რა არის მობილობა?
მობილობა ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში სტუდენტის გადასვლის პროცესია.
სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
მობილობა ხორციელდება წელიწადში ორჯერ – შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში, ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში.
მობილობის პროცესთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხები შეგიძლიათ მიიღოთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზის –
(99532) 2200 220 (*3599) საშუალებით, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: mobility@eqe.ge
მობილობის ეტაპები და ვადები:
2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები
პირველი ეტაპი:
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთათვის ვაკანტური ადგილების შესახებ წერილობითი განაცხადის (თანდართული ელექტრონული ფორმა) ცენტრში წარდგენის ვადა – 2018 წლის 05 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით;
2. ცენტრის მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა – 2018 წლის 12 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით.
მეორე ეტაპი:
1. სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისა ვადა – 2018 წლის 18 იანვრის 12:00 საათიდან 01 თებერვლის 18:00 სთ-მდე;
2. სტუდენტთა მიერ მობილობის საფასურის გადახდის ვადა – 2018 წლის 18 იანვრის 12:00 საათიდან 01 თებერვლის 18:00 სთ-მდე;
3. ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა – 2018 წლის 06 თებერვალი.
მესამე ეტაპი:
1. ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცხადების ვადა – 2018 წლის 06-07-08 თებერვალი;
2. მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა – მიმღები უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულების მიერ დადგენილი ვადები;
3. მიმღები დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) ვადა – მიმღები უმაღლესი დაწესებულების მიერ დადგენილი ვადები.
მეოთხე ეტაპი:
1. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების (თანდართული ელექტრონული ფორმით) ცენტრში წარდგენის ვადა – 2018 წლის 06 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით;
2. სამართლებრივი აქტების პროექტებზე ცენტრის მიერ დასკვნების გაცემის ვადა – 2018 წლის 15 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით;
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა – 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
მეხუთე ეტაპი:
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში ასახვის ვადა – 2018 წლის 2 მარტის ჩათვლით;
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების ცენტრში წარდგენის ვადა – 2018 წლის 5 მარტის ჩათვლით;
3. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემის ვადა – 2018 წლის 6 მარტის ჩათვლით;
4. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვის ვადა – 2018 წლის 6 მარტის ჩათვლით;
5. მობილობით გადასული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების (თანდართული ელექტრონული ვერსიით) ცენტრში წარდგენის ვადა – 2018 წლის 6 მარტის ჩათვლით;
6. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანებიდან ამონაწერის (თანდართული დოკუმენტებით) გაცემის ვადა – სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირა.
1. რა ეტაპები და რა თანმიმდევრობით უნდა გაიაროს სტუდენტმა მობილობის განხორციელებისათვის?
1. გაიაროს რეგისტრაცია მობილობის ელ. პორტალზე www.students.eqe.ge
2. გააკეთოს ელ-განაცხადი მობილობაზე: დააფიქსიროს არჩევანი (უსდ, პროგრამა) და დაალაგოს იგი პრიორიტეტებად
3. გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) სს საქართველოს ბანკში
4. გაეცნოს მობილობის შედეგებს ელ – პორტალზე პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში
5. დადებითი პასუხის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს წერილობითი განცხადებით მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინოს პირადი საქმის ასლები
6. გაეცნოს მიმღები უსდ-ს მიერ აღიარებულ კრედიტების რაოდენობას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა/უარი
2. როდის რეგისტრირდება პორტალზე და როდის აკეთებს მობილობის ელექტრონულ განაცხადს მობილობის მსურველი სტუდენტი?
სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში
3. ვის აქვს პორტალზე მომხარებლად რეგისტრაციის უფლება?
პორტალზე მომხარებლად რეგისტრაციის უფლებააქვს, პირს, რომელიც ასახულია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული აქვს სტუდენტის სტატუსი.
4. როგორ უნდა განახორციელოს მობილობა იმ სტუდენტმა, რომლის მონაცემებიც არ ფიქსირდება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში?
შესაბამისი ინფორმაციის რეესტრში ასახვის მიზნით მიმართავს ცენტრს ან/და იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც ირიცხება სტუდენტი და საიდანაც უფლებამოსილია განახორციელოს მობილობა. ხოლო თუ დაწესებულება, რომელშიც ირიცხება სტუდენტი ლიკვიდირებულია უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე – ცენტრს.
5. სტუდენტს, რომელსაც შეჩერებული ან შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი, აქვს თუ არა მობილობის უფლება?
- სტუდენტს, რომელსაც შეუწყდა სტუდენტის სტატუსი, მობილობის უფლება აქვს სტატუსის შეწყვეტიდან 12 თვის განმავლობაში.
- სტუდენტს, რომელსაც შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებითსტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში.
- 2010 წლის 4 თებერვლამდე ყველა გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად და უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.
– გარიცხვის/ამორიცხვის ბრძანების თარიღიდან 10 წლის განმავლობაში.
– აღიარებულ რეჟიმში სწავლის შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში
6. როგორ რეგისტრირდება სტუდენტი ელ-პორტალზე მომხარებლად?
სტუდენტი მობილობის ელექტრონულ პორტალზე მომხარებლად რეგისტრირდება თერთმეტნიშნა პ/ნომრის მეშვეობით.
7. რამდენი არჩევანის დააფიქსირება შეუძლია სტუდენტს მობილობის ელექტრონულ განაცხადში?
მობილობის მსურველს შეუძლია პორტალზე აირჩიოს არაუმეტეს ხუთი საგანმანთლებლო პროგრამა და/ან საგანმანათლებლო ერთეული (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მობილობის მსურველი უფლებამოსილია, გააკეთოს არჩევანი პრიორიტეტულობის პრინციპის (უპირატესობისპრინციპი)დაცვით. პრიორიტეტულობის პირნციპი ნიშნავს სტუდენტისათვის სასურველი პორგრამების ჩამონათვლის დადგენას (დალაგებას) პრიორიტეტული რიგითობით (თანმიმდევრობით), რომელზეც სურს ჩაირიცხოს მობილობის წესით.
მობილობის მსურველმა თითოეული არჩევანი უნდა დაარეგისტრიროს ცალ-ცალკე. შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ელექტრონული პორტალი იძლევა სტუდენტის მიერ არჩეული პროგრამების შეუზღუდავი რაოდენობით რედაქტირების საშუალებას, (თანმიმდევრობის შეცვლა, არჩეული პროგრამის წაშლა, ახლის დამატება და ა.შ.)
8 . შეუძლია თუ არა სტუდენტს შეცვალოს მის მიერ პორტალზე გაკეთებული არჩევანი?
პორტალზე განაცხადის რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე, სტუდენტი უფლებამოსილია შეცვალოს/წაშალოს მის მიერ გაკეთებული არჩევანი.
9 . როგორ და სად უნდა გადაიხადოს მობილობის მსურველმა სტუდენტმა მობილობის საფასური?
თანხის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ, მას შემდეგ, რაც სტუდენტი დარეგისტირდება ელ-პორტალზე მომხმარებლად და გააკეთებს არჩევანს.
მობილობის საფასურის გადახდისათვის, სტუდენტმა უნდა მიაკითხოს სს საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს, მიმართოს ბანკის ოპერატორს აღნიშნულის თაობაზე და წარუდგინოს პირადობის მოწმობა.
10. ვინ თავისუფლდება მობილობის საფასურისგან?
მობილობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება:
ა) სტუდენტი, რომლის საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია;
ბ) სტუდენტი, რომლის ოჯახიც მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პერიოდში რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.
11 . რა შემთხვევაში განიხილება მობილობის მსურველის განაცხადი პორტალზე შედეგების დათვლისას?
მობილობის მსურველის განაცხადი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება განხილული პორტალზე შედეგების დათვლისას, თუ მობილობის მსურველი სტუდენტი მობილობის საფასურს გადაიხდის განაცხადის რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე.
12. რის მიხედვით ხორციელდება პორტალზე კონკურსი?
გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ელექტრონულ პორტალზე მიმდინარეობს სტუდენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და საკონკურსო ქულის გათვალისწინებით.
ორი ან მეტი თანაბარი საკონკურსო ქულის მქონე სტუდენტის ბოლო საკონკურსო ადგილზე გასვლის შემთხვევაში, პორტალზე მობილობის უფლებას მოიპოვებს თითოეული მათგანი.
სტუდენტები, რომლებსაც რეესტრში არ უფიქსირდებათ საკონკურსო ქულა (ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტები, მაგისტრანტები, დოქტორანტები) პორტალზე მობილობით გადასვლის უფლებას მოიპოვებენ კონკურსის გარეშე (უკონკურსოდ).
13.აქვს თუ არა უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობისათვის დააწესოს დამატებითი მოთხოვნები?
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები სტუდენტების მობილობით ჩარიცხვასთან დაკავშირებით (გამოცდა, შემოქმედებითი ტური, გასაუბრება და ა.შ) ან/და შეზღუდოს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება კონკრეტული პირობით (სწავლების წელი, ათვისებული კრედიტების რაოდენობა და ა.შ.).
დამატებითი მოთხოვნების არსებობა აისახება ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის შენიშვნების გრაფაში დასტუდენტი ვალდებულია აღნიშნულ მოთხოვნებს გაეცნოს და გაითვალისწინოს.
14.სად და როდის შეუძლია სტუდენტს ნახოს პორტალზე მოპოვებული შედეგი?
მობილობის შედეგების გამოცხადების შემდგომ, მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტს შეუძლია საკუთარი შედეგი იხილოს პორტალზე – პირად სარეგსტრაციო ფანჯარაში. აღნიშნულის თაობაზე სტუდენტს ეცნობება მოკლე ტექსტურტი შეტყობინების და ელ.ფოსტის დახმარებით.
15.როგორ ირიცხება სტუდენტი მობილობის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში?
ელექტრონული პორტალის მონაცემების მიხედვით, მობილობის უფლების მოპოვების (დადებითი პასუხის) შემთხვევაში, სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს წერილობითი განცხადებით მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, მის მიერ დადგენილ ვადებში, და წარადგინოს პირადი საქმის ასლები.
ყურადღება!!! უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლიდანაც გადადის სტუდენტი, არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს მას პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის ასლების მიღებაში.
16. როგორ ხდება მიმღები დაწესებულების მიერ კრედიტების აღიარება?
კრედიტების აღიარება ხორციელდება სტუდენტის მიერ წარდგენილი პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე.
მობილობის მსურველის მიერ დაგროვილი კრედიტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
მნიშვნელოვანია! სტუდენტი უნდა გაეცნოს მიმღები დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების შესახებ ინფორმაციას, რათა იმოქმედოს საკუთარი ინტერესის შესაბამისად და წერილობით დაადასტუროს უარი ან თანხმობააღიარებული კრედიტების თაობაზე.
17. როდის ითვლება სტუდენტი მობილობით გადასულად მიმღებ დაწესებულებაში?
სტუდენტი მობილობით გადასულად ითვლება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ სტუდენტის მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის დღიდან.
18. როგორ შეუძლია სტუდენტს უარი განაცხადოს მობილობით ჩარიცხვაზე?
თუ სტუდენტი უარს აცხადებს მობილობის წესით ჩარიცხვაზე, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების გამოცემამდე.
19. რა შემთხვევაში უბრუნდება სტუდენტს მობილობის რეგისტრაციისთვის გადახდილი საფასური?
მობილობის რეგისტრაციისთვის გადახდილი საფასური (40 ლარი) სტუდენტს სრულად დაუბრუნდება:
ა) თუ მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ აღმოჩნდება, რომ მასარ აქვს გაკეთებული/დაფიქსირებული განაცხადი/არჩევანი მობილობაზე.
ბ) თუ საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა.
საფასურის დაბრუნების შესახებ წერილობითი მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის განმავლობაში. გადახდილი საფასური ამ ვადის გასვლის შემდეგ არ ბრუნდება. ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
20. როგორ შეიძლება მობილობის მსურველის კონკრეტულ დაწესებულებაში ჩარიცხვის სავარაუდო შესაძლებლობების განსაზღვრა?
კონკრეტულ დაწესებულებაში მობილობის მსურველის ჩარიცხვის სავარაუდო შესაძლებლობის განსაზღვრისათვის სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს
მობილობის პორტალზე ასახულ თითოეულ პროგრამაზე პირველი პრიორიტეტით ჩარიცხვისათვის აუცილებელი მინიმალური საკონკურსო ქულა, რომელიც შეესაბამება ამ პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობის შესაბამისი კონკურსანტების ქულებისგან უმცირესს.
კონკურსის არსებობის შემთხვევაში, შესაბამის პროგრამაზე მოხვედრისათვის სტუდენტის საკონკურსო ქულა უნდა უტოლდებოდაეს ან/და აღემატებოდეს პორტალზე ასახულ მინიმალურ საკონკურსო ქულას.
მნიშვნელოვანია! – მინიმალური საკონკურსო ქულის შესახებ მონაცემები დინამიკურია და შეიძლება შეიცვალოს ამ პროგრამაზე მობილობის სხვა მსურველების განაცხადების გაკეთების/რეგისტრაციის შესაბამისად.
მნიშვნელოვანია! – მობილობის უფლება სტუდენტს მიენიჭება მის მიერ მითითებული პრიორიტეტების გათვალისწინებით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას პირველ რიგში მოიპოვებენ ის მობილობის მსურველები, რომლებსაც აღნიშნული დაწესებულება პირველ პრიორიტეტად აქვთ მითითებული, დარჩენილი ადგილები განაწილდება მეორე, მესამე და ა.შ. პრიორიტეტებით რეგისტრირებული განაცხადების შესაბამისად.
მობილობის სახელმძღვანელოები:
ნაწილი I – ინსტრუქცია „ვაკანტური ადგილების რეპორტის ფორმის შევსებისათვის“
ნაწილი II – ინსტრუქცია „მობილობის შედეგები და შესაბამისი აქტების გამოცემის შესახებ“
2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დასრულდა. შემოდგომის სემესტრის მობილობდა გამოცხადდება ზაფხულის ბოლოს.
წყარო: eqe.gov.ge