22 უცნაური ფაქტი, რომლებიც თქვენ არ იცოდით მარკ ცუკერბერგზე

მარკ ცუკერბერგი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი აღმასრულებელი დირექტორი (CEO) მთელს მსოფლიოში და რაც მან მიაღიწა 32 წლის ასაკში ნამდვილად გასაოცარია.

იმისდა მიუხედავად, რომ მილიარდობით მომხმარებელი იყენებს Facebook-ს ყოველდღიურად და მილიარდობით დოლარი გადარიცხა სამედიცინო კვლევებში ჩენ-ზუკერბერგის ინიციატივის დახმარებით, უნდა გვახსოვდეს, რომ იგი ჩვენსავით ჩვეულებრივი ადამიანია თავისი უცნაური თვისებებით. გაეცანით რამდენიმე უცნაურ ფაქტს მის ცხოვრებიდან:

 

1. მან ლამის მაიკროსოფტში დაიწყო მუშაობა

როდესაც იგი ამთავრებდა უმაღლეს სკოლას, მან მეგობართან ერთად შექმნა აპლიკაცია “Synapse Media Player”, MP3 პლეიერი, რომელიც იმახსოვრებდა მომხმარებლის რჩეულ სიმღერებს და თავისით ქმინდა პლეილისტებს.

2. იგი უკვე საშუალო სკოლიდან ქმნიდა აპლიკაციებს

როდესაც მარკი 12 წლის იყო, მას უკვე შექმნილი ჰქონდა თავისი სამესიჯო აპლიკაცია, ZuckNet, რომლითაც თავის ორთოდონტისტ მამას ეხმარებოდა იმაში, თუ როდის მოვიდოდნენ პაციენტები მასთან.

3. მას მოულოდნელი გემოვნება აქვს პოპ კულტურაში

მისი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია “ენეიდა”, ხოლო სერიალი კი – “დასავლეთი მხარე”, რომელიც აარონ სარკინმა შექმნა, ადამიანმა, რომელმაც მომავალში გადაიღო ფილმი Facebook-ის შექმნაზე, “სოციალური ქსელი”.

4. იგი ცნობილია, როგორც მწირი ადამიანი

იმისდა მიუხედავად, რომ მას აქვს ულამაზესი ბინა, ხელოვნური ინტელექტის მქონე მოსამსახურით, რომელსაც ახმოვანებს მორგან ფრიმენი, გაზეთ “The New Yorker”-თან ინტერვიუში, მან განაცხადა, რომ ყველა თავისი ბინა იყიდა Craigslist-ზე.

5. მისი მხედველობა არის Facebook-ის ლურჯი ფერის მიზეზი

Facebook-ის ლოგო ლურჯია, რადგან ცუკერბერგი ვერ ხედავს წითელსა და მწვანე ფერებს.

6. ყოველთვის არ იყო პროგრამისტი

მან კოდის წერა პირველად ისწავლა წიგნიდან “C++ სულელებისთვის”.

7. მულტილინგუალია

იგი ყოველთვის დაინტერესებული იყო ანტიკური ენებით, როგორიცაა ლათინური. იგი აგრეთვე ფლობს ჩინურს.

8. მან ბევრი უარი განაცხადა Facebook-ის გაყიდვაზე

ბევრ დიდ კომპანიას სურდა Facebook-ის ყიდვა: MySpace, NewsCorp, Viacom, Yahoo, NBC, Microsoft, Google და ა.შ.. თუმცა ცუკერბერგმა ყველა მოისტუმრა უარით.

9. მისი შეხვედრა ცოლთან ცოტა უცნაურია

ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ჰარვარდის სტუდენტური საცხოვრებლის წვეულებაზე, ტუალეტის რიგში. ახლა კი ისინი არიან ცოლ-ქმარნი და ფილანტროპები.

10. იგი სტივ ჯობსის თაყვანისმცემელია

Apple-ის დამაარსებლის ლიდერობის თამამმა სტილმა შთააგონა ცუკერბერგი, რომ თავის პირველ სავიზიტო ბარათებზე დაეწერა: “I’m CEO, bitch.”

11. ტვიტერზეა

გაგიკვირდებათ და იგი ტვიტერის ერთ-ერთი მომხარებელია, თუმცა 2009 წლის მერე მხოლოდ 19 ტვიტი აქვს.

12. იგი თავის თავს დასცინის

ცუკერბერგი, როგორც ვიცით, უხერხული ტიპაჟია, თუმცა მადლიერი წერილი დაწერა ენდი სემბერგის მიერ გაკეთებულ მის განსახიერებაზე ამერიკის ერთ-ერთ ღამის შოუზე.

13. ფიტნესის მოყვარულია

2016 წელს მან მიზნად დაისახა 365 მილის (დახლ. 590 კმ) გარბენა მთელი წლის განმავლობაში. მან ამ მიზანს მიაღწია შუა ზაფხულში.

14. ალბერტ აინშტაინსა და პაბლო პიკასოს ადიდებს

მას თავის პროფილზე დაფიქსირებული აქვს 2 ფავორიტი ფრაზა. აინშტაინის “Make things as simple as possible, but no simpler” და პიკასოს “All children are artists. The problem is how to remain an artist once you grow up.”

15. მიცი ძაღლიც ცნობილი პიროვნებაა

მხეცს, ცუკერბერგის ძაღლს, აქვს თავისი Facebook-ის გვერდი, რომელსაც 2 მილიონზე მეტი მოწონება აქვს. მარკის შვილიც მისი ფანია, მამამისის მიხედვით, მისი პირველი სიტყვა იყო “ძაღლი”.

16. მის გვერდს მთელი გუნდი აკონტროლებს

გარკვეული წყაროების მიხედვით, ცუკერბერგს ჰყავს 12 კაციანი ჯგუფი, რომელიც აკონტროლებს მის გვერდს, წერს კომენტარებსა და პოსტებს და დებს ფოტოებს.

17. თავისი კონფიდენციალურობის მიმართ ძალიან დამცავია

მან გარკვეული ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ მისი კონფიდენციალურობა უზრუნველიქნას. 2014 წელს მან 100 მილიონ დოლარად იყიდა მიწის ნაკვეთი ჰავაის კუნძულებზე. მან აგრეთვე სცადა 4 მეზობელი სახლის ჩამონგრევა მისი სახლის გარშემო კალიფორნიის ქალაქ პალო-ალტოში.

18. ვინ დიზელთან მეგობრობს

გაზეთ “The New York Times”-თან ინტერვიუში მსახიობმა გაიხსენა, რომ 2 წლის წინ იყო მარკთან ოფისში და საუბრობნდენ ფორსაჟის ახალ ნაწილზე. ვინ დიზელმა გაამხილა, რომ მათი მეგობრობა იმ ეტაპზეა, რომ, როდესაც რაიმე ფრაზა შეეშლებოდა ფილმიდა, მარკი მას აუცილებლად შეუსწორებდა ყველაფერს. “სამარცხვინოა!” – ამბობს მსახიობი.

19. ფოტოებში უფრო მაღალი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია

აღმოჩნდა, რომ მარკი სინამდვილეში მხოლოდ 1.71 მ არის სიმაღლეში, თუმცა ფოტოებში იგი უფრო მაღალიჩანს. ეს იმიტომ, რომ მას თავისი მანერები გააჩნია ფოტოების გადაღებისას. კამერასთან უფრო ახლოს დგას ვიდრე სხვები, წელში იმართება და ა.შ.

20. მისი ცნობილი მაისური ღირს $300-400

როგორც ჩანს, მისი ცნობილი ნაცრისფერი მაისური, რომელიც იტალიელი დიზაინერის ბრუნელო კუჩინელის მიერ არის შეკერილი, სინამდვილეში ძალიან ძვირია და $300-დან $400-მდე ღირს. ერთ-ერთმა მაღაზიამ კი შეისწავლა მაისურის ყველა დეტალი და შექმნა რეპლიკა უფრო მისაღებ ფასად იმათთვის, ვისაც სურს, რომ დაემსგავსოს ცნობილ CEO-ს.

21. მას ვერ დაბლოკავთ

თურმე ვერც მას და ვერც მის ცოლს, პრისცილა ჩანს, ვერ დაბლოკავთ. რომ სცადოთ, ეკრანზე გამოგიჩნდებათ პატარა ფანჯარა, რომელსაც აწერია “პროფილის დაბლოკვა დროებით შეუძლებელია”.

22. საკმაოდ დიდი თანხა აქვს გამოყოფილი დაცვისთვის

მილიონობით დოლარია საჭირო, რომ დავიცვათ ცუკერბერგი, კერძოდ 7.3 მილიონი დოლარი.