ყველაფერი ერთ მზიან, უღრუბლო დღეს დაიწყო. სწორედ მაშინ, სტუდენტობა რა იყო ჯერ რომ არ მქონდა გათვიცნობიერებული და, სიმართლე ითქვას, ასე არც არავინ მომმართავდა, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ თუ პირველკურსელს პინგვინი არ დაუძახე, ესეიგი ის არ ყოფილა ღირსეული პირველკურსელი!! ეს ხუმრობით, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდაც არ მიზიდავდა პინგვინად ყოფნის იდეა, სხვას მაინც ვერაფერს იტყოდით ჩემზე, რომ შეგეხედათ როგორი გამწარებული ვეძებდი ჯერ სხვადასხვა კორპუსს და შემდეგ სხვადასხვა აუდიტორიას.
რაც არის არის,შენ ყველაფერს შეძლებ! უბრალოდ ბუნებრივად მოიქეცი (ისე რომ პინგვინობა არ შეგეტყოს),გამბედაობა მოიკრიბე და ვინმეს კითხე სადაა ეს წყეული მე-3 კორპუსი!! – ვეუბნეოდი საკუთარ თავს.
სამ ადამიანს ვკითხე და სამივემ ერთი და იგივე პასუხი გამცა:
– აი ჟირაფებიანი კაფე ხომ იცი?
_ …. ( დუმილი) ოღონდ ამ შემთხვევაში თანხმობის ნიშანი არ ყოფილა…
-ხოდა, მანდაა რა :დ
– ააა ხოო ( გაიხსენე, რომ არ უნდა შეგეტყოს პინგვინობა,გაიღიმე)
– ისე, ვინმეს მთავრობისგან დამალვა რომ უნდოდეს, მანდ დაიმალებოდა :დ ( ამაზე ალბათ უნდა გამცინებოდა, მაგრამ მე-3 კორპუსის პოვნის იმედი საბოლოოდ ჩაკვდა ჩემს გონებაში და სახეზე შემხმარი ღიმილი დამრჩა).
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, საკმაო დაგვიანების მიუხედავად ვიპოვე საგულდაგულოდ გადამალული მე-3 კორპუსი. ვიფიქრე მეშველა, ვივლი ახლა ჩემთვის, მშვიდად ჩემს მე-3 კორპუსში-მეთქი, მაგრამ მალე მივხვდი რომ იმის ილუზია არ უნდა მქონოდა, რომ სოც-პოლის სტუდენტს მხოლოდ ერთ კორპუსში მექნებოდა ლექციები. რაა მამული თუ სოც-პოლელმა თსუ-ის თერთმეტივე კორპუსში ფეხი არ შედგა:დ ხოდა, მეც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევი მათ დალაშქვრას.
პირველი ლექციები, რა თქმა უნდა, გაცნობით ხასიათს ატარებდა.ლექტორებმა გაგვაცნეს ქულების დაწერის სქემა, სასწავლო პროგრამა და გვითხრეს თუ სად შეიძლებოდა მოგვეძიებინა სასწავლო მასალა.ყველა ლექტორი რამდენიმე ალტერნატივას გვთავაზობდა: შეგიძლიათ მასალა იშოვოთ თსუ-ის ბიბლიოთეკაში ან გელასთან..
ვაახ, -ვინ არის გელა? ვიკითხე დაბნეული და ოდნავ შეცბუნებული ხმით, რომ ასეთი მარტივი რამ არ ვიცოდი.
პასუხი არავინ გამცა…
და მაინც, ვინ არის ეს გელა?
ისევ დუმილი…
მერე მივხვდი, რომ ხმამაღლა არც მიკითხავს :დ უბრალოდ საკუთარ თავში ვატრიალებდი ამ კითხვას,ვიხსენებდი ვინმე გელას თუ ვიცნობდი საერთოდ, ამ ცხოვრებაში..და ახალი თავსატეხი გამიჩნდა მე-3 კორპუსისა არ იყოს. ბავშვებს გადავხედე, არავის ეტყობოდა დაბნეულობა ან ინტერესი თითქოს ყველამ, სულ ყველამ დაბადებიდანვე იცოდა ვინ იყო გელა და თავი მარტოსულად ვიგრძენი… მალე ის პერიოდიც მოახლოვდა, მასალა რომ უნდა მომეძიებინა როგორღაც და ერთ-ერთ ჩემს კურსელს ვკითხე ხომ არ იცი გელაა ვინაა ან სად შეიძლება მივაგნო-მეთქი. პასუხი დაახლოებით ჟირაფებიანი კაფის მსგავსი იყო.–მე-6 კორპუსთან ასახვევი რომაა მანდვეო.:დ
ხოდა იმ მზიან დღეს დავუყევი მე-6 კორპუსის ასახვევს. როდესაც ბევრი რამ გსმენია ადამიანზე,თუმცა არ იცი როგორ გამოიყურება უნებურად წარმოიდგენ დაახლოებით მაინც როგორია,ხოდა მეც ვფიქრობდი რომ დამხვდებოდა მოხუცი,სათვალეებიანი გამხდარი ფურცლებში ჩაფლული ადამიანი თუმცა მივაღწიე გელას სამფლობელოს და რას ვხედავ: ახალგაზრდა,ოდნავ ულვაშებიანი და ჩაპუტკუნებული ბიჭი(იმდენად,რამდენადაც ქართველი ვაჟკაცი უნდა იყოს).მოწიწებით ვკითხე თქვენ გელა ხართ? იმანაც შემომხედა უსიცოცხლო მზერით ისე რომ არცერთი სახის კუნთი არ შეურხევია და მიპასუხა: ,,კი’’. :დ ასეთი ამომწურავი იყო ჩვენი დიალოგი და მაშინ მივხვდი,რომ ეს სწორედ ის გელა იყო მთელს თსუ-ში რომ იყო სახელგანთქმული. გელა-ქსეროქსმენი!! გელა-ფურცლების მბრძანებელი!!! მერე ვკითხე კახა ქეცბაიას სოციოლოგიის შესავალი ხომ არ ჰქონდა…
_ჰეჰ, მაგასთან ხარ? კი,როგორ არ მაქვს, მაგას კიდევ რამე ახალი წიგნი ხომ არ დაუწერია:დ
-არ ვიცი.. მორცხვად ვუპასუხე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ყველა ლექტორთან იყო ,,ჩაბრატებული’’ :დ მერე ჩემი ქსეროქსების დასტა ავიღე და გელას სამფლობელოს გავეცალე. მაინც რამდენი სტუდენტი მისულა მასთან და რამდენისთვის გაუწოდებია ქსეროქსის დასტა, ეჰ ვინ იცის.. :დ
მოკლედ სწავლის დაწყებიდან მალევე , ბევრი ბოდიალის შემდეგ, უკვე ყველა ადგილი ხუთი თითივით შევისწავლე , თვით ისეთი ამოუცნობი და უკიდეგანო ადგილებიც კი როგორიც 048-ია, სადაც თავი საცდელი ობიექტი გგონია, მოჩვენებების არსებობაზე იწყებ ფიქრს და ზამთარში თითები გეყინება, თუმცა, სამწუხაროდ, (თუ საბედნიეროდ) მომავალი პირველკურსელები მის შესახებ მხოლოდ ლეგენდებს მოისმენენ(ლაბორატორიად გადაკეთების გამო) .ასევე არ უნდა გამოვტოვო მაღლივი და მისი გენიალურობა, სადაც ყოველთვის არის შანსი , რომ ქარმა წაგიღოთ, მითუმეტეს თუ ჩემსავით გამხდარი ხართ :დ ( მე რამდენჯერმე გაჩერების ტაბლომ გადამარჩინა), სადაც სამყაროს ხარ მოწყვეტილი და მეტი რომანტიულობისთვის დამკვირვებლად ბოტასა გხვდება :დ ( მასზე აღარ დავიწყებ საუბარს). ამ ყველაფერზე წარმოდგენა, სანამ თსუ-ში მოვხვდებოდი, მანამდეც მქონდა,თუმცა საკუთარი თვალით ნანახი სულ სხვაა. ასე რომ, პინგვინებო, წინ ბევრი სახალისო და საინტერესო რამ გელით. მიზეზი კი ისაა, რომ თქვენ თსუ-ში მოხვდით ^^