გამარჯობა ჩემო ტკბილო და შაქარყინულო ხალხო :3 დღეს, როცა საგნების არჩევამდე სულ ორი დღეღა რჩება ყველაზე აქტუალურ თემად სწორედ ეს თემა მომეჩვენა და ვეცდები მოკლედ, მაგრამ საინტერესოდ და სახალისოდ მოგიყვეთ, ყველაფერი თსუ-ში აგნების არჩევასთან დაკავშირებით 😀
იქედან გამომდინარე, რომ ჯერ ერთი წელია რაც სტუდენტი ვარ, მხოლოდ ერთხელ მქონდა „ბედნიერება“ , რომ საგნების არჩევის „სიამოვნება“ მეგემა 😀 . პირველ სემესტრში თვითონ ჩამისვეს საგნები, ცხრილიც მშენიერი მქონდა და ვიყავი ბედნიერი, მაგრამ ყველა ლაპარაკობდა იმ საშნელ მომენტზე, როცა ცხრილის შედგენა ჩემით მომიწევდა. კარგად მახსოვს მაღალკურსელებმა მთელი ლექცია ჩაატარეს ამ საკითხზე, მოგვცეხ რჩევები, გვასწავლეს პატარ პატარა „ეშმაკობები“, წარმატებები გვისურვეს პირჯვარი გადაგვწერეს და ღმერთს მიაბარეს ჩვენი თავი. მახსოვს რა ამბავი იყო ჩვენ ჯგუფში რამოდენიმე დღით ადრე, როცა უკვე ცხრილები დაიდო. მსგავს პოსტებს მიჰქონდა ქვეყნიერება: „ ეს ლექტორი როგორია? „ „ქულებს ხო ყრის შვლიპინით?“ „ამას რო არ დავესწრო ხოლმე გამიჭედავს?“ „ ამ საგანში ისეთი ლექტორი მინდა რომ არ ვიარო ქულები რო მიწეროს და თან ლიერი რომ იყოს, გამოცდები რომ მაქსიმალურ ქულაზე ვწერო“ და ასე შემდეგ.
მეც არ ვიყავი ნაკლებ დღეში. ჩამოვწერე სავალდებულო საგნები, დავალაგე ცხრილი, ლექტორები მოთხოვნადობის მიხედვით დავალაგე, რომ არჩევის დროს ჯერ ისინი ამერჩია ვინც უფრო მოთხოვნადი იყო და შემდეგ დანარჩენები. ყველა საგნის სახელი excel-ში ჩავწერე, რომ პირდაპირ დამეკოპირებინა და საძიებო ველში მეშვლიპა, ამოვიწერე იმ ჯუფის ნომრები სადაც მინდოდა ვყოფილიყავი ცოტა ალკოჰოლი მივიღე, რომ კანკალს არ ავეტანესახლიდან ყველა გავყარე კარები მაგრად გადავრაზე, მუსიკას ავუწიე ბოლო ხმაზე, sms.tsu-ის პაროლი დავამახსოვრებინე, ნახევარი საათი ვივარჯიშე რამდენად სწრაფად შევიდოდი ჩემ გვერდზე და გადავიდოდი საჭირო ფურცელზე. F5 F5 F5… ვაწკაპუნებდი და ვაწკაპუნებდი. წინ ჯერ კიდევ ერთი საათი იყო. უცებ დავფიქრდი, რომ ლეპტოპით შეიძლება გამჭირვებოდა თუ მაუსს არ შევაერთებდი. ერთი მქონდა, ერთი მეზობელს გამოვართვი, ერთი ერთი მხრიდან შევუერთე მეორე მეორედან და ორივე ხელში მაუსით, ტრუსიკისამარა მივუჯექი კომპიუტერს :დ . ხან ერთით ვარეფრეშებდი ხან მეორეთი. წუთებიღა რჩებოდა. სისხლის მიმოქცევა აჩქარდა, გულმა ბაგაბუგი დაიწყო, ოფლმა დამასხა, ხელები ამიკანკალდა, ორივე მაუსს რაკარუკი გაუდიოდა, კბილებმაც კაწკაწი დაიწყო. სუნთქვა შემეკრა, ერთი წუთი, ერთი წუთი …. წკაპ!!!!! და საიტი გაითიშა, ვიცოდი, რომ ეს ნიშანი იყო და მეც გავითიშე, თვალებში დამიბნელდა, სული შემეხუთა ფეხზე წამოვვარდი შემდეგ ისევ დავჯექი f5 F5 F5 F5 და… შევიდა… ყველაფერი გამახსენდა რაც კი ვიცოდი, ყველაფერმა ერთად დაიწყო გუგუნი და მუშაობა, ტვინმა გულმა ლეპტოპმა ორივე მაუსმა. სამი წუთის შემდეგ მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა. თითქმის ის ცხრილი მქონდა, რაც მინდოდა :3 <3 გულში მხოლოდ იმას ვფიქრობდი „ კი, ეს ამად ღირდა“ უბედნიერესი ვიყავი. ეგრევე დავსქრინე, გაფრთხილებული ვიყავი, რომ შეიძლებოდა რაღაც მომხდარიყო და შეეცვალათ ჩემი სანუკვარი ლექტორები და თუ სქრინი მექნებოდა დავამტკიცებდი ჩემს სიმართლეს. სავარძელში ჩავწექი, ჩავეფლე უფროსწორად. ისეთი მომენტი იყო სიგარეტის გაბოლება მომინდა, მაგრამ გამახსენდა, რომ არ ვეწევი :დ ორი სამი დღე ჩაკაიფებული დავდიოდი მომღიმარი სახით და მოდორბლილი :დ დაუვიწყარი დრო იყო. სულ რაღაც ორ დღეში იგივე მელის, ახლა უფრო მომზადებული ვარ ( მესამე მაუსიც მაქვს ) წარმატებეს გისურვებთ ყველას და პირველრიგში ჩემს თავს <3 :3