად მოემზადა.
დაიარება ნელი ნაბიჯით,ხელით ყოველთვის დააქვს პატარა განძი,სამი ფერადი კალმი,ლექსები და თავის განუყრელი აპარატი.ჯადოქრების ხელმწიფე და მისი მეგობარი “ანგელოზები”