თსუ–ში ცოდნის შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით. ქულები, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, ნაწილდება პრაქტიკულ, ლაბორატორიულ, სემინარულ მეცადინეობებზე, კოლოკვიუმებზე და/ან სხვა კომპონენტზე (დასწრება, აქტივობა, პრეზენტაცია) და ა.შ.
საგანთა უმეტესობისთვის ქულათა განაწილების შემდეგი სქემა გამოიყენება:
სემინარული აქტივობა და დასწრება – 30 ქულა (25+5 ან 20+10 სისტემით)
შუალედური გამოცდა – 30 ქულა
ფინალური/დასკვნითი გამოცდა – 40 ქულა.
საგანი ჩაბარებულად ჩაგეთვლებათ და შესაბამისი კრედიტები მოგენიჭებათ თუ:
- ფინალურ გამოცდაზე დააგროვებთ 40–დან მინიმუმ 20 ქულას.
- ფინალურ გამოცდაზე და სემინარულ აქტოვობაზე ჯამში დააგროვებთ მინიმუმ 51 ქულას.
შესაძლოა ფინალურ გამოცდამდე უკვე გქონდეთ დაგროვილი 51 ან მეტი ქულა (მაქსიმუმ 60), მაგრამ ფინალურ გამოცდაზე გასვლა სავალდებულოა!
რამდენი ქულა რა ნიშანს შეესაბამება?
100 ქულიანი სისტემა შეესაბამება შემდეგ ნიშნებს:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დიპლომის საშუალო ნიშნის, ე.წ. GPA-ს (grade point average) დაანგარიშება ხდება შემდეგნაირად:
თავდაპირველად ხდება სტუდენტის მიერ მიღებული შესაფასების შესაბამისობის დადგენა
GPA-სთან ქვემოთ წარმოდგენილი პრინციპით:
შემდეგ სტუდენტის მიერ თითოეულ სასწავლო კურსში მიღებული შეფასების GPA
მრავლდება ამ კურსის კრედიტების რაოდენობაზე, მიღებული ნამრავლები იკრიბება და
იყოფა ყველა სასწავლო კურსის კრედიტების საერთო რაოდენობაზე.
ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში დააკომენტარეთ ბლოგზე ან დამიკავშირდით FB გვერდზე.
წარმატებას გისურვებთ!