რჩევები მათ, ვინც დამატებით საგნად ისტორიას აბარებს

ალბათ, უკვე ბევრისგან გსმენიათ,რომ სიმშვიდე ყველაზე მთავარია , თუმცა არ შემიძლია ჩემი მცირედი რეკომენდაცია მეც ამის გამეორებით არ დავიწყო, გახსოვდეთ ,რომ ყველაზე დიდი იარაღი რასაც გამოცდის დროს შეიძლება ფლობდეთ არის სიმშვიდე , რადგან მას შეუძლია მოგცეთ თავისუფალი აზროვნების საშუალება და იმ კითხვებზეც გაპოვნინოთ პასუხი რაც შესაძლოა არ გაქვთ ნასწავლი. იყავით კრიტიკულები , თავისუფლები და წრფელები .
რაც შეეხება კონკრეტულად ისტორიის გამოცდას. როგორც ჩემი მასწავლებელი მეუბნებოდა და ისტორიულზე სწავლისას მეც დავრწმუნდი ,რომ ისტორია არ არის ფაქტების და თარიღების მეცნიერება , ისტორია ეს არის ცოცხალი პროცესი , კაცობრიობის განვითარების მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რომლებიც აზროვნებას გასწავლით .
• სანამ გამოცდაზე შეხვალთ საკუთარ თავეებს დააჯერეთ,რომ შეუძლებელია იქ დაგხბდეთ რაღაც რაც არ იცით , რადგან თუკი არ გახსოვს კონკრეტული ქვეყნის თარიღი ,გაიხსენეთ სხვა ქვეყანა რომელიც იგივე მოვლენებით ხასიათდება და დაუკავშირით ერთმანეთს . იფიქრეთ გაიხაენეთ ფაქტები და არ დატოვოთ არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი.ეს არის ის საგანი სადაც შეგიძლიათ რამდენიმე აზრი ერთანირი სიზუსტით დაასაბუთოთ ასე რომ ნუ შებოჭავთ თავს და რაც გახსოვთ და იცით მაქსიმალურად გამოიყენეთ.
• ღია კითხვებზე არგუმენტების ჩამოყალიბებისას კი აუცილებლად გაიაზრეთ კონკრეტული ეპოქის ზოგადი მახასიათებლები და უფრო გაგიადვილდებათ არგუმენტების პოვნა.
• რაც შეეხება კარიკატურებს, ნუ შეხვალთ იდეი რომ რთულია , მე მაგალითად იმდენად მჯეროდა რომ ეს ყველაზე რთული ნაწილია რომ ვერც კი დავუშვი პასუხის ასე მარტივად პოვნა თუ შეიძლებოდა. ჩათვალეთ რომ ეს იგივეა რაც გეოგრაფიის გამოცდაზე რუკა, გართულებული “შპარგალკა”,რომელიც გაძლევთ მინიშნებებს და მას დაუკვირდით, თავისუფლად დაფიქრდით და მარტივად მიხვდებით.
პ.ს. წარმატებებს გისურვებთ და გახსოვდეთ სანერვიულო არაფერი გაქვთ, დადეთ თქვენი მაქსიმუმი, გწამდეთ და იყავით თავისუფლები. გჯეროდეთ ,რომ ეს გამოცდა ახლა შესაძლებლობებს გიხსნით.