შეამოწმე შენი ინგლისურის დონე!

ამ სტატიაში ყურადღება მინდა გავამახვილო ჩვენი ინგლისურის ცოდნის დონეზე. ეს ბევრ რამეში გვეხმარება… მაგალითად, თუ ჩვენი ინგლისურის დონე იმაზე დაბალია, ვიდრე ჩვენ გვგონია, შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებებით  ონლაინ  ავამაღლოთ ჩვენი ინგლისურის ცოდნის დონე

 

 

დონეები და მათი მნიშვნელობა

A – მარტივი მოსაუბრე – მარტივ, ყოველდღიურ საკითხებზე საუბრობს, ასევე მარტივი ენით. მხოლოდ მისთვის ნაცნობ სიტყვებს და გამოთქმებს გებულობს. ამ კატეგორიაში ორ დონეს განარჩევენ:
A1 – beginner – საწყისი

A2 – elementary – ელემენტარული

B – დამოუკიდებელი მოსაუბრე ყველა ჩვეული საკითხის შესახებ საუბრობს და იღებს ინფორმაციას. შეუძლია დამოუკიდებლად გაერკვეს შედარებით რთულ და უჩვეულო ინფორმაციაში. ამ კატეგორიაშიც ორ საფეხურს გამოჰყოფენ:

B1 – intermediate – საშუალო

B2 – upper-intermediate – მაღალი საშუალო

C – პროფესიონალი მოსაუბრე – ძალზე გაწაფულია, ის ძალიან ადვილად ხვდება ყველა სირთულის ინფორმაციის შინაარს და დეტალურ განსხვავებებს. შეუძლია ძალიან ზუსტად და გასაგებად გამოხატოს თავისი აზრი. ეს ყველაზე მაღალი კატეგორიაა და აქაც ორი საფეხურია:

C1 – advanced – მაღალი

C2 – proficient – პროფესიონალი

გთავაზობთ რამდენიმე ბმულს, სადაც შეგიძლიათ, შეამოწმოთ საკუთარი ინგლისურის დონე

  1. ინგლისურის გრამატიკის დონის შემოწმება…!
  2. ინგლისურის გრამატიკის დონის შემოწმება…!
  3. ინგლისურის გრამატიკის დონის შემოწმება…!
  4. ინგლისურის სმენის დონის შემოწმება…!
  5. ესეც ინგლისურის გრამატიკის დონის შემოწმება…!

გისურვებთ წარმატებებს !