7 რჩევა დროის უკეთ განაწილებისთვის

გამოცდების მოახლოებისას თქვენ უნდა იფიქროთ, თუ როგორ გაანაწილოთ დრო, რათა დაიცვათ ბალანსი სამსახურს, სახლსა და საუნივერსიტეტო ცხოვრებას შორის.

თუ დროს დაუთმობთ პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას, ნაკლებ სტრესს იგრძნობთ და წარმატებასაც მიაღწევთ.

გთავაზობთ შვიდ მეთოდს დროის უკეთესი მენეჯმენტისათვის:

1. რა გაქვთ გასაკეთებელი?

უპირველეს ყოვლისა, უნდა შეადგინოთ მიზნების/დავალებების სრული სია. რომ ბევრი სტუდენტი დავალებას მხოლოდ ვადის გასვლის ბოლო წუთებში აკეთებს. ეს ამცირებს ხარისხს და, შესაბამისად, ქულასაც. უმჯობესია, ჩამოწერო შენი დავალებები თანმიმდევრობით და გაიაზროთ, თითოეულისთვის რამდენი დრო გაქვს/გჭირდება.

2. დაგეგმე ყოველდღიურობა.

განრიგი, კალენდარი თუ მობილური ტელეფონი _ გამოიყენეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ხერხი და მოინიშნე ყოველდღიური მიზნები და დავალებები. არსებობს დროის განაწილების არაერთი ინტერნეტ-აპლიკაცია, რომლებიც ასევე დაგეხმარებათ. დაგეგმვის შედეგად უკეთ განსაზღვრავ, თუ დღის რომელ მონაკვეთში ხართ ყველაზე შრომისუნარიანი და ენერგიული. ამ გზით მიზნების სისრულეში მოყვანაც გაგიიოლდებათ.

3. იყავი მოქნილი, მაგრამ რეალისტურიც.

დაუთმეთ 8-10 საათი სწავლას, სოციალურ ურთიერთობებსა და სხვა პრაქტიკულ საქმიანობას.

თუ თქვენს ძირითად საქმიანობას სწავლა შეადგენს, კვირის განმავლობაში, ჩვეულებრივ, 35 საათი მაინც დაეთმობა ამ პროცესს. ეს დრო მოიცავს ლექციებისა და სემინარებისთვის გამოყოფილ პერიოდსაც. თუ კვირის განმავლობაში ლექტორთან ერთად მხოლოდ 15 საათის მანძილზე მუშაობთ, მოგიწევთ დანარჩენი 30 საათი დამოუკიდებლად სწავლას დაუთმოთ.

უნდა გახსოვდეთ ისიც, რომ ზოგჯერ რაიმეს ბევრად მეტი დრო სჭირდება, ვიდრე გვეგონა. ასე, რომ დაგეგმვისას ჯობია, თითოეულ დავალებას მეტი დრო გამოუყოთ.

4. დაუთმე დრო დაგეგმვას, რათა თავიდან აიცილო გამეორება.

კვლევებმა გვიჩვენა, რომ დროის სწორი განაწილებისას დაგეგმვა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა. დაუთმეთ დრო ახალი ინფორმაციის დამუშავებასა და იმაზე ფიქრს, თუ როგორ გამოიყენებთ მას. ასე არ მოგიწევთ  რაიმეს განმეორებით წაკითხვაზე დროის დაკარგვა.

ერთერთი მეთოდის მიხედვით, კარგი იქნება თუ წინასწარ მოინიშნავთ ყველაფერს, რისი მოძიებაც გჭირდებათ და თანმიმდევრობით გადაშლით ინფორმაციის მიღების პროცესში.

5. ნუ გადადებ საქმეს ხვალისათვის.

ერთერთი საშუალება იმისათვის, რომ მიზნები არ გადავავადოთ არის იმ ადგილზე ფიქრი, სადაც სწავლისას ყველაზე კონცენტრირებული ვართ ხოლმე. შემდეგ უნდა გავაანალიზოთ, ყველაზე მეტად სად მუშაობისას გვეფანტება გონება. არის რამე, რაც სწავლის პროცესს უფრო სასიამოვნოს გახდიდა?

გახსოვდეთ, რომ სხვა ადამიანისთვის სასარგებლო მეთოდი შესაძლოა თქვენთვის გამოუსადეგარი აღმოჩნდეს და პირიქით. მაგალითად, ზოგი მეგობრებთან ერთად სწავლისას გონებაგაფანტულია, ზოგი კი პირიქით,გუნდური მუშაობისას მასალას უკეთ ითვისებს.

6. სწავლის პროცესში დროდადრო ივარჯიშე გონების გამოსაცოცხლებლად.

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ვარჯიშს ამ დროს იგივე შედეგი აქვს, რაც ძილს. ეს დაგეხმარებათ გონების გადატვირთვასა და ენერგიის აღდგენაში. თუ დამწყები ხართ, შეგიძლიათ ათწუთიანი სირბილი სცადოთ და შემდეგ თანდათან გაზარდოთ დრო.

7. არის თუ არა თქვენი გეგმა ეფექტური?

უმჯობესია, ხშირად გადახედოთ თქვენს გრაფიკს, რომ განსაზღვროთ რისი შეცვლაა საჭირო სწავლის, მუშაობის, ოჯახსა და მეგობრებთან ყოფნისათვის აუცილებელი დროის განაწილებისათვის.

გისურვებთ წარმატებებს <3

წყარო: www.topuniversities.com