13 რჩევა წარმატებისათვის

 არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ, საიდან ხარ, ან რას საქმიანობ. ჩვენ ყველას გვსურს, ვიყოთ წარმატებულები.

წარმატების ცნებას თითოეული ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს. ზოგისთვის ეს სიყვარულთან ასოცირდება, ზოგისთვის პოპულარობასთან, სიმდიდრესთან ან ჯანმრთელობასთან.

ჩვენ გვსურს ვიყოთ წარმატებულნი: რომ ვიცხოვროთ ლამაზ სახლში, გვყავდეს კარგი მანქანა და გვქონდეს ფინანსური დამოუკიდებლობა.

წინსვლისათვის ბევრი გზა არსებობს. გთავაზობთ ცამეტ რჩევას მსოფლიოს ცნობილი და წარმატებული ადამიანებისაგან:

1) იფიქრე დიდზე

მიქელანჯელოს თქმით, უმჯობესია დაისახო დიდი მიზანი და გზად ბევრჯერ დაეცე, ვიდრე პატარა და სისრულეში იოლად მოიყვანო.

2) იპოვე და აკეთე ის, რაც გიყვარს

თუ შენ აკეთებ საქმეს, რომელსაც ანაზღაურების გარეშეც გააკეთებდი, წარმატების გზას ადგახარ.

3) ისწავლე ბალანსის დაცვა ცხოვრებაში

 ადამიანები ხშირად დილემების წინაშე ვიმყოფებით. ეს შეუქცევადი პროცესია და ასეთ სიტუაციებთან გამკლავება წარმატების ერთერთი გასაღებია.

4) ნუ შეგეშინდება მარცხის

ჰენრი ფორდი ამბობდა: ,, მარცხი უბრალოდ ახალი დასაწყისის შესაძლებლობაა, მხოლოდ ამჯერად უფრო გონივრულად.”

5) მტკიცედ დაისახე მიზნად წარმატება

უმჯობესია, გზის არჩევამდე ბევრი ვიფიქროთ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიზნიდან გადახვევა წარმატების მიღწევაში ხელს შეგვიშლის.

6) იმოქმედე

 უმჯობესია ადგე და თავად გამოძერწო საკუთარი მომავალი, ვიდრე განაგრძობდე სვლას იღბლიანი შემთხვევითობების იმედად.

7) თავიდან აირიდე კონფლიქტები

აშშ-ს 26-ე პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი თვლიდა, რომ წარმატების ფორმულის ერთერთი მთავარი უნარია, შეგეძლოს ადამიანებთან ურთიერთობების დარეგულირება.

8) არ შეგეშინდეს ახალი იდეების გაჟღერებისა

მარკ ტვენს მიაჩნდა, რომ ადამიანი ახალი იდეით ყოველთვის შეშლილად მიაჩნიათ, სანამ მისი იდეა წარმატებული გახდება.

9) გჯეროდეს, რომ წარმატებას მიაღწევ

უოლტ დისნეი: ,, თუ შენ რაიმეზე ოცნებობ, შეგიძლია გააკეთო კიდეც ის.”

10) ყოველთვის იაზროვნე პოზიტიურად

თომას ჯეფერსონი თვლიდა, რომ დადებითი განწყობის მქონე ადამიანს ვერაფერი შეაფერხებს მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ისევე, როგორც უარყოფითად განწყობილს ვერაფერი დაეხმარება.

11) ნუ შეგაჩერებს გულის აცრუება

აბრაამ ლინკოლნის მოსაზრებით, თუ ადამიანი დაძლევს გულის აცრუების მომენტს, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.

12) იმუშავე ბევრი

   შრომისმოყვარეობა, ძირითადად, წარმატებისკენ მიმავალი ყველაზე პირდაპირი გზაა.

13) იყავი მამაცი და მიჰყევი შენს ინტუიციას

სტივ ჯობსის აზრით, ადამიანმა საკუთარ გულსა და ინტუიციას უნდა მოუსმინოს. ამ ორმა კარგად იცის, ჩვენთვის რა უმჯობესია, ხოლო ყველაფერი სხვა მეორეხარისხოვანია.

წარმატების მზა რეცეპტი არ არსებობს. თითოეული ჩვენგანის გზა განუმეორებელია. განსხვავებულ პრობლემებსა და დაბრკოლებებს ვერკინებით. მთავარია, როგორღაც დარწმუნდე, რომ რაც გინდა, მართლა გინდა და თუ მიაღწევ, გაგაბედნიერებს. თუ წარმატებას ბედნიერება არ მოაქვს, ესე იგი არცაა წარმატება.

წყარო: www.lifehack.org