4 შთამაგონებელი და წარმატებული პიროვნება, რომლებიც ვერ დამარცხდნენ

ცხოვრების გარკვეულ მომენტში ყველამ განიცადა მარცხი. შეიძლება არ აიყვანეს სამსახურში, სადაც უნდოდა მუშაობა, ან ვერ აიღო 100 ქულა საგანში, თავდაუზოგავი შრომის მერე. მაგრამ ის, რაც თქვენ განგსაზღვრავთ, არ არის მარცხი, არამედ ის, თუ რას იზამთ ამ მარცხის შემდგომ.

გთავაზობთ რამდენიმე ისტორიას წარმატებულ ადამიანებზე მთელი მსოფლიოდან, რომელიც თქვენ აუცილებლად მოგცემთ იმ მოტივაციას, შთაგონებასა და იმედს, რომელიც თქვენ გჭირდებათ განსაკუთრებულად რთულ დღეებში.

1. სპორტული ვარსკვლავი

წარმატებამდე:

ერთხელ სკოლის მოსწავლე ხანძარში მოყვა თავისივე სკოლაში და ექიმებს არ ჰქონდთ მისი გადარჩენის არანაირი იმედი. დედამისს უთხრეს, რომ ის ვერ გადარჩებოდა, რადგან ცეცხლმა მისი ქვედა ტანი მთლიანად გაანადგურა. თუ კი გადარჩებოდა, აუცილებლად ინვალიდი დარჩებოდა.

მაგრამ მამაც ბიჭს არ უნდოდა სიკვდილი და არც ინვალიდად დარჩენა. ექიმების გაკვირვებით, ის გადარჩა, თუმცა წელს ქვემოთ ის ფაქტობრივად მკვდარი იყო. საბოლოოდ ის გამოწერეს საავადმყოფოდან. მაგრამ მისი მონდომილება, რომ ევლო, შეუდარებელი იყო. სახლში, როდესაც ლოგინში არ იწვა, იგი ეტლს იყო მიჯაჭვული. ყოველდღე იგი გადმოვიდოდა ეტლიდან და ეზოს გავლით მიხოხავდა ღობემდე, შემდეგ აძვრებოდა ამ ღობეზე და ნაბიჯ-ნაბიჯ მიათრებდა თავის სხეულს ღობის გასწვრივ, იმის იმედით, რომ ერთ დღეს იგი ჩვეულებრივ ივლიდა ისევ. მისი რკინისებრი ნებაყოფლობით, მან თანდათანობით ისწავლა თავიდან ჯერ დგომა, შემდეგ სიარული გარკვეული დახმარებით, მერე – დამოუკიდებლად და ბოლოს სირბილი.

წარმატების შემდეგ:

მან დაიწყო სკოლამდე სიარული, შემდგომ დარბოდა სკოლამდე, საბოლოოდ იგი უბრალოდ დარბოდა, რადგან ეს მას სიამოვნებას ანიჭებდა.

1934 წლის თებერვალში, ნიუ იორკის ცნობილ მედისონ სქვერ გარდენში ამ ახალგაზრდამ, რომელიც არ უნდა გადარჩენილიყო, რომელსაც არასდროს უნდა ევლო და არც კი უნდა ეოცნება სირბილზე, ამ მოტივირებულმა ახალგაზრდამ – გლენ ქანინგჰემმა – გაირბინა მსოფლიოს უსწრაფესი მილი.

პოზიტიური აზროვნებისა და საკუთარ თავში რწმენის ეპიტომი, გლენ ქანინგჰემი დღემდე არის ბევრისთვის კუმირი, რომელიც თითოეულ მის მიმდევარს შთააგონებს იყოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

2. ანტერპრენერი

წარმატებამდე:

მას ჰქონდა პრობლემური ბავშვობა: მშობლები დაშორდნენ, მისი მამინაცვალი კი ფიზიკურად უსწორდებოდა დედამისსა და მის და-ძმებს. რადგან, მათ არ ჰყავდათ არავინ რომ მოევლოთ მათთვის, თავის და-ძმებთან ერთად მოუწია ობოლთა სახლში ცხოვრება. მისი პირველი ცოლი დაშორდა ნაწილობრივ ფინანსური პრობლემების გამო, ნაწილობრივ კი იმის გამო, რომ მან თავის ცოლს უღალატა. უსახლკაროდ, თავის შვილთან ერთად ღამეებს ათენება მოტელებში, პარკებში, აეროპორტებსა და ერთხელაც კი საჯარო ტუალეტში.

წარმატების შემდეგ:

1982 წელს ლიცენზირების გამოცდის ჩაბარების შემდეგ მან მუშაობა დაიწყო დინ ვიტერში (Dean Witter). მან დააფუძნა თავისი საბროკერო ფირმა 1987 წელს. ამ ფირმის აქციათა 75% მას ეკუთვნის.

ის არის კრის გარდნერი, კრისტოფერ გარდნერის საერთაშორისო ჰოლდინგის დამაარსებელი და გენერალური დირექტორი. მისი ცხოვრება გადმოცემულია ჰოლივუდის ფილმში: “ბედნიერების კვალდაკვალ”.

3. ავტორი

წარმატებამდე:

ამ ქალბატონს არ სჭირდება არანაირი გაცნობა. მისი წიგნების 400 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა მთელ მსოფლიოში. მაგრამ იყო მომენტები მის ცხოვრებაში, როდესაც მას დაუდგინეს კლინიკური დეპრესია და იგი ფიქრობდა თვითმკვლელობაზე. მისი ქორწინება ჩაიშალა და იყო უმუშევარი ბავშვტან ერთად. იგი თავს იმდენად ღარიბად თვლიდა, რამდენადაც შეიძლებოდა ყოფილიყავი ღარიბი თანამედროვე ბრიტანეთში უსახლკაროებამდე.

1990 წელს, როდესაც იყო 4 საათით დაგვიანებულ მატარებელში მანჩესტერიდან ლონდონამდე, მას სრულად ჩამოუყალიბდა პატარა ბიჭის თავგადასავალი ჯადოსნურ სამყაროში. 1995 წელს მან დაასრულა თავისი პირველი წიგნის მანუსკრიპტი. წიგნი თორმეტ გამომცემლობასთან მიიტანა, თუმცა ყველამ უარი განაცხადა წიგნის დაბეჭდვაზე.

წარმატების შემდეგ:

დღეს იგი გაერთიანებული სამეფოს ცოცხალი ბესტსელერი ავტორი. ის ითვლება ბრიტანეთის მე-12 ყველაზე მდიდარ ქალბატონად. ეს არის ჯ. კ. როულინგი – ჰარი პოტერის ფრანჩიზის ავტორი.

4. კინორეჟისორი

წარმატებამდე:

მას უნდოდა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის კინემატოგრაფიის ხელოვნების სკოლაში ესწავლა. მაგრამ მას უარი უთხრეს მისი საშუალო ქულის გამო. მან მეორეჯერ გააგზავნა განაცხადი და მეორეჯერაც უარი უთხრეს. მთლიან ჯამში, მან სამჯერ გააგზავნა მანდ განაცხადი, თუმცა სამივეჯერ უარი მიიღო. საბოლოოდ მან განცხადება გააგზავნა კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მან აიღო დიპლომი ინგლისურ ენაში.

წარმატების შემდეგ:

სტუდენტობისას, მას შესთავაზეს სტაჟირება უნივერსალ სტუდიოში ანაზღაურების გარეშე. მას მიეცა საშუალება გადაეღო 26 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელმაც ბევრი ნომინაცია და ჯილდო მიიღო. შემდგომ მან გააფორმა 7 წლიანი კონტრაქტი ჰოლივუდის ერთ-ერთ წამყვან კინოსტუდიასთან. საუბარია ნიჭიერ სტივენ სპილბერგზე.

დღეს ის ცნობილი კინორეჟისორია, რომელიც ცნობილია თავისი ფილმებიდან: ყბები, იურიული პერიოდის პარკი, შინდლერის სია და ა.შ. მან ბოლო 40 წლის განმავლობაში გადაიღო 27 ფილმი, აქვს აღებული 3 ოსკარი, 2 მათგანი კი საუკეთესო რეჟისორისთვის.