ყველაფერი საგნის გაუმჯობესების შესახებ!

როგორც კი გადავწყვეტთ, რომ უკვე გავლილი საგანი გავიაროთ ხელახლა (მაგ. GPA-ის გასაუმჯობესებად)

1) შევდივართ sms.tsu.ge-ზე კორესპონდეციაში

2) დავაწკაპოთ “წერილის დაწერა”-ზე

3) მოვნიშნავთ სარჩევში “საგნის გაუმჯობესება”

4) მისამართში მიუთითეთ ის ადგილი, სადაც ახლა ცხოვრობთ, ტელეფონში – აქტიური ნომერი, რომელიც ახლა გაქვთ

5) ანოტაციაში შეგიძლიათ დაწეროთ შემდეგი ტექსტი ” გამარჯობათ, GPA-ის გაუმჯობესების მიზნით, გთხოვთ, ნება დამრთოთ საგანი: *საგნის დასახელება* გავიარო ხელახლა” და ვაჭერთ “გაგზავნა”-ს

გასათვალისწინებელია, რომ:

საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრულ ძირითად ვადებში შეფასების გაუმჯობესების მიზნით სემესტრულ სამუშაო ნორმად დადგენილი
კრედიტების ფარგლებში განმეორებით მოისმინოს სასწავლო კურსი. ამ შემთხვევაში, სტუდენტს სასწავლო კურსის შეფასებად უფიქსირდება უკეთესი შედეგი;

სტუდენტი უფლებამოსილია, ცალკეული საგანი მოისმინოს ხელმეორედ და ჩააბაროს შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ყველა საგამოცდო კომპონენტი. თუ აღნიშნული ხორციელდება შეფასების გაუმჯობესების მიზნით, სტუდენტს დამატებითი კრედიტი არ ენიჭება. ბაკალავრიატის პროგრამით სწავლის განმავლობაში სტუდენტს ენიჭება შეფასების გაუმჯობესების მიზნით საგნის ხელმეორედ მოსმენის უფლება მხოლოდ სამჯერ.