ზოგადად ყველას ოცნებაა სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრა, მეც არ ვიყავი გამონაკლისი.“ცხოვრების აზრი სილამაზესა და მიზნებისკენ მისწრაფებებშია. აუცილებელია თითოეულ ცხოვრებისეულ მომენტს საკუთარი მაღალი მიზანი გააჩნდეს“ (მაქსიმ გორკი), ამიტომ სასურველი მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ 9 კლასიდან დავიწყე მზადება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. საქართველოში უნივერსიტეტების ფართო არჩევანია, თუმცა კარგი უნივერსიტეტების ნუსხა მცირე, შესაბამისად, ეს პერიოდი ძალიან რთული იყო ჩემთვის. სახელმწიფო უნივერსიტეტთა შორის, რა თქმა უნდა, თსუ მინდოდა, სადაც მოვხვდიი კიდევაც, თუმცა ასევე იყო მრავალი კერძო უნივერსიტეტი, რომლებშიც სწავლის საფასურის სიდიდის გამო უკან დავიხიე. სწორედ ამის დამსახურებით დღეს თსუ-ს სტუდენტი ვარ და ამით ვამაყობ. როდესაც აქ მოვხვდი, ვიცოდი, რომ მაღლივში მომიწევდა სიარული, რომლის შესახებაც ბევრი ცუდი მსმენია, თუმცა აქ შემოსვლამ ჩემი მოლოდინები სრულიად შეცვალა. ხშირად ამბობენ: „მაღლივი ქალაქის ბოლოში არის“, „იქ რა ივლის ყოველდღე“ ან “იქ სწავლა არ ვარგა”, თუმცა ადამიანი ყველფერს ეჩვევა და ის მანძილი ერთ დროს თუ დიდად გვეჩვენებოდა, დღეს უკვე არაფერია. რაც შეეხება სწავლას თსუ-ში, არ არის სთული სწავლება, თუმცა არც მარტივია. უნივერსიტეტი ყველანაიარად არის მორგებული სტუდენტზე, ყველანაირად უწყობს მას ხელს, როგორც დასაქმებაში, ასევე სწავლაში. ყველაზე მეტად უნივერსიტეტის სტუდენტებმა მომხიბლეს. ფრაჩესკო გუიჩარდინი ამბობდა: „არ არსებობს უფრო ძვირფასი რამე, ვიდრე მეგობრობაა. არ გაუშვათ ხელიდან მათი შეძენის შესაძლებლობა“, სწორედ ამიტომ თსუ-ს დამსახურებაა, რომ მეგობრების შეძენის შანსი გამიჩნდა. ბავშვები, რომლებიც ყველანაირად შენთან არიან ახლოს, გიგებენ უკეთ, გეხმარებიან, ეხმარები. თან არა მარტო შენი კურსელები, არამედ უფროსკურსელებიც კი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ძნელია ისეთი ადამაინების პოვნა, რომელებსაც ნამდვილად ესმის ჩვენი, მოგეხსენებათ, ყველა საკუთარი საზომით ზომავს და სხვების აზრს სათვალავშიც არ აგდებენ. ასევე მინდა ავღნიშნო ისეთი ლექტორები, რომელთა დავიწყეებაც შეუძლებელია, როგორც პიროვნებების, რომლებიც საგანს გაყვარებენ. ასეთი ადამიანების გაცნობა ერთი დიდიი სიამოვნებაა, რისთვისაც მადლობელი ვარ ამ უნივესიტეტის. ის, შეიძლება, არ იყოს საუკეთესო, მაგრამ შენზეა მორგებული. არ აქვს მნიშვნელობა, სხვები როგორ ახასიათებენ მას, მთავარია შენ გამოსცადო, მოირგო, გაერთო და შენი მიზნებისთვის გამოიყენო. სწორედ ასეთი უნივერსიტეტი ელოდებათ წინ პირველკურსელებს და სწორედ ასეთ უნივერსიტეტში გაგრძელება გვიწევს მეორე და უფრო მაღალ კურსელებს. ℘℘℘