კომპანია Bloomberg შეიქმნა 30 წელზე მეტი ხნის წინ ძირითადი მიზნით: მიაღწიოს კაპიტალის ბაზრის გამჭვირვალობას ინფორმაციასთან წვდომის უზრუნველყოფის გზით. დღესდღეობით კომპანია Bloomberg-ის 192 განყოფილებაში, მსოფლიოს 72 ქვეყნიდან მუშაობს 15 000-ზე მეტი თანამშრომელი.
კომპანია Bloomberg-მა შექმნა სპეციალური დამხმარე პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისათვის – Bloomberg Education – რომელიც გულისხმობს უნივერსიტეტში პროფესიული „დილინგ რუმის“ შექმნას 12 ტერმინალის ბაზაზე. ეს უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს რეალურ რეჟიმში ასწავლოს სტუდენტებს საბირჟო ოპერაციების წარმოება და ხელი შეუწყოს მათ განხორციელებაში.
Bloomberg-ის ლაბორატორიასთან წვდომისთვის საჭიროა ყოველი სემესტრის დასაწყისში მიაკითხოთ ლაბორატორის მენეჯერს და გაიაროთ რეგისტრაცია
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულები:
BLOOMBERG-ის საერთაშორისო კვლევითი ლაბორატორია თსუ-ში
მოკლე ინფორმაცია ბლუმბერგის სისტემის შესაძლებლობებზე