გზა ესპანურის მაინორამდე…

     გზა ესპანურის მაინორამდე…

foreign languages-ის სურათის შედეგი

უცხო ენის შესწავლა დღესდღეობით საკმაოდ საჭირო და აქტუალურია.
ამბობენ, რომ რაც მეტი ენა იცი, მით მეტი ადამიანი ხარ . თუკი ადამიანმა ერთზე მეტი ენა იცის ის არ დაიკარგება , წინააღმდეგ შემთხვევაში, ვფიქრობ, ქვეყნის საზღვრებს ვერ გაცდება .
საქართველო ტურისტული ქვეყანაა . ტურისტების ჩვენი ქვეყნისადმი მიზიდულობა დღითიდღე იზრდება . იქმნება ახალი ბიზნესები , ყალიბდება ახალი ურთიერთობები . სწორედ ამ ურთიერთობებისთვისაა საჭირო სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე კადრები .

shake hands-ის სურათის შედეგი
უკვე ბევრი უცხოელი ბიზნესმენი ინტერესდება საქართველოთი და ვფიქრობ მათი რიცხვი მომავალში ბევრად გაიზრდება . მართალია, ინგლისური საერთაშორისო ენაა, მაგრამ საჭიროა გავცდეთ მას , ანუ ვისწავლოთ არა მარტო ინგლისური .

დაკავშირებული სურათი ძალიან მომწონს ანდაზა :
“სადაც წახვიდე იქაური ქუდი დაიხურეო.”
როცა ახალ ქვეყანაში მიდიხარ და ახალ ადამიანებს ხვდები, მათ უკეთეს შთბეჭდილებას შეუქმნი, თუ თავიანთ ენაზე ესაუბრები . მაგალითად , პირადად მე ვმუშაობ რესტორანში , რომლის ძირითადი მომხმარებლები ტურისტები არიან . უამრავ ტურისტთან მისაუბრია, მაგრამ გამოვარჩევ იმათ, ვინც დამტვრეული ქართულით ცდილობს შეკვეთას . ეს ძალიან ამაღელვებელი და სასიამოვნოა . ვხვდები, როგორ მოსწონთ და აინტერესებთ ჩვენი ქვეყანა , კულტურა , ენა .. მახსოვს, ერთხელ სტუმარმა მითხრა : ” ინგლისურად ნუ გვესაუბრები , მართალია სხვა ქვეყნიდან ჩამოვედით, მაგრამ უკვე ქართველები ვართო.”

დაკავშირებული სურათი
გარდა ამისა, თუ ბიზნესში უცხოელი პარტნიორები გყავს, ან უცხოელებთან მუშაობ , შენ უფრო მეტად აღიარებული იქნები, თუ ინგლისურის და რუსულის გარდა, კიდევ მათი ენაც იცი . ბევრ ენაზე მოსაუბრე კადრები ყველგან საჭიროა .

უცხო ენები და მე …

languages-ის სურათის შედეგი
ბავშვობიდან მინდოდა ბევრი ენა მესწავლა . სკოლაში ჩემი საყვარელი საგანი ინგლისური იყო . ჩემი ენებისადმი დაინტერესება სკოლის პერიოდში რამდენიმე წლით საბერნეთში ცხოვრებამ განაპირობა. იქ ვისწავლე ბერძნული და შემიყვარდა ენის სწავლის პროცესიც .
საქართველოში რომ დავბრუნდი , აქტიურად შევუდექი ინგლისურის სწავლას და ვფიქრობ უკვე საკმაოდ კარგად ვიცი . სკოლის პერიოდში ვსწავლობდი ფრანგულსაც . მაგრამ ყველაზე მეტად ესპანურის სწავლა მინდოდა . ჩემით ვცდილობდი ამ ენის შესწავლას , დამოუკიდებლად ვისწავლე ესპანეთის ჰიმნი , რომლის მოსმენის შემდეგ ჩემმა ფრანგულის მასწავლებელმა ( მას მაინორად ესპანური ქონდა დამთავრებული ) მითხრა , ” ძალიან მომწონს შენი ფრანგული , მაგრამ ესპანური შენი ენაა , და უეჭველად ისწავლეო. “ მისი სიტყვები ჩემთვის მამოტივირებელი აღმოჩნდა და დღეს მე ესპანურს ვსწავლობ .

თსუ და უცხო ენები ..
მას შემდეგ, რაც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩავირიცხე აქტიურად დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ სად მესწავლა უცხო ენები . მოგვიანებით გავიგე, რომ შემეძლო მაინორად ამეღო რომელიმე უცხო ენა . ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ამჯერად ეს ენა ესპანური გამხდარიყო და დღეს ჩემი კრედიტებიდან 6 ესპანურ 1 -ს ეკუთვნის ^^ .

დაკავშირებული სურათი

თსუ-ს მეხუთე კორპუსი მთლიანად უცხო ენებისთვისაა გამოყოფილი . აქ ისწავლება ძალიან ბევრი ევროპული და აზიური ენა . როგორც კი იქ ფეხი შევდგი , ერთდროულად , ყველა ენის შესწავლის სურვილი გამიჩნდა . როგორც ვიცი, თითოეულ ენას განსაკუთრებულად კარგი ლექტორები ყავს . მე კონკრეტულად ესპანურის მაინორზე მოგიყვებით ..
თუ მაინორის აღებას გადაწყვეტთ , თქვენს ხელთ არსებული 240 კრედიტიდან 60 მისთვის უნდა გადადოთ . ესპანურის შემთხვევაში 60 დან 30 კრედიტი ეთმობა ენას ( გადიხართ 5 სემესტრი , თითოეული 6 კრედიტიანია) დანარჩენი 30 დან 10 სავალდებულო საგნებს ( ესპანური ლიტერატურის ისტორია 1 და ესპანური ენის ისტორია ) და 20 კრედიტი სპეციალობის არჩევით საგნებს.
ესპანური ენა კვირაში 8 საათი ტარდება , რაც განაწილებულია 2 დღეზე . მაგალითად მე მაქვს სამშაბათს და ხუთშაბათს 4-4 საათი . საათები თანაბრად ნაწილდება ლექსიკასა და გრამატიკაზე , რომლებსაც სხვადასხვა ლექტორი გვასწავლის . ესპანურზე საუკეთესო ლექტორები გვყავს , უყვართ თავიანთი საქმე.
ენის სწავლა 0–დან იწყება .
მინდა აღვნიშნო , რომ საკმაოდ სწრაფად გვასწავლიან . ჯერ ერთი თვეა, რაც ვსწავლობთ და უკვე ვიცით ანბანი, დათვლა მილიონამდე, ეროვნებები, საათები , პროფესიები , ნათესავები , შეგვიძლია წინადადებების შედგენა …
სასწავლო მასალა ბევრია .. ამჟამად გავდივართ 4 სახელმძვანელოს და ერთ ძალიან საინტერესო მოთხრობას .
სწავლის პროცესი ძალიან საინტერესო და სახალისოა ,
მაგრამ დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს !

დაკავშირებული სურათი