ჩემი გულითადი სალამი თქვენ, უცნობო მკითხველო.
ვფიქრობ საინტერესო თემა ავარჩიე – „ თსუ-ელი გოგონები“. რა გვსმენია მათზე, არსებობს თუ არა რაღაც სტერეოტიპები, არის თუ არა ჩარჩოები, რომელშიც ამ თემას მოვათავსებთ. დიახ, მე შევეცდები ამას.. აქ და ახლა.
მეტი თვალსაჩინოებისთვის და შესადარისობისთვის აუცილებელი იყო კლასიფიცირება ჩვენი გოგონების. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მაგრამ ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. შემეძლო ბევრი ნიშნის მიხედვით დამეჯგუფებინა თსუ-ელი გოგონები, მაგრამ ასე მოსაწყენი იქნებოდა, ამიტომ გადავწყვიტე 4 მთავარი ნიშანი გამომეკვეთა და საშუალოდ 13 000 თსუ-ელი გოგო 4 ნაწილად გამეყო.
1. გოგონები, რომლებიც არიან წარჩინებულნი, საამაყო შვილნი, საოცნებო სარძლო, ამ ქვეყნის მომავალი, პერსპექტიული, უნიჭიერესი, ტვინადგამსკდარი, ნიჭთავზეგადმოდენილი, ღვთისგანრჩეული, სტიპენდიანტი, 100 ქულოსანი, ყველა ლექტორის საყვარელი სტუდენტები. ისინი ისე დადიან დერეფნებში, თითქოს იატაკს არც ეხებიანო და ამ ღვთიურ ბრწყინვალებას ხელში ჰყავს ატაცებულიო. კი არ დადიან.. დანარნარებენ, დაფარფატებენ, ლივლივებენ ჰაერში. ყველაფრისმთქმელი მზერა აქვთ, ოდნავ მომღიმარი, მორცხვიც კი, მაგრამ მაინც თავდაჯერებული. მთელი სანათესაოს სიამაყეები არიან. მოდიან და მოაქვთო, რომ იტყვიან. იშვიათად ყავთ შეყვარებული. ზოგს საერთოდ ნეიტრალური სქესი აქვს და ბიჭებისკენ არც იყურება. უმრავლესობა მათგანს დაგეგმილი აქვს ცხოვრების 65 წელი და ამ ხნის მანძილზე არ აპირებს გათხოვებას. დღეს თუ თსუ-ს რაღაც სახელი აქვს, ალბათ სულ ასეთების დამსახურებაა. მოლანდებებივით დადიან დერეფნებში, ყველამ იცის მათ შესახებ, მაგრამ შენ ჯგუფში არასდროს გყავს ნანახი. თითქოს მათთვის ცალკე ტარდება ლექცია სემიანრებიო. მოკლედ უდუღთ და გადმოსდით ტვინები.
2. გოგოენბი, რომლებიც ერთდროულად ახერხებენ სწავლასაც და გართობასაც. აქვთ პირადი ცხოვრება და 3-ზე მაღალი GPA. ძირითადად სულ მხიარულები არიან. გამოცდების პერიოდში ბევრს პოსტავენ ჯგუფებში. მეცადინეობასაც ასწრებენ ღადავსაც, გართობასაც, თამაშსაც, დაქალებთან ჭორაობასაც და პატარა სასიყვარულო ისტორიებიც აქვთ შიგადაშიგ. სარგებლობენ გოგოზე დახამებული ბიჭების უზღვავი ყურადღებით. წერენ კონსპექტებს და მერე საჯაროდ გამოფენენ, რომ თავი მოიწონონ სიბეჯითით და ნიჭიერებით. ცდილობენ, იმეტყველონ მაღალფარდოვანი სიტყვებით და ზოგჯერ ამის გამო სასაცილოები არიან. ცდილობენ, ეცვათ განსაკუთრებულად, ჰქონდეთ თავიანთი სტილი და ხშირად იცვლიან თავიანთ იმიჯში რაღაც პატარა დეტალებს. საბოლოო ჯამში უტვინოები არ არიან, ჭკუა მოეკითხებათ. ჩემი აზრით, ნორმალური საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან. უნივერსიტეტს სჭირდება ასეთი სტუდენტები, რადგან აქტიურები არიან, მრავალმხრივები. ზოგიერთ მათგანს უმართლებს კიდეც და დაუმსახურებლად აღწევენ რაღაც წარმატებებს.
3. გოგონები, რომლებსაც თსუ-ში იმიტომ აქვთ ჩაბარებული, რომ აბიტურიენტობის დროს იმეტიჩრეს, პირველ ადგილზე თსუ დაწერეს და შემთხვევით გაუმართლათ და ბოლო ადგილზე, მაგრამ მაინც ჩაირიცხნენ. ისინი მშვიდად და აუღელვებლად ხვდებიან ყველა გაუგებარ საკითხს. იციან თითქოს, რომ ასეც უნდა იყოს და ნორმალურია, რომ ვერაფერს იგებენ. აქვთ იუმორის გრძნობა უმაღლეს დონეზე განვითარებული. ხშირად დასცინიან პირველი ტიპის (სტიპენდიანტ) გოგონებს და ხშირად დაქალობენ კიდეც მათთან. იმის გამო, რომ ბუნებამ ისინი ილიას უნივერსიტეტისთვის შექმნა, მაგრამ განგებამ დასცინა და თსუ-ში მოხვდნენ, მათი სული მაინც ილიაუნის ეკუთვნის. სხვათაშორის, გარეგნობას არ უჩივიან.. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მოთხოვნადი გოგონები არიან ზემოთხსენებული გოგოზე დახამებული ბიჭებისთვის. ისინი ხშირად ხდებიან ბრაზიანი ლექტორების მსხვერპლნი. ბევრი დამცირება აქვთ ატანილი, ბევრი ბოღმა ჩაუყლაპავთ. არ ერიდებიან გინებას, როგორც გულში, ისე ხმამაღლა. მხოლოდ ისინი იყენებენ უნივერსიტეტის საპირფარეშოებს (სხვა არავინ შედის) მოსწონთ ასაკოვან ლექტორებთან არშიყი. ხშირად იღებავენ თმას სხვადასხვა ფრად. უამრავჯერ არიან გამოცდიდან გამოგდებულნი. შპარგალკის ოსტატები, გადაბარების ხამები, აპელაციის გიჟები, 20 ქულაზე მეოცნებენი, აი თსუ-ის ფართიზე ხომ გინახავთ ბოლომდე გალეწილი მთვრალი, მაგრამ რა მთვრალი გოგოები. ცეკვის დროს რომ ისე იქნევენ თავს, თითქოს იმ გაზუთხული ბილეთების თავიდან ამოგდებას ცდილობენ, რაც გამოცდაზე არ შეხვდათო. სიგარეტს რომ ორ ნაპასში ჩაწვავენ და მერე ნამწვავს ყურზე მიისრესენ ხოლმე. შემჩნეული გეყოლებათ, მარტო ცეკვა უყვართ და სადაც ოთხ-ხუთ ბიჭს დაინახავენ, ეგრევე იქით მიდიან ცეკვა–ცეკვით.. ორ მეტრში ჩერდებიან და ცდილობენ გამომწვევად იქნიონ ერთი ადგილი. აი ასეთი სტუდენტების წყალობითაა, რომ თსუ მხიარულია, მაგრამ მარტო სახელი რომაა დარჩენილი. და სახელსაც უფუჭებენ. (არამარტო გოგონები სხვათაშორის :3, მაგრამ მაგაზე მერე.. )
4. დაბოლოოს… გოგონები, რომლებიც 500 კაციან ლექციაზეც კი ერთი თვალის მოვლებით არიან შესამჩნევნი. ღვთისგან მიცემული სილამაზე, სიხალისე, გულის გამთბობი ღიმილი. ეშხიანი, გამომწვევი თვალები და კაი ძუძუ-ბაყვიო, რომ იტყვიან. მაგრამ რაც გარეგნობა აქვთ, იმის უკუპროპორციული GPA . მესამე ტიპის გოგონებზე უფრო ჩლუნგები… ხანდახან, რომ ვუყურებ ეჭვი მეპარება ეროვნული გამოცდების სისტემაში, რადგან ასეთებს აქ მოხვედრის შანსი მიეცათ. უხდებათ კიდეც ეს სიშტერე. GPA-ს ვინ უყურებს, როცა ასეთი უკანალის რწევით დააბიჯებენ დერეფნებში. გეგონება, შეტენილი საგნების წყალობითაა, ასეთი მკვრივი დუნდულები რომ აქვთო.. ხანდახან ვფიქრობ, რომ საგნის შეტენვას, რომ „შეტენვა“ არ ერქვას ასე აღარ გაუხარდებოდათ და იქნებ, ესწავლათ რამეთქო, მაგრამ ახლა ისე ჟღერს, რომ უარს ვერ ამბობენ ამ „სიამოვნებაზე“ . ასეთი გოგონების მხრებზე დგას თსუ-თქო ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ ასეთი გოგონების წყალობით სხვა ბევრი რამ დგას და თან საკმაოდ მყარად. ამისთვისაც მადლობლები უნდა ვიყოთ და დღეს თუ დემოგრაფიული პრობლემა არ გვაქვს საქართველოში, ერთობ ასეთების დამსახურებაა.
მადლობა რომ აქამდე მოხვედი მკითხველო ^^ იმედია, არ გადაახტი. ზოგადად ხტომიალი არც ისე კარგია მკითხველისთვის. ხან ერთ აბზაცზე გადახტება , ხან მეორე აბზაცს დაახტება და ამ ხტომიალ–ხტომიალში…
მუდამ თქვენი პირშიმთქმელი *