ხშირია შემთხვევები, როდესაც ხალხი კარგავს მოტივაციას სამუშაო გარემოში. კვლევების მიხედვით, მოტივაცია სამსახურში და ბედნიერება პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.
რაც უფრო ნაკლებად ბედნიერი ხარ სამსახურში, ცხადია, მით უფრო ნაკლებად პროდუქტიული და დემოტივირებული იქნები. ეს არის საშინელი ციკლი, რომელშიც ბევრი ადამიანი ხვდება და ვეღარ აღწევს თავს მას.
სამუშაო გარემოში მოტივაციის ნაკლებობა აგრეთვე პრობლემურია ეკონომიკისათვისაც. ერთ-ერთმა კვლევამ დაამტკიცა, რომ მხოლოდ 13% არის სრულად ჩართული თავის სამსახურში, ანუ ყოველი მერვე დასაქმებული. ეს არაა ის მონაცემები, რომელთა დანახვაც სურს დამსაქმებელს და აგრეთვე ცუდია დასაქმებულთა მორალისთვისაც. ბედნიერი თანამშრომელი, კარგი თანამშრომელია. ყოველდღე სიარული ისეთ სამსახურში, რომელიც არ გსიამოვნებს, იწვევს საშინელ ეფექტებს.
მაშ, როგორ შეიძლება ავიმაღლოთ ჩვენი მოტივაცია, ბედნიერება და კმაყოფილება? სცადეთ ეს 4 მეთოდი:
1. მიიღეთ რჩევები
როდესაც მთლიანად გადართული ხარ სამსახურსა და მუშაობაზე, თანდათანობით გავიწდება ის ფაქტი, რომ უნდა განვითარდე. როდესაც არ იცი საითკენ მიდიხარ, როგორ განვითარდე – ამანაც შეიძლება გამოიწვიოს თქვენში მოტივაციის ნაკლებობა.
ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მეთოდია რჩევები და უკუკავშირი. მიმართეთ თქვენს კოლეგებსა და უფროსებს დახმარებისათვის. ნებისმიერ სფეროში შეიძლება პროფესიული განვითარება და წინსვლა, ამაში დასახმარებლად კი არ არის არავინ უკეთესი თქვენს თანამშრომლებზე, რომლებთანაც გაქვთ ყოველდღიური კავშირი და იციან, თუ როგორ მუშაობთ.
2. აღნიშნეთ სხვები
თუ თავს გრძნობთ დემოტივირებულად და გაჭედილად, შეგიძლიათ თქვენი ყურადღება საკუთარი თავიდან გადაიტანოთ სხვებზე. მსგავსი პოზიტიური აზროვნება იწვევს არა მარტო მოტივაციისა და კმაყოფილების გაზრდას, არამედ აუმჯობესებს ურთიერთობებს თქვენს თანამშრომლებთან.
კვლევები მართლაც ამტკიცებენ ამას. მათ მიხედვით, მათ, ვისაც კარგი ურთიერთობა გააჩნიათ სხვებთან, უფრო კმაყოფილნი და მოტივირებულნი არიან თავიანთ სამსახურში. ამიტომ, კარგი იდეაა, რომ მოულოცოთ თქვენს კოლეგებს ახალი თანამდებობა, ხელფასის გაზრდა ან უბრალოდ კარგი საქმის გაკეთება.
3. დაიწყეთ “არა”-ს თქმა
შეიძლება იფიქროთ, რომ რადგან აღარ გაგაჩნიათ მოტივაცია, აუცილებლად ყველაფერზე უნდა დათანხმდეთ, რადგან შეიძლება ნელ-ნელა დაგიბრუნდეთ იგი. ეს ხომ მართლაც ასეა? რაც უფრო მეთ პროექტზე დათანხმდებით ან უფრო მეტ ღონისძიებას დაესწრებით, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ თქვენ თქვენი დაკარგული მოტივაცია დაგიბრუნდებათ. არა!
სამწუხაროდ, ყველაფერზე დათანხმება, პირიქით, უფრო დამღლელი აღმოჩნდება თქვენთვის და კიდევ უფრო დაკარგავთ მოტივაციას. მეცნიერების აზრით, ზოგჯერ არას თქმა კარგია თქვენი გონებრივი ჯანმრთელობისათვისა და პროდუქტიულობისთვისაც.
4. შეისვენეთ
ბევრი, როდესაც კარგავს მოტივაციას, ცდილობს უფრო მეტი იმუშაოს. იცოდით, რომ ამერიკაში შვებულების საშუალოდ 3.2 დღე გამოუყენებელი რჩება? შვებულების არ აღების ეს ჩვევა უნდა შეჩერდეს!
ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ დასაქმებულთა 94%-მა უფრო მოტივირებულად და ბედნიერად იგრძნო თავი კარგი შვებულების შემდეგ.
თითოეული ჩვენგანი განიცდის მოტივაციის ნაკლებობას ჩვენი მუშაობის ამა თუ იმ ეტაპზე.
თქვენი პასუხი და მოქმედება ამ დემოტივაციაზე არის ის განსხვავება იმას შორის, დარჩებით თუ არა თქვენ მოტივაციისა და კმაყოფილების გარეშე, თუ იბრძვით და თავს ბედნიერად იგრძნობთ.