როგორ დავწეროთ სამეცნიერო ნაშრომი 23 წუთში!

სამეცნიერო დანშრომი/საკონფერენციო თემა შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

  1. თავფურცელი
  2. სარჩევი
  3. საკონფერენციო თემა
  4. გამოყენებული ლიტერატურა

მხოლოდ თემის წერას მიაქვს საკონფერენციო ნაშრომის წერის დროის 98% დანარჩენი დრო სრულებით საკმარისია თავფურცლის, სარჩევის და გამოყენებული ლიტერატურის პარაგრაფების შესავსებათ. საკონფერენციო თემა შედგება შემდეგი ნაწილებისგან

  1. კვლევის საგანი (თემა)
  2. აბსტრაქტი: რატომ არის თემა აქტუალური
  3. ზოგადი სტატისტიკა, Status quo
  4. სასურველია პარალელები სხვა ქვეყნებთან/სხვა მაგალითებთან
  5. არსებული პრობლემები
  6. რატომ ვერ გადაიჭრა პრობლემა აქამდე
  7. პრობლემის გადაჭრის ჩვენეული ხედვა
  8. დასკვნა

მოკლედ,  სტატიის მიზანი არის არა ზოგადად გასწავლოთ როგორ დაწეროთ საკონფერენციო თემა, არამედ როგორ დავწეროთ იგი 23 წუთში!

თავფურცელი რომელსაც მიაქვს თქვენი დროის 1 წუთი გამოიყურება შემდეგნაირად

1. უნივერსიტეტის სახელი

2. ფაკულტეტი

3. ლოგო

4. საკონფერენციო თემის სახელი

5. თქვენი სახელი

6. ლექტორის სახელი

7. თარიღი

 

შემდეგი  ფურცელი და 2 წუთი მიაქვს „სარჩევის“ ,რომელიც თავდაპირველად არის თქვენი გზამკვლევი, ქვესათაურები რის შესახებაც აპირებთ საუბარს, საკონფერენციო თემის სპეციფიკიდან გამომდინარე. მაგ:  თუ  საკონფერენციო თემაა: მცირე ბიზნესი საქართველოში

ვიწყებთ ფიქრს რაზე შეიძლება ვისაუბროთ და ჩამოვყრით ყველა იდეას:

  1. რატომაა აქტუალური
  2. მცირე ბიზნესს რა როლი აქვს ზოგადად ეკონომიკაში
  3. სხვა ქვეყნების მაგალითი
  4. შეფასების კრიტერიუმები
  5. რა კეთდება მის წასახალისებლად
  6. რა გამოწვევები და პრობლემები არსებოს
  7. რა უნდა გაკეთდეს პრობლემების აღმოსაფხვრელად
  8. დასკნა

 

 

ამის შემდეგ  თითოეულ სასარჩევო ბულპოინტს ვგუგლავთ, ერთი თვალის შევლებით საინტერესო ინფორმაციას ვყრით ვორდში, როცა ყველა თემაზე მოძიებული გვექნება ინფორმცია ვიწყებთ კითხვას, უსარგებლო ინფორმაციის წაშლას, თითოეული ბულპოინტის ქვეშ გაერთიანებული სტატიის გააზრებას და საკუთარი სიტყვებით გადმოცემას იმავე ტექტის ქვეშ. ნუ გეწყინებათ თუ რომელიმე ქვესათაურს სახელი შეეცვლება, ეს ბუნებრივია მთავარია არ გეცინებოდეს ახალი სათაურის დაწერის დროს 🙂

თითოეული თემის სათაური აუცილებლად მონიშნეთ.

 

 

 

ასე მივალთ მე-6 ქვესათაურამდე  (5 წუთი) და ვიწყებთ ჩვენი ხედვის ჩამოყალიბებას რაც შეიძლება მკაფიოდ და გარკვევით უმჯობესი იქნება თუ გამოვყოფთ ციფრებით და ვისაუბრეთ თქვენი გეგმის განხორცილებით მიღებულ ბენეფიტებზე და ექსტრაბენეფიტებზე

დასკვნა ( 5 წუთი)

ამ ნაწილში  ჩვენ უნდა ვისაუბროთ მოკლედ თითქმის ყველა ნაწილზე. მაგ:

როლიდან გამომდინარე რატომაა მნიშვნელოვანი მისი განვითარება, რა მისასალმებელი ღონისძიებები ტარდება, რა პრობლემები დგას და რატომ ვერ გვარდება, ხოლო დაკსვნის ნაწილის 60% უნდა ისაუბროთ  თქვენი გეგმის უპირატესობაზე, და აუცილებლობაზე.

აბსტრქტი (6 წუთი)

როგორც, კი მოვრჩებით დასკვნის დაწერას ვუბრუნდებით პირველ ნაწილს, აბსტრაქტს. აბსტრაქტი არის ნაშრომის მოკლე მიმოხლივა, რომელიც უნდა პასუხობდეს კითხვას: რის შესახებ არის ნაშრომი? ხაზი უნდა გაუსვა თემის აქტუალობას და მიზანს რასაც ემსახურება ეს ნაშრომი (150-300  სიტყვა)

სარჩევი (1 წუთი)

მას შემდეგ რაც ყველა ქვესათაურს მოვნიშნავთ Heding 1 -ით. ვბრუნდებით მეორე ფურცელზე  ვაკლიკებთ მაუსს, შემდეგ შევდივართ  References / Table of Contets / Automatic table    და გამოჩნდება  სარჩევი .

გამოყენებული ლიტერატურა (3 წუთი)

სტატიის ბოლო ყველაზე მარტივი განყოფილება, სადაც ვწერთ საიტებს, წიგნებს, გამოგონილ საიტებს და გამოგონილ ნაშრომებს 🙂 ეცადეთ რაც შეიძლება მეტი ლიტერატურა მიუთითოთ, მაგრამ ერთ გვერდს არ გასცდეთ!

ედუარდ შამილაძე