კიდევ ფიქრობთ შემოგვიერთდეთ თუ არა?
გთავაზობთ მცირე ცნობას თუ რას უნდა მოელოდოთ და რას არა,როცა გახდებით ჩვენი წევრი.
ალბათ ელოდებით “გამოცდილების შეძენა”, “ახალი მეგობრების შეძენა”, “კარგი საქმის კეთება”, მათ ისევე როგორც ჩვენთან მიიღებთ ნებისმიერი გაერთიანებიდან.
რას უნდა ელოდო?
1. იდეების გაფილტვრა – ახალი იდეების უსაზღვრო რაოდენობას, ამორჩევა თუ რისი გაკეთება ჯობია ამ ეტაპზე, გეგმაში გაწერა და გამოკითხვის ჩატარება სტუდენტებში ჩვენივა tsuholic group-ში
2. შესაძლებლობები საზღვრების გარეშე – გაქვს ახალი კლუბის ან/და პროექტის იდეა,რომელსაც იტყვი თათბირზე, შენ არ მიიღებ უარს, უარყოფას, მხოლოდ იმიტომ რომ რთულია, მხოლოდ იმიტომ რომ აქამდე არავის გაუკეთებია ან/და უცდია. უნდა ელოდო მაქსიმალურ მხარდაჭერას, რო შეძლო – შეუძლებელი
3. შენი წვილილი პლატფორმაში – #თსუჰოლიკი ეს არის პლატფორმა,სადაც განთავსებულია ბლოგები, სტატიები, საკონსულტაციო ვიდეოები, სასწავლო მასალის ელ. ვერსიები და ა.შ. უნდა ელოდო, რომ მოგიწევს შენი წვლილის შეტანა მის განვითარებაში, ახალი კლუბის იდეა გაქვს? – დიდებულია. ახალი პროექტის, ღონისძების, ტრენინგის იდეა გაქ? – პრობლემა არ არის, უბრალოდ უნდა გვითხრა რა რით შეგვიძლია დახმარება. უნდა გაითვალისწინო რომ პროექტებთან ერთად მოგიწევს წვლილის შეტანა პლატფორმაში, რადგან ჰოლიკი მხოლოდ კლუბები არ არის და ღონისძიებები
4. წევრი VS მეყურებელი – თსუჰოლიკის წევრობა გულისხმობს, იმ ყველაფერში ჩართულობის შესაძლებლობას, რასაც #თსუჰოლიკი აკეთებს, იქნება ეს პლატფორმის გაუმჯობესება, ღონისძიებების ჩატარება, კლუბის განვითარება. ფაქტი რომ ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს არ ნიშნავს რომ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ეს ნიშნავს რომ ვიცით სად უნდა მოვიძიოთ პასუხები კითხვებზე. მაყურებელს შეუძლია გვიპასუხოს გამოკითხვაზე “კარგი იდეაა” ან “არაა, არ ვარგა” და მისი როლი მორჩება, მაშინ როცა წევრი შეეცდება უფრო დახვეწწოს თავისი თუ მისი თანაგუნდელის იდეა, განავითაროს და გააუმჯობესოს, ამას ხომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ ვაკეთებთ, რომელიღაც სტუდენტ(ებ)ის ცხოვრებას ვაუმჯობესებთ.
რას არ უნდა ელოდო?
1. არ უნდა ელოდოთ რომ ყველაფერი მარტივად იქნება, რომ პრობლემები და წინაღობები არ გექნებათ,თუმცა თქვენ არ იქნებით მარტო,გეყოლებათ გუნდი, რომელიც შეუძლებელს გახდის შესაძლებელს.
2. არ უნდა ელოდოთ, რომ უცებ მივიღებთ თქვენს იდეას და მეორე დღესვე დავიწყებთ მუშაობას, საჭიროა ანალიზი, საჭიროების და პრიორიტეტების განსაზღვა და მხოლოდ ამის შემდგომ სამუშაოების დაწყება
3. არ უნდა ელოდო ჩვენს დახამრებას შენი იდეის წერაში, ჩვენი 1 წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით რა წამოწყებებმა არ გაამართლა და რა გახდა პოპულარული, მხოლოდ დეტალურად გაწერილი ღონისძიების შემდგომ შეგვეძლემა მისი რედაქტირება, წარსული გამოცდილების გამოყენება და მუშაობის დაწყება.
4. არ უნდა ელოდოთ მიჩვეულ გარემოს, მოსაწყენ თათბირებს,საუბრებს იდეეებზე და არაფირს კეთებას, როგორც უკვე აღწერაში გვიწერია, ეს 1 წლის მანძილე შევძელით წევრების მუდამ ცვლილებით, არ უნდა ელოდოთ რომ აქ ყველაფერი დალაგებული და იდეალურაი სადაც უბრალოდ შემოხვალთ და დატკბებით “ეს რა მაგარ ადგილას მოვხვდიო.”
და ბოლოს თუ დაიღალე წუწუნით, რომ უნივერსიტეტში რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს და გინდა გახდე ცვლილებების ავტორი, გადახედე ჩვენს აღწერას თუ გვეთანხმები და მხარს გვიჭერს მოგესალმებით ჩვენთან ^^