უწყვეტი განათლება თსუ-ში

   განათლების სისტემაში ფორმალური განათლების პარალელურად დიდი მნიშვნელობა ენიჭება არაფორმალური განათლების განვითარებასაც და, შესაბამისად, არსებობს უამრავი შესაძლებლობა ცოდნის გაღრმავებისა და ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავების/განვითარებისთვის, რომლებიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამოგვადგება.
   უწყვეტი განათლება საზოგადოების სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და გულისხმობს როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებას და პროფესიული საქმიანობის პარალელურად უკავშირდება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს, საზოგადოებრივ აქტივობებს, ხელოვნებას, სპორტს და ა.შ.  მნიშვნელოვანია, რომ უწყვეტი განათლება შეიძლება არა მხოლოდ კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას, არამედ ჩვენი ინტელექტუალური მოთხოვნებისა და ინტერესების (ჰობის) დაკმაყოფილებას ემსახურებოდეს.
   აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს საკუთარი უწვეტი განათლების ცენტრი, რომელიც სტუდენტებს და ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს კვალიფიკაციის ასამაღლებელ სასერტიფიკაციო კურსებს, ტრენინგ კურსებს, უცხო ენების შემსწავლელ კურსებსა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს აბიტურიენტთათვის.

ადგილმდებარეობა და კონტაქტი

   თსუ უწყვეტი განალების ცენტრი მდებარეობს ილია ჭავჭავაძის გამზ. #1 (ორსართულიანი შენობა თსუ პირვლი კორპუსის გვერდით).
ტელეფონი: 2 22 36 52.   ელფოსტა:  tsulll@tsu.ge
ოფიციალური ვებ გვერდი.
ოფიციალური  Facebook გვერდი.

ტრენინგები

   თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი ტრენინგ კურსებს გთავაზობთ სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად: ტრენერთა ტრენინგი, ზოგადი მენეჯმენტი, წერისა და ზეპირი პრეზენტაციის უნარები და სხვა. სრული ინფორმაციისთვის ტრენინგების, სასწავლო ვადებისა და სხვადასხვა დეტალების შესახებ ეწვიეთ თსუ-ის ოფიციალურ გვერდს შესაბამის ბმულზე.

სასერტიფიკატო კურსები

თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში შეგიძლიათ გაიაროთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასერტიფიკატო კურსები სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად: ინფორმაციული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულების, ბუღალტერიისა და ფინანსური აღრიცხვის, მარკეტინგის, მენეჯმენტის, სურსათის უვნებლობისა და საინსპექციო კონტროლის, კულინარიული ტურიზმისა და სხვა მიმართულების კურსები. დამატებითი ინფორმაციისა და სხვადასხვა დეტალების შესახებ ეწვიეთ თსუ-ის ოფიციალურ გვერდს შესაბამის ბმულზე.

უცხო ენების კურსები  

თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში შეგიძლიათ შეისწავლოთ ინგლისური, პორტუგალიური, გერმანული, იტალიური და სხვა ენები. დამატებითი ინფორმაციისა და სხვადასხვა დეტალების შესახებ ეწვიეთ თსუ-ის ოფიციალურ გვერდს შესაბამის ბმულზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსები აბიურიენტებისათვის

თსუ უწყვეტი გნათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება აცხადებს მიღებას ყოველწლიურად ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხო ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული); ისტორია; მათემატიკა; ზოგადი უნარები; გეოგრაფია; ბიოლოგია; ქიმია; ფიზიკა. დამატებითი ინფორმაციისა და სხვადასხვა დეტალების შესახებ ეწვიეთ თსუ-ის ოფიციალურ გვერდის შესაბამის ბმულზე.

ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში დააკომენტარეთ ბლოგზე ან დაგიკავშირდით FB გვერდზე.
წარმატებას გისურვებთ!