როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბაკალავრიატის საფეხური შედგება 240 კრედიტისგან, რომელიც მოიცავს როგორც სავალდებულო, ასევე არჩევითი საგნების გავლას. მარტივად რომ ვთქვათ:
სავალდებულო საგანი
თუ საგანი წარმოადგენს სავალდებულო საფაკულტეტო დისციპლინას, სტუდენტმა აუცილებლად უნდა აიღოს ამ საგნის კრედიტი. საგნების არჩევამდე ქვეყნდება სემესტრების მიხედვით ასარჩევი საგნების ჩამონათვალი, რომელშიც საგნები კლასიფიცირებულია და მითითებულია სავალდებულოა თუ არჩევითი.
არჩევითი საგანი
ამ შემთხვევაში, სტუდენტი თავისუფალია თავის არჩევანში. მას შეუძლია, არჩევითი საგნებიდან ამოირჩიოს თავისთვის უფრო საინტერესო და მიმზიდველი საგან(ებ)ი არჩევითი საგნებისთვის განკუთვნილი კრედიტების ფარგლებში.
გაითვალისწინეთ
- ერთსა და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება ფაკულტეტიდან თქვენს გარიცხვას გამოიწვევს!
- საბაკალავრო საფეხურის სტუდენტი, რომელიც წარმოადგენს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს, თსუ–ის ენების ცენტრის დასკვნის საფუძველზე თავისუფლდება ინგლისური ენის სავალდებულო კრედიტების გავლისგან.
ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, დააკომენტარეთ ბლოგზე ან დამიკავშირდით FB გვერდზე.
წარმატებას გისურვებთ!