7 მშვენიერი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ატაროთ თან ბლოკნოტი

სწორად შერჩეული აპლიკაციების დახმარებით სმარტფონს შეუძლია თითქმის ყველაფრის გაკეთება. თუმცა ზოგჯერ ისიც კარგია, რომ დაივიწყო შენი მობილური და აიღო ბლოკნოტი. ჩამოგითვლით 7 მიზეზს, თუ რატომ არის კარგი ბლოკნოტის ტარება.

 

1. ნაკლები დრო სმარტფონთან უკეთესია ტვინისთვის

ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში მობილურის მაგივრად ბლოკნოტის გამოყენება შეიძლება იყოს სასარგებლო არა მარტო თვენი კალიგრაფიისათვის. პირველ რიგში, ყოველ წამს არ გადაერთვებით სოციალურ ქსელებზე. თუნდაც მხოლოდ ერთ რამეში გამოყენებისას ბლოკნოტმა შეიძლება შეამციროს თქვენი დამოკიდებულება მობილურისადმი. მობილურის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს უძილობა, შფოთვა, შეამციროს პროდუქტიულობა და ა.შ.. ექსპერტების რეკომენდაციით, სასურველია ტელეფონი გადადოთ დღეში რამდენიმეჯერ, რომ არ შეამოწმოთ თქვენი შეტყობინებები ყოველ წამს.

სმარტფონის რამდენიმე ფუნქციის გადმოტანა ბლოკნოტში არა მარტო სასარგებლო იქნება ჯანმრთელობისთვის, არამედ პროდუქტიულობისთვისასაც. თუ არ იცით, რითი შეავსოთ თქვენი ბლოკნოტი, დაიწყეთ უმარტივესებიდან: ჩამოწერეთ დღის, კვირის ან თვის გეგმები, შეხვედრები, მიზნები და ა.შ.

 

2. ყველაფრისთვის შეიძლება მისი გამოყენება

ბლოკნოტი თავისი მრავალმხრივობით უსწრებს სმარტფონის აპლიკაციებს. ბლოკნოტი შეიძლება იყოს ყველაფერი ის, რაც თქვენ დაგჭირდებათ. მაგაში შეგიძლიათ ჩაწეროთ დღის გეგმები, საუკეთესო რესტორნები, სადაც ხართ ნამყოფი, გემრიელი ყავის ბრენდები და ნებისმიერი რამ, რისი დამახსოვრებაც მოგინდებათ. ბლოკნოტს არა მარტო წერისთვის იყენებენ, არამედ ხატვისთვისა და სკეტჩებისთვისაც, აგრეთვე დიაგრამებისთვისაც.

 

3. ხელნაწერი სჯობნის ბეჭდვას

ხელით წერას უამრავი უპირატესობა გააჩნია ბეჭდვასთან შედარებით. ამაშიც გეხმარება ბლოკნოტი. კვლევების თანახმად, ბლოკნოტში წერა ხელს უწყობს ინფორმაციის მიღებასა და გააზრებას, მეტის დამახსოვრებასა და უფრო სწრაფად აზროვნებას. ამათთან ერთად, ის ხელს უწყობს გამართულად წერასაც. დიდი ალბათობით, რადგან სკოლის მერე დიდიხანია არ მოგიწია ბევრის წერა, შენი კალიგრაფია გაუარესდა. ამის გამოსასწორებლად, კი კარგია შენი ფიქრების ბლოკნოტში გადატანა, რაც ეხმარება არა მარტო ტვინის, არამედ ხელის იმ ნაწილების გამოფხიზლებას, რომლებსაც ვერ იყენებ კომპიუტერზე ან სმარტფონში წერისას.

 

4. შენი მეხსიერება არა არის სანდო

ბლოკნოტი საუკეთესო ხერხია იმისა, რომ სწრაფად ჩაინიშნო შენი აზრი, სანამ დაგავიწყდება. როდესაც გგონია, რომ შენი აზრი შეგრჩება და არ დაგავიწყდება, დიდია ალბათობა იმისა, რომ ძალიან მალე და ძალიან მარტივად მიივიწყებ ამ აზრს. მეხსიერება არა მარტო გარდამავალია, არამედ მცდარიც. დამტკიცდა, რომ თვითმხილველთა ჩვენებები სასამართლოში აღარაა სანდო. მაშინაც კი, როცა ჩვენ გვგონია, რომ ძალიან კარგად გვახსოვს ესა თუ ის მოვლენა, ჩვენი მეხსიერება შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს. გასაკვირია, რომ გვიჭირს ბევრი ტელეფონის ნომრის დამახსოვრება?

კალმისა და ქაღალდის თან ტარება ძალიან მარტივი მეთოდია იმისა, რომ უცბად ჩავინიშნოთ საჭირო ინფორმაცია სადაც არ უნდა ვიყოთ. დღის განმავლობაში მოვლენებისა და ფიქრების ჩაწერა კარგია მახსოვრობის გასაუმჯობესებლად.

 

5. წერა კარგია გონებრივი ჯანმრთელობისთვის

ჟურნალირება არის დამკვიდრებული მეთოდი, რომელსაც ექიმები ურჩევენ თავიანთ პაციენტებს გონებრივი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. გარკვეული დღიურის, სადაც შეგიძლია შენი აზრების, შიშებისა და უარყოფითი აზროვნების დაფიქსირება, ქონა რეკომენდირებულია ექიმების მიერ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გაქვს არანაირი პრობლემა გონებრივ ჯანმრთელობასთან, შენი აზრებისა და ემოციების ჟურნალირება სასარგებლოა სიმშივიდის შესანარჩუნებლად და შენი თავის უკეთ გაცნობისთვისათვისაც. შეიძლება ფიქრობ, რომ დრო არ გაქვს ყოველ დღე წერისათვის, მაგრამ, როდესაც თან დაგაქვს ბლოკნოტი, დროს აუცილებლად გამონახავ შენდა უნებურად.

 

6. არასდროს იცი, როდის მოგივა მუზა

საუკუნეების განმავლობაში ბლოკნოტის ტარება კრეატიული პროცესის განუყრელი ნაწილი იყო და ასეა დღემდეც. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი არსად არ დადიოდა თავისი ბლოკნოტის გარეშე. ბენჯამინ ფრანკლინიც თან დაატარებდა პატარა წიგნაკს თავისი “13 სათნოებისათვის”. მარკ ტვენს თან მიჰქონდა უამრავი ბლოკნოტი მოგზაურობის დროს, რათა ჩაენიშნა საინტერესო მომენტები და ადგილები, რათა შემდგომში თავის ნაწარმოებში გამოეყენებინა. თანამედროვე ხელოვანებიც მსგავსად იქცევიან, მათ მუდამ თან დააქვთ თავიანთი ბლოკნოტები, რადგან იციან, რომ მუზა არ მოუვათ, როდესაც მშვიდად ზიან სახლში საქმის გარეშე, არამედ მაშინ, როდესაც გარეთ არიან რაღაც საქმეზე.

 

7. ბლოკნოტს არასდროს დაუჯდება ბატარეა

ელექტრონული დამგეგმავები და აპლიკაცები გამოყენებადია, სანამ ბატარეა არ დაგიჯდება. პასტა და ფურცელი არ საჭიროებს მუდმივ დატენვას და ყოველთვის სრულ მზადყოფნაშია. მაშინაც კი, როდესაც ელექტრონულ მოწყობილობებს უფრო ხშირად იყენებ ვიდრე ბლოკნოტებს, ბლოკნოტების თან ტარება მაინც გამოგადგება, როდესაც ლეპტოპი ან მობილური დაგიჯდება და დატენვას ვერ შეძლებ. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ლეტპოპი ან მობილური არ გაქ დამჯდარი, უმჯობესია გამოიყენო ბლოკნოტი ინფორმაციის ჩანიშვნისთვის, რათა შეინახო ის ძვირფასი პროცენტები, რომლებიც დაგრჩა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად, როგორიცაა ვიდეო-/მობილური თამაშების თამაში.

 

ბლოკნოტი შესაძლო მარტივი საგანი ჩანდეს, მაგრამ მას შეუძლია შესაძლებლობების მთელი სამყარო გაგიხსნას.