მოგესალმებით, თსუ ეკომოლაშქრეთა კლუბმა სტუდენტური პროექტების ფარგლებში გამართა ორდღიანი ლაშრობა გთავაზოთ ერთ-ერთი მონაწილის შთაბეჭდილებებს:
კახისის ტბა, სადღაც ბორჯომთან ახლოსაა, დაბაძველის მიმდებარედ. როგორც იქნა ჩავედით, გზა ტბისკენ სოფლის ბოლოდან იწყება. წინ დიდი გზა გვქონდა გასავლელი ამიტომ იქვე გემრიელად წავიხემსეთ, არ დაგიმალავთ დამღლელი მგზავრობის შემდეგ ნამდვილად სასიამოვნო იყო. სასმელი წყალი შევივსეთ და შევუდექით აღმართს. თავიდანვე დაგვეტყო რომ დღეს იღბალი ჩვენს მხარეს იყო ამინდი შესანიშნავი და ჯერ 50 მეტრიც არ გვქოდნა გავლილი მანქანა წამოგვეწია, „ზილი“ რომელიც ზუსტად ტბისკენ მიდიოდა, რადგან ყველას ადგილი ვერც მანქანაში და ვერც საბარგულში ვერ მოიძებნებოდა, ამ კეთილ ადამიანებს ჩანთები გავაყოლეთ, რითაც ისედაც რთული გზა ერთი-ორად შევიმსუბუქეთ. ამაზე კარგი რამ ლაშქრობის დროს არ არსებობს მერწმუნეთ. სადღაც ნახევარი უკვე გავლილი გვქონდა როცა დაღლა ვიგრძენი და ალბათ ყველამ, თუმცა ბუნების უმშვენიერესი ხედი ამად ღირდა.ამასობაში მოიღრუბლა. დაბაძველამდეც მივედით და იქ იმაზე მეტი მოსახლე დაგვხვდა ვიდრე რეალურად ველოდით, ძალიან თბილი ხალხია, პოზოტივით სავსენი. მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტად სეზონურად საცხოვრებელია ეს ადგილი, ისე ლამაზად იყო ბაღები მოვლილი, ჩემში აღტაცება გამოიწვია. გაწვიმდა, მაგრამ ფრაზა, „როგორც ქუხს, ისე არ წვიმს“, მართალი აღმოჩნდა და მანაც მხოლოდ გაგრილებისა ფუნქცია შეასრულა. სასიამოვნოც კი იყო. თუმცა ისე დავიღალე არც ბუნების ხედი, აღაც ფოტოები აღარ მშველოდა. უცბად , ყოველგვარი იმედი რომ გადაწურული მქონდა ბაყაყების გამაყრუებელი ყიყინი და ჰოი საოცრებავ, მივედით ! მწვანეში .ჩაფლული, ამავე შეფერილობის ტბაც ჩვენს თვალწინ გადაიშალა.
დაბინდდა, როგორც იქნა დადგა ჯერი კოცონის, თამაშების, სიმღერებისა და ისტორიების.
ესეც მოულოდნელი დილა, წვიმას ველოდით და მზის სხივებმა გამაღვიძეს. პირველი აზრი რაც თავში მომივიდა ტბაში შესვლა იყო. საუზმის შემდეგ ასეც მოხდა. საოცრება იყო, ტბის შუაგულიდან კიდევ უფრო სხვა თვალით აღვიქვი გარემო. რადგან გეგმაში იქვე მდებარე ჩიტოს და წეროს ტბების ნახვაც შედიოდა, მალე მომიწია წყალში ყოფნის სიამოვნების დათმობა. ავშალეთ კარვები, უვკე წამსოვლასაც ვიწყებდით, როცა თითქოს ყველამ ვიგრძენით დარჩენის სურვილი და რადგან აქეთობისას ჩიტოს ტბა ისედაც ვნახეთ, გადავწყვიტეთ კახისზე დავრჩენილიყავით, შემოვუსხედით ჩრდილს და ატყდა თამაშები, ხუმრობები ,განტვირთვა. სასწაული სიმშვიდე იგრძნობოდა გარშემო, თითქოს იმ ადგილის გარდა არ არსებობდა არაფერი, არც თბილისი მახსოვდა და არც ის საქმეები რომელიც მელოდა.
საბოლოოდ ტბასთან დამშვიდობების დროც მოვიდა, გული კი დამწყდა, მაგრამ რას იზამ. ნელ-ნელა ზლაზვნით ავბარგდით და ამჯერად უკვე ჩანთებითურთ გამოვუდექით გზას. ეკოლაშქრობის მთავარი მიზანი არც გზაში დაგვიწყებია და მთელი გზაც მაქსიმალური გულმოდგინებით დავაწკრიალეთ.
ტრანსპორტში ჩაჯდომისას მოვიმარჯვე ჩემი ვებერთელა ყურსასმენები, ვუსმენდი საყვარელ მუსიკას და ვგრძნობდი, რომ იმ წამს ბედნეირებით, ფერადი ემოციებით და ბუნების ენერგიით სავსე დიიიიდიიიი ბურთი ვიყავი, რომელიც დიდი ხანი არ დაიფუშება.