თითქმის ყველამ, ვინც ახლა ამას კითხულობთ, შესაძლოა სათაურის ნახვის შემდეგ კითხვა შეწყვიტეთ, თვალები დახუჭეთ და კინოლენტასავით ჩაგირბინათ ყველა იმ დღემ, წუთმა და წამმა, რომელიც გაშორებდათ სკოლასთან და ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპისთვის გამზადებდათ.
“სტუდენტობა”- ვისთვის მომავლისთვის მიმავალი გზა, ვისთვის მიღწეული ოცნება, ვისთვის ჯარიდან თავის დაღწევის საშუალება, ვისთვის მარიაჟობა და მეზობლებთან ბლატაობა და ვისთვის ძვირფასი სამსახური,ძვირფასი კარიერითურთ.
რა შეცვალა სტუდენტობამ ჩემს ცხოვრებაში?
ყველაფერი, ყველაფერი და კიდევ ყველაფერი.
ვიცი, ბევრი საკუთარ თავს ამოიცნობს, ეს ის დროა, როცა ბავშვები აღარ გვქვია, დივანზე ვიძინებთ და ისევ დივანზე ვიღვიძებთ, როცა გვშია ვიძინებთ და კიდევ ბევრი ტკბილი მომენტი ^_^ . მთელი პასუხისმგებლობა სტუდენტობასთან ერთად გვაწვება კისერზე, გვიწევს პრობლემებისთვის თვალებში ჩახედვა და “დე, რა ვქნა?” აღარ ჭრის.. გვიწევს საკმაოდ ბევრი ვიბრძოლოთ სასურველი შედეგის მისაღწევად, ჩვენი კვალის დასატოვებლად უნივერსიტეტში, სამეგობროში, ქვეყანაში… ვრჩებით მარტონი საკუთარ თავთან და ახალ გარემოსთან. პირველი დღე უნივერსიტეტში განსაკუთრებული ემოციების დღეა. ზოგს შიში უმართლდება, ზოგს იმედი..
თუმცა ყველა დამეთანხმება იმაში , რომ მიზნისკენ მიმავალი ეკლიანი გზის გავლა უფრო ტკბილია, ვიდრე თვითონ მიზნის მიღწევა. რატომ? იმიტომ , რომ მე დღეს თსუ-ს სტუდენტი მქვია, აქამდე კი მიზანდასახულობამ მიმიყვანა და ამბიციამ, ვყოფილიყავი გამორჩეული უნივერსიტეტის სტუდენტი.
პინგვინობის 1 წლის შემდეგ ვხვდები ,რომ დღითიდღე მცირდება სტუდენტობის პერიოდი. ეს 4 წელი ხომ მხოლოდ 4 წელი არაა! ეს ის წლებია, როცა გავიზარდეთ, გავხდით დამოუკიდებლები, ვისწავლეთ ბრძოლა, დავისახეთ მიზანი, დავგეგმეთ მომავალი, ვისწავლეთ ის ,რაც გვინდოდა და ვერავინ მიგვითითებდა რა გვექნა და რა არა…
სტუდენტობა ძალიან მაგარი რამეა, სტუდენტობის დროს ჩვენ გავიზარდეთ და გავხდით დიდები!!!
ბედნიერი სტუდენტობა, მეგობრებო!