ყველაფერი sms.tsu.ge-ის შესახებ!

sms.tsu.ge – ეს არის ”სასწავლო პროცესის მართვის სისტემა” ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, ხოლო lms.tsu.ge – მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის.

სასწავლო პროცესის მართვის სისტემების საშუალებით სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი ხდება შემდეგი მომსახურებები:

ინფორმაცია სტუდენტის შესახებ, სადაც სტუდენტს აქვს საშუალება შეასწოროს საკუთარი ანკეტური მონაცემები;

სასწავლო ბარათი, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტს ნახოს მის მიერ არჩეული საგნები, მიღებული შეფასებები და დაგროვილი კრედიტები;

ინდივიდუალური ცხრილის ფორმირება: წარმოდგენილი საგნების ჩამონათვალიდან სტუდენტს შეუძლია აირჩიოს მიმდინარე სემესტრში შესასწავლი საგნები. არჩეული საგნების კრედიტების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს დაწესებულ ლიმიტს, რომელიც სტუდენტისთვის წინასწარ არის ცნობილი. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე სტუდენტს კონსულტაციას გაუწევს მიმართულების ტუტორი;

სასწავლო პროგრამა: სტუდენტს შეუძლია გაეცნოს ფაკულტეტზე არსებულ სპეციალობათა ნუსხას, თითოეული სპეციალობის შესახებ მოკლე ინფორმაციას და შესაბამის დისციპლინათა ჩამონათვალს;

სილაბუსი:  სტუდენტს შეუძლია გაეცნოს თავის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო სილაბუსებს;

სპეციალობათა არჩევა: სასწავლო პროცესის მართვის სისტემა სტუდენტს საშუალებას აძლევს აირჩიოს ან შეცვალოს დამატებითი (Minor) სპეციალობები.

 

პაროლის აღსადგენად სტუდენტს შეუძლია მიმართოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს. 

კორესპონდენცია

საიტზე არსებული კორესპონდენციის გამოყენების შემდგომ გაქვთ შესაძლებლობა გააგზავნოთ შემდეგი ტიპის წერილები:
1) ბაზაში ცვლილება
2)ადმინისტრაციულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები
3)დამატებითი სემესტრის გავლა
4)ცნობა სტატუსის შესახებ
5)ცნობა უცხოეთში გასაგზავნად
6) საჩივარი
7)ამონაწერი სასწალო ბარათიდან
8)აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკაშრებული პრობლემები
9)საგნის გაუმჯობესება

პასუხი მოგივათ ან კორესპონდენციაში ან სმს–ის სახით

დამატებით:

გთავაზობთ რამდენიმე გუგლი extension-ს, იმისათვის, რომ გალამაზდეს sms.tsu.ge გვერდი.

1) SMS Tsu Beautifier – ეს extension ალამაზებს, და უფრო გამოსადეგ ფორმატში ასახავს თქვენს ცხრილს

 

2) TSU Schedule Organizer – დაალაგეთ ცხრილი კვირის დღეების მიხედვით..

 

3) TSU GPA Simulator  – extension-ი დაგეხმარებათ მოახდინოთ სიმულაციები თქვენს GPA-სა და საშუალო ქულაზე, ამისათვის გადადით თქვენს სასწავლო ბარათზე

სულ ეს არის!  მადლობა ყურადღებისთვის ^_^