6 ფილმი, რომელიც დაგეხმარება ინგლისურის უკეთ ათვისებაში!

ინგლისურის სწავლა უფრო მარტივია როცა სიამოვნებას ღებულობ ამით – და საუკეთესო გზა რა არის თუ არა კინოს ყურება. და რამდენად კარგი/გასაგები ინგლისურით საუბრობენ ფილმებში? იყენებ თუ არა უცნობ სიტყვებსა და გამოთქმებს რაც ართულებს მოსმენას და სწავლას?

გთავაზობთ ფილმების სიას, რომელიც დაგეხმარებათ ინგლისურის უკეთესად ათვისებაში.

 

  1. იურიული პერიოდის პარკი
მდიდარი ბიზნესმენი შექმნის საიდუმლო პარკს დინოზავრებისთვის, რომლებიც პრეისტორიული ხანის დნმ-ის გამოყენებით არიან შექმნილნი. გახსნამდე ერთი დღით ადრე, იგი მოიწვევს ექსპერტთა ჯგუფს და თავის ორ შვილიშვილს, რომ პარკი დაათვალიერონ და აღელვებული ინვესტორების დამშვიდებაში მიეხმარონ. თუმცა, აღმოჩნდება, რომ ეს პარკი ყველაფერია, გასართობის გარდა, რადგან უსაფრთხოების სისტემა მწყობრიდან გამოდის და დინოზავრები გარბიან.
რეჟისორ როჯერ მიჩელის ბრიტანული კომედია, რომელიც ცნობილ მსახიობსა და უბრალო ლონდონელ წიგნის გამყიდველს შორის რომანზე მოგვითხრობს.
ფილმი მოგვითხრობს ბევერლი ჰილსში, მეტიჩარა გოგონას თავგადასავალს.
ფილმი წარმოადგენს სიუზენ კოლინზის მსოფლიო ბესტსელერის პირველი ნაწილის ეკრანიზაციას. შიმშილისგან და ომისგან მთელს პლანეტაზე მხოლოდ ერთი ქვეყანაღა დარჩა და მას პანემი უწოდეს. პანემი შედგება დედაქალაქისგან, რომელსაც კაპიტოლიუმი ჰქვია და 12 რაიონისგან. ყოველ წელს თითოეული რაიონიდან ლატარიის პრინციპით ირჩევენ ორ წარმომადგენელს, რომლებიც შიმშილის თამაშებში იღებენ მონაწილეობას და მათგან ცოცხალი მხოლოდ ერთი ბრუნდება. თამაში მთელს პანემში გადაიცემა, მოქალაქეები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ვალდებულნი არიან, რომ უყურონ თუ როგორ ცდილობენ მოთამაშეები თამაშიდან ერთმანეთის გამოთიშვას. 16 წლის ქეთნისის უმცროსი და აირჩიეს თამაშში მონაწილედ, თუმცა ქეთნისი მის მაგივრად გადაწყვეტს მონაწილეობის მიღებას. მას და ქალაქიდან არჩეულ კიდევ ერთ მონაწილეს – ხაბაზის შვილს, პიტას მოუწევთ დაუპირისპირდნენ უფრო დიდ და უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებს, რომლებსაც ამ დღისთვის მთელი ცხოვრება ამზადებდნენ.
განხილვა მის აღმატებულება ელისაბედ II-სა და პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს შორის. პრინცესა დიანას ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ისინი ცდილობენ კომპრომისის გამოძებნას თუ რას ნიშნავს ეს ტრაგედია სამეფო კარისთვის პირადად და როგორ უნდა დაანახონ ის საზოგადოებას
გენური ინჟინერიის ექსპერიმენტს ცუდი შედეგი მოჰყვა და დიდი მორჩილი ცხვრების ჯოგი მოხვდა სასიკვდილო მანქანის ქვეშ. ეს საშინელებათა კომედია გადაიღო ჯონათან კინგმა და სპეც-ეფექტები კი ვეტა ვორკშოპის მიერაა გაკეთებული.