ყველაფერი სილაბუსის შესახებ

რა არის სილაბუსი?
სილაბუსი წარმოადგენს სასწავლო პროცესის ძირითად ელემენტს. ის განსაზღვრავს საგნის სწავლების გეგმას, და გარდა ამისა, აწესრიგებს ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობას – სასწავლო კურსის დაწყებისას სტუდენტმა სილაბუსის მეშვეობით უნდა გაიგოს, თუ რა და როგორ უნდა ისწავლოს, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს. მეორეს მხრივ, სილაბუსის მეშვეობით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შეუძლია შეამოწმოს ლექტორის აკადემიური მუშაობის ხარისხი. და ბოლოს, სილაბუსი ქმნის თავად საგნის სწავლების განვითარების წინაპირობებს.

ლექტორი ვალდებულია ლექციების კურსის დაწყებისთანავე სტუდეტს გადაცეს საგნის
სილაბუსი ან მიუთითოს ვებ-გვერდის მისამართი, საიდანაც ამ სილაბუსის აღება იქნება
შესაძლებელი.

სილაბუსი მოიცავს:

  1. სასწავლო კურსის დასახელებას
  2. სასწავლო კურსის კოდი
  3. სასწავლო კურსის სტატუსი
  4. მითითებულია თუ ვისთვის არის ეს საგანი გათვალისწინებული: ფაკულტეტი, სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), კურსი/სემესტრი; მიუთითეთ, სავალდებულოა თუ არჩევითი ეს სასწავლო კურსი.
  5. მოცემულია სასწავლო კურსის ხანგრძლივობა  – სემესტრების რაოდენობა
  6. სასწავლო კურსის კრედიტები
  7. მოცემულია საკონტაქტო და დამოუკიდებელ მუშაობაზე გათვალისწინებული საათების რაოდენობა საკონტაქტო საათები წარმოადგენს ცხრილით გათვალისწინებული მეცადინეობების (ლექცია, სემინარი და ა.შ.) საათებს; დამოუკიდებელ მუშაობაზე გათვალისწინებული საათების გამოთვლისათვის თქვენი საგნის კრედიტების რაოდენობა გაამრავლეთ 25-ზე და გამოაკელით საკონტაქტო საათები. თსუ-ს საკრედიტო სისტემაში 1 კრედიტი = 25 საათი; N.B. აკადემიური და ასტრონომიული საათები გათანაბრებულია გათვლების გამარტივების მიზნით.
  8. კრედიტი, განმარტების თანახმად, წარმოადგენს სტუდენტის დატვირთვის საზომ ერთეულს. კრედიტით იზომება სტუდენტის მუშაობის მოცულობა, რომელიც მას გარკვეული კომპეტენციის შეძენისათვის, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მასალის ათვისების, ამა თუ იმ ტიპის დავალების შესრულებისათვის სჭირდება.
  9. მოცემულია ლექტორის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი (ფაკულტეტი, დეპარტამენტი), საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, e-mail). თუ სასწავლო კურსის განხორციელებაში რამოდენიმე ლექტორი/მასწავლებელია ჩართული, ეს ინფორმაცია ყველას შესახებ უნდა იქნეს მითითებული. სტუდენტს უნდა შეეძლოს კონსულტაციისათვის ლექტორს დაუკავშირდეს, ამიტომ სასურველია მიუთითოთ, როდის არის თქვენთვის მოსახერხებელი სტუდენტების მიღება სასწავლო კურსთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით.
  10. მითითებულია სასწავლო კურსის მიზანი — მოკლედ აღწერილია კურსის ძირითადი მიზნები და ამოცანები. სილაბუსის ეს ნაწილი ზოგად წარმოდგენას იძლევა იმის შესახებ, თუ რისთვის არის ამ კურსის შესწავლა საჭირო.
  11. სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობები — მიუთითებულია თუ რა ცოდნას უნდა ფლობდეს სტუდენტი, რომ ეს სასწავლო კურსი აითვისოს, რომელი კურსები უნდა ჰქონდეს უკვე გავლილი, რომ დაიშვას ამ კურსზე. თუ სასწავლო კურსი იკითხება ბაკალავრიატის I/II სემესტრში, ცხადია, მისი შესწავლის წინაპირობა იქნება მხოლოდ საშუალო სკოლის მასალა.
  12. სასწავლო კურსის ფორმატი — მოცემულია, რა ფორმატით მიმდინარეობს ამ კურსის სწავლება: ლექცია / სემინარი / პრაქტიკუმი / ლაბორატორიული სამუშაო და ა.შ.
  13. სასწავლო კურსის შინაარსი —  ჩამოთვლილია ლექციების / სემინარების თემები შესაბამისი ლიტერატურის მითითებით; შესაძლებლობის ფარგლებში მოცემულია მეცადინეობების ცხრილი (დრო, აუდიტორია).
  14. შეფასება —  მითითებულია შეფასების ფორმები: კოლოქვიუმი, წერითი (ზეპირი) გამოკითხვა, პრეზენტაცია და ა.შ. აღნიშნულია , კურსის განმავლობაში რამდენი და რა ფორმის (ზეპირი, წერითი) შუალედური შეფასება ჩატარდება და რა გავლენა აქვს ამას საბოლოო შეფასებაზე. განსაზღვრულია საბოლოო გამოცდაზე დაშვების წინაპირობები.  შეფასების შესახებ ინფორმაცია სტუდენტებს ყველაზე უფრო მეტად აინტერესებთ, ამიტომ ის მაქსიმალურად დეტალურად არის ხოლმე აღწერილი, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობა.  ცხრილის სახით მითითებული არის ხოლმე საბოლოო შეფასებისათვის თითოეული ასპექტის ხვედრითი წილი. მაგ.:დასწრება 10%
    კოლოქვიუმში მონაწილეობა 30%
    პრეზენტაცია სემინარზე 30%
    საბოლოო გამოცდა 30%
    საბოლოო შეფასება 100%(ეს მხოლოდ მაგალითია. შეფასების პროცენტული განაწილება ყოველი სასწავლო კურსისათვის ინდივიდუალურად  არის მოცემული კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით.)
  15. გაითვალისწინეთ საერთო საუნივერსიტეტო წესი – დასწრების კომპონენტის ხვედრითი წილი 5-20%, საბოლოო გამოცდის წილი – მაქსიმუმ 40%.
  16.  სავალდებულო ლიტერატურა — მითითებულია ძირითადი სახელმძღვანელო(ები) ან კონსპექტი/ რიდერი, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს სწავლება; მოცემულია, სად შეუძლია სტუდენტს ამ ლიტერატურის მოპოვება (თსუ, ფაკულტეტის ბიბლიოთეკა, ლექტორის პირადი საკუთრება, თავისუფალ გაყიდვაში და ა.შ.).