რა არის მაინორი?
მაინორი იგივეა, რაც დამატებითი სპეციალობა. მაინორად შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი სხვა ფაკულტეტის სპეციალობა (გარდა გამონაკლისებისა). მაგალითად, ეკონომიკის სტუდენებს შეუძლიათ მაინორად ბიზნესის ადმინისტრირება აირჩიონ, ან კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტებს – მათემატიკა.
მაინორისთვის განკუთვნილია 60 კრედიტი.
მაინორის არჩევა სავალდებულო არ არის. ასეთ შემთხვევაში, მაინორისათვის განკუთვნილ 60 კრედიტს სტუდენტი დააგროვებს თავისუფალი კრედიტების/საგნების გავლით.
მაინორის არჩევა ხდება სტუდენტთა ბაზაში შესაბამის დროს (როგორც წესი, მეორე სემესტრში, თუმცა განცხადებით მერეც შესაძლებელია მაინორის არჩევა).
მოდულის არჩევისთვის მხოლოდ ის საგნები უნდა გაიაროთ, რომელსაც თქვენთვის სასურველი მოდული ითვალისწინებს. საგნებს, ცხადია, საგნების არჩევისას თავადვე ირჩევთ.
მოცემულ ბმულზე მოცემულია მაინორის არჩევის ინსტრუქცია.