თსუ-ის ლიტერატურული კლუბის გახსნა!

15 მაისს 18:00 სთ-ზე II კორპუსის #135 აუდიტორიაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სტუდენტური გაერთიანება „თსუჰოლიკის“ ორგანიზებით  საფუძველი ჩავუყარეთ პროექტს „ლიტერატურული კლუბი თსუ-ში“

კლუბში მონაწილეობა შეუძლია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტს.

პროექტის განხორციელება განაპირობა შემდგომმა პრობლემებმა 🔻

✔ ლიტერატურის ნაკლები პოპულარიზაცია.

✔ საკუთარი აზრის დაფიქსირებისა და მსჯელობის შესაძლებლობის ნაკლებობა

✔ საკუთარი ნამუშევრის (პროზა/პოეზია) ფართო მასისთვის გაცნობის შესაძლებლობის ნაკლებობა

✔ საჯარო გამოსვლების გამოცდილების ნაკლებობა

✔ გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის გამოცდილების ნაკლებობა

✔ სტუდენტური ცხოვრების ერთფეროვნება

ჩვენი პროექტის მიზნებია 🔻:

🔹 ლიტერატურის პოპულარიზაცია

🔹 საკუთარი ნამუშევრის ფართო მასისთვის გაცნობის შესაძლებლობის მიცემა სტუდენტებისათვის და ჯანსაღი კრიტიკის გზით მათი განვითარების დონის ამაღლება

🔹 საჯარო გამოსვლების გამოცდილების მიღება

🔹 ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის გამოცდილების მიღება

🔹 სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება

🔹 კლუბის ცნობადობის გაზრდა

აქტივობები 🔻:

✔ წინასწარ განსაზღვრული და დამუშავებული ნაწარმოებების განხილვა/გაანალიზება

✔ ცნობილი ნაწარმოებების ეკრანიზაციის ჩვენება და მათი განხილვა/გაანალიზება

✔ საჯარო გამოსვლები მრავალ საინტერესო და მაშტაბურ თემაზე

✔ ვიქტორინების ჩატარება

✔ ინდივიდუალური აქტივობები

✔ გუნდური აქტივობები

✔ მინი პრეზენტაციები

ჩვენი სურვილია, სტუდენტებისათვის შევქმნათ სასიამოვნო გარემო, სადაც მათ მიეცემათ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების დემონსტარიის საშუალება, გაიცნობენ ახალ ადამიანებს, ექნებათ ჯანსაღი კომუნიკაცია და გარკვეულწილად აიმაღლებენ ინტელექტუალურ მონაცემებს.

ლიტერატურული კლუბი იმოქმედებს შემდეგი სახით 🔻:

☑ შეხვედრა იქნება ყოველ ორ კვირაში ერთხელ;
☑ თითოეული შეხვედრა იქნება საათნახევრიდან ორ საათამდე;
☑ აქტივობებში სრული ჩართულობა

 

კლუბში გასაწევრიანებლად:

დაემატეთ ჩვენს მიერ შექმნილ ჯგუფში

https://www.facebook.com/groups/988361038006003/

და შეხვედრის დროსა და თარიღის პირდაპირ გასაგებად შეავსეთ ანკეტა

https://goo.gl/forms/cuqMfD0Wtmfz3ixa2

თსუ-ის სტუდენტური გაერთიანება “თსუჰოლიკი” გისურვებთ წარმატებებს! ♥