თსუ-ში (და არამარტო) ხშირად შეხვდებით მსგავს ფენომენს: „ჯანმრთელი ცხოვრების წესს ვეწევი, ვცდილობ ბევრი სითხე და ნატურალური პროდუქტი მივიღო“. ამ დროს დემონსტრაციულად ამოაძრობს ჩანთიდან საგულდაგულოდ გაწმენდილ ვაშლს (ყველაზე ხშირად) და მადიანად ჩაკბიჩავს, აი ისე რა, ნერწყვის დიდ გორგალს რომ გადაგაყლაპინებს და დაგახრჩობს. გეგონება მწვადს ჭამს ან ხინკალსო (მეტყობა ჰო ჭამა რომ მიყვარს? ?)
მერე თითქოს რაღაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გაახსენდაო, ევერესტის მწვერვალზე მოქცეული მთამსვლელის ტრიუმფალური ღიმილით სახეზე ამოაძრობს სიგარეტს და გააბოლებს. ამ დროს შენ გამოშტერებული უყურებ აი დაახლოებით ესე რა:
და ცდილობ დაალაგო გონებაში ჯანმრთელი ცხოვრების წესის და სიგარეტის თავსებადობა, მაგრამ ტვინი: error 404 not found გიწერს. ჰოდა კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ახალ ბლოგში.
თსუ-ური მარგალიტები ანუ ასეც ხდება
სადაც სტუდენტობას და თსუ-ს ახსენებ, იქ არ შეიძლება არ გაიხსენო გამოცდიდან გამოსული გამწარებული სტუდენტი მამისმკვლელი სახით რომ აბოლებს სიგარეტს. უეჭველი “სხვა ვარიანტი რომ შემხვედროდა დავწერდი” სახით შემოგხედავს და მონდომებით დაგიწყებს მტკიცებას რომ მისი ტესტი ყველაზე რთული იყო.
სტუდენტობისას ხშირად შეხვდებით არამწეველი-მწეველის ფენომენს. არ დაგაბნიოთ ამ სიტყვამ. ასეც ხდება. ხშირად დაინახავთ რომელიმე კორპუსის მიყრუებულ კუთხეში სიგარეტგაჩრილ პირველკურსელს (მერე ეხსნებათ უხერხულობა) მამისმკვლელი სახით რომ აბოლებს სიგარეტს, “პახოდუ” აქეთ-იქეთ იყურება არავინ დამინახოსო, ორ წუთში გამოვა და ხელების ქნევას იწყებს სიგარეტის კვამლით ჩემს პირად უფლებებს არღვევ და ჯანმრთელობას მიზიანებო. გამოიცანი ამ დროს რა სახე მაქვს? ზუსტად მიხვდი
სტუდენტობისას, თუკი ერთხელ მაინც მოხვდებით მაღლივში (თსუს სტუდენტებს არ ეხებათ, ჩვენ გვაქვს პატივი ყოველ გამოცდას იქ შევხვდეთ), აუცილებლად შეამჩნევთ ორ (ან მეტ) მათემატიკაზე მთელი ვნებით მოსაუბრე ბიჭ(ებ)ს. გოგონებო იოცნებეთ რომ თქვენი შეყვარებულის თვალებში ისეთივე ცეცხლი დაინახოთ , როგორიც მათ მზერაშია. დამიჯერეთ, აუცილებლად შეგშურდებათ. ?
არანაკლები სატანჯველი და საფიქრალი აქვთ მეორე კორპუსის სტუდენტებს ხუბუას სახით. ოოოო თუკი ჯერ არ გაგიგიათ ხუბუა რა/ვინ არის ჩათვალეთ ბედნიერი და იღბლიანიც კი ხართ. მოკლედ, როდესაც ჩემი მეგობრის დაუსრულებელი წუწუნის კიდევ ერთ ნაწილს ვისმენდი and i was like:
გადავწყვიტე მე თვითონ წამეკითხა ნაწყვეტი. წიგნი გადავშალე და ზუსტად 10 წუთი დებილი ბავშვივით ვუყურებდი ნაწერს და ვერაფერს ვიგებდი (არადა რომ მკითხო ცარიელი ტვინი ვარ), ბავშვები კიდევ ამას ზეპირად სწავლობენ. გულში კიდევ ერთხელ სიამოვნებით გადავუსვი წარმოსახვით მე-ს თავზე ხელი და შევაქე, რომ ფსიქოლოგობა აირჩია და არა იურისტობა.
სტუდენტობისას ხშირად შეხვდებით მოწოდებით თვითმმართველობის წევრებს, ანუ ამ სტუდენტების თვითმიზანი იყო რომ ჩაბარებისთანავე თვითმმართბელობაში მოხვედრილიყვნენ. მე არ ვსაუბრობ ჩვეულებრივ ბავშვებზე, მე ვსაუბრობ ამ იდეით შეპყრობილ სტუდენტებზე.
თუკი კომპიუტერების ოთახში შეხვალთ და ეკრანებს თვალს გადაავლებთ, აუცილებლად შეგხვდებათ ერთი მაღალკურსელი სისი ლოუნის სესხზე რომ გამწარებული “ჩალიჩობს”. აი ეგ “უეჭველი კუში ვიცი” სასტავის “ბრატია” რა ? და დღესაც უეჭველი კუში იციან, “პროსტა” ახლა ფულს ჩალიჩობენ.
მიეჩვიეთ, რომ კურსზე მინიმუმ ერთი ინტრიგანი მაინც გეყოლებათ, რომელიც ჩხუბს ატეხს და მერე ნასიამოვნები სახით გიყურებთ როგორ წყვიტავთ ერთმანეთს.
სათქმელი კიდევ ბევრია.. თქვენი დრო კი ცოტა, ასე, რომ გემშვიდობებით შემდეგ ბლოგამდე.