ფაბლაბი (სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია და ბიზნეს-ინკუბატორი) თსუ-ში შეიქმნა 2015 წელს თბილისის მერიის მხარდაჭერით. მისი მიზანია სტუდენტების ინოვაციური იდეების გენერირება და გამოგონებების შექმნა. ფაბლაბი თსუ-ის სტუდენტებს საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბონ და რეალობად აქციონ საკუთარი ბიზნეს იდეები, პირველი ნაბიჯები გადადგან საკუთარი Start-Up ბიზნესის დასაწყებად.
- Fab Lab TSU განთავსებულია თსუ-ის მეათე (მაღლივ) კორპუსში 321-ე აუდიტორიაში.
- Fab Lab TSU-ს ოფიციალური Facebook გვერდი.
- Fab Lab TSU – სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ სერვისს, რომელიც მოიცავს ბიზნეს ანალიტიკოსებთან კონსულტაციებს, შეხვედრების დაგეგმვას პოტენციურ ინვესტორებთან, მუშაობას გრაფიკოსებთან და სპეციალურ ტექნიკურ პერსონალთან.
- Fab Lab TSU-ში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ, ან ადგილზე შეიმუშავონ სასურველი პროდუქციის ნახაზები. შემდეგ კი უნიკალური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე აპარატურის გამოყენებით უსასყიდლოდ შექმნან პროდუქტის პროტოტიპები.
Fab Lab TSU გეგმავს კომერციალიზაციას, რომელიც გულისხმობს ფაბლაბის სერვისების განხორციელებას კომერციულად, რაც მის მომსახურებას ხელმისაწდომს გახდის არამხოლოდ სტუდენტების, სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც.
Fab Lab TSU-ში წარმოდგენილია შემდეგი ძირითადი დანადგარები:
- 3D პრინტერები: ა. uPrint 3D ბ. Dual Extruder
- Epilog Fusion – ლაზერული დანადგარი.
- UV Printer -ულტრაიისფერი სხივით ბეჭდვა/ ლამინირებისთვის
- CNC დანადგარი
- 3D სკანერი
აღსანიშნავია, რომ თსუ-ის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია და ბიზნეს ინკუბატორმა ფაბ-ლაბების მსოფლიო ასოციაციაში გასაწევრიანებლად ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და ლაბორატორიების მსოფლიო რუკაზე გამოჩნდა, რაც ლაბორატორიას საშუალებას აძლევს აქტიური კომუნიკაცია დაამყაროს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მდებარე Fab Lab-ებთან, მიიღოს და გაავრცელოს ინოვაციების დარგში არსებული ცოდნა და გამოცდილება.
ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში დააკომენტარეთ ბლოგზე ან დაგვიკავშირდით FB გვერდზე.
წარმატებას გისურვებთ!