როგორ გავუზარდოთ მოტივაცია არამოტივირებულებს

ტრადიციული თვითდახმარების ნარატივების მიხედვით, თუ მიზნის მიღწევა ვერ ხერხდება, უნდა მიმართოთ ვინმეს, ვინც მოგცემს კარგ რჩევას. იპოვეთ ადამიანი, რომელმაც მიაღწია რაიმე წარმატებას სამსახურში, პირად ცხოვრებაში ან ზოგადად წარმატებული ადამიანია. უთხარი ამ ადამიანს, რომ გიჭირს და დახმარება გჭირდება. შემდეგ გააკეთე ის, რასაც გეტყვის.

ორი წამყვანი ფსიქოლოგის აზრით, ეს თეორია არა მარტო მოძველებულია, არამედ მცდარიც. მათი კვლევების მიხედვით, მოტივაციის ამაღლებისათვის მთავარია რჩევების მიცემა და არა მიღება.

MIT Sloan Management Review-ის ჟურნალში ლორენ ესკრის-ვინკლერი, ვარტონის ფსიქოლოგი, რომელიც შეისწავლის მოტივაციას, და აილიტ ფიშბახი, ბუთის სახელობის ჩიკაგოს უნივერსიტეტის ლექტორი ქცევით მეცნიერებებში, ხსნიან, რომ ფსიქოლოგებმა უკვე დიდიხანია იციან, რომ პრობლემები პიროვნების თვითკონტროლთან, დაკავშირებულია თეორიის პრაქტიკაში გამოყენების მოტივაციის ნაკლებობისაგან.

“ამის მიხვედრის შემდეგ, გადავწყვიტეთ, თვითკონტროლის პრობლემის გადაჭრის სტანდარტული მეთოდი მთლიანად ამოგვეტრიალებინა და თავდაყირა დაგვეყენებინა: რა მოხდება, თუ არამოტივირებულ ადამიანებს ვეტყვით, რომ თვითონ გასცენ რჩევები, იმის მაგივრად, რომ მიიღონ ისინი?” წერენ ესკრის-ვინკლერი და ფიშბახი. ამ კითხივსათვის პასუხის მისაღებად, მათ ჩაატარეს ექსპერიმენტების ციკლი, რაც გულისხმობდა იმას, რომ გაჭირვებული ადამიანები თვითონ მისცემდნენ რჩევებს იმათ, ვისაც მსგავსი პრობლემა გააჩნდა. მეცნიერებმა ექსპერიმენტები ჩაატარეს სხვადასხვა დემოგრაფიულ ერთეულზე: უმუშევრები, რომლებსაც უჭირთ სამსახურის მოპოვება; ადამიანები, რომლებსაც უჭირთ ფულის დაგროვება; ადამიანები, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ აგრესიის მართვასთან და ბავშვები, რომლებიც სკოლაში ჩამორჩებოდნენ თანატოლებს.

“იმისდა მიუხედავად, რომ რჩევების გაცემა არანაირ ახალ ინფორმაციას არ აძლევდა ამ ხალხს, ჩვენ გვეგონა, რომ ამით მოემატებოდათ თავდაჯერებულობა. თავდაჯერებულობამ თავისი თავის შესაძლებლობებში შეიძლება უფრო უბიძგოს და უფრო მოუმატოს მოტივაცია რაიმის გასაკეთებლად, ვიდრე ადამიანის რეალურმა შესაძლებლობებმა.”

შედეგებმა აჩვენა, რომ მათი ვარაუდი მართალი აღმოჩნდა. ერთ ექსპერიმენტში უმუშევრებმა რჩევები მისცეს მსგავს მდგომარეობაში მყოფ უცხო ადამიანებს. ამის შემდეგ, ყველა მონაწილემ წაიკითხა სამსახურის მოძებნის რჩევები ერთ-ერთი კარიერისტული რჩევების საიტიდან The Muse. რჩევების გაცემისა და მიღების შემდგომ, უმუშევართა 68%-მა აღიარა, რომ უფრო მოტივირებულები იყვნენ მოეძებნათ სამსახური მაშინ, როდესაც თვითონ გასცეს რჩევები, ვიდრე მაშინ, როდესაც თვითონ იღებდნენ რჩევებს სხვებისგან.

ესკრის-ვინკლერმა და ფიშბახმა დაამატეს, რომ იმ ადამიანებს შორის, ვისაც უჭირდა ფულის დაზოგვა/დაგროვება, 72%-მა უფრო მოტივირებულად იგრძნო თავი რჩევების გაცემის შემდგომ, ვიდრე მაშინ, როდესაც მიიღეს რჩევები ექსპერტებისაგან America Saves-იდან; 77% იმ ადამიანებისა, რომლებსაც უჭირდათ თავიანთი აგრესიის კონტროლი, უფრო მოტივრებულად იგრძნეს თავი, როდესაც თვითონ აძლევდნენ რჩევებს, ვიდრე მაშინ, როდესაც თვითონ იღებდნენ რჩევებს ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის ექსპერტი ფსიქოლოგებისაგან.

რაც კიდევ უფრო გასაკვირია, ექსპერიმენტის მონაწილეებმა არ იცოდნენ, თუ რამდენად ეფექტური აღმოჩნდა რჩევების გაცემა. “ისინი სულ ელოდებოდნენ, რომ უფრო მოაკლდებოდათ მოტივაცია იმის მერე, რაც მიიღებდნენ სხვებისაგან რჩევებს” ეუბნება ფიშბახი ჟურნალ Quartz-ს.

ეს მცდარი მოლოდინი ალბათ გამომდინარეობს იქიდან, რომ არადამაკმაყოფილებელი მოქმედება იწვევს ცოდნის ნაკლებობას. სინამდვილეში კი, არამოტივირებულმა ადამიანებმა ხშირად იციან უკვე, რაც უნდა გააკეთონ, უბრალოდ არ აკეთებენ არაფერს. “მაგალითად, ხალხი ფიქრობს, რომ ისინი, ვისაც არ გამოუვიდათ დიეტა, არ აქვთ საკმარისი ცოდნა ეფექტურ დიეტებზე,” ამბობს ფიშბახი. “მაგრამ სინამდვილეში, მათ იციან საკმარისად, უბრალოდ თავიანთ ცოდნას ვერ ახორციელებენ პრაქტიკაში.”

როგორც ჩანს, რჩევების გაცემა ეხმარება არამოტივირებულ ადამიანებს იმაში, რომ თავი უფრო ძლიერად იგრძნონ, რადგან ეს ამყარებს იმ ცოდნას რაც უკვე აქვთ. იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ წარმოდგენა იმაზე, თუ რა რესურსები და სტრატეგიებია საჭირო იმისათვის, რომ წინ წაიწიოთ, რჩევების მიღება ალბათ საუკეთესო პირველი ნაბიჯია. მაგრამ, თუ თქვენ იცით უკვე რა უნდა გააკეთოთ, მაგრამ გიჭირთ ამის განხორციელება, რჩევების გაცემა შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის თქვენი პრობლემების გადაჭრის საუკეთესო ხერხი.