ორშაბათს, როდესაც ახსენებენ ეს ყოველთვის რაღაცის დაწყებასთან ასოცირდება, სამსახურის, სკოლის, უნივერსიტეტის პირველი დღე, დიეტის, ვარჯიშის დაწყება და ა.შ. რატომღაც ყველა მიიჩნევს რომ ორშაბათი მძიმე დღეა და არავის უყვარს, ის ხომ დასვენების დღეებს მოჰყვება… ვისაც იუმორის გრძნობა აქვს ამასთან დაკავშირებით სასაცილო ფოტოებს და გიფებსაც აწყობენ. მოკლედ ამას ყველა აღიარებს რომ ორშაბათი მძიმე დღეა, ამასთან დაკავშირებით უამრავი კვლევაც არსებობს და ნამდვილად მოქმედებს ადამიანების ფსიქოლოგიაზე ორშაბათი დღე, როგორც გაირკვა ადამიანები ორშაბათს ყველაზე ნაკლებად იღიმებიან, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში, ადამიანების 50%-ს აგვიანდება ორშაბათ დღეს სამსახურსა და სასწავლებელში, არსებობს „ორშაბათის სინდრომიც“, რომლითაც ძირითადად ავადდებიან 54-55 წლამდე, ამ დღეს ადამიანის პროდუქტიულობა მხოლოდ საათ-ნახევარს გრძელდება, ორშაბათ დღეც ბუნებაც კი გრძნობს და ყველაზე წვიმიან დღეა სხვა დღეებთან შედარებით.
გულახდილად რომ ვთქვა მესმის ადამიანების ვისაც ორშაბათი არ უყვართ და ეშინიათ, თუმცა ეს უფრო გლობალური პრობლემაა ალბათ საზოგადოებაში და ადამიანების ცნობიერებაში. როდესაც რაღაცის გაკეთება გვინდა ხშირად ფეხს ვითრევთ, ყველაფერს ვაკეთებთ რომ გადავდოთ და ხშირად ასეთი საკითხებს მოუგვარებლადაც ვტოვებთ, რადგან ყველაზე რთული სწორედ დაწყებაა, პირველი ნაბიჯის გადადგმა, ორშაბათი კი სწორედ რაღაცის დასაწყისთანაა დაკავშირებული. ამიტომ პირველ რიგში უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება, დავიწყოთ დაგეგმვა და თავად გავხადოთ ორშაბათი ხალისიანი, იმის მაგივრად რომ ორშაბათმა გაგვხადოს უხალისო. მრავალი კვლევა ამტკიცებს რომ დაგეგმვაზე დახარჯული 1 წუთი ნიშნავს რომ თქვენ დაზოგავთ 10 წუთს მუშაობის პროცესში. ყოველ მოცემულ მომენტში ადამიანმა უნდა გააკეთოს მოქმედება, რომელიც ყველაზე უპრიანი იქნება მოცემულ ვითარებაში.
ფაქტია რომ ეს სწორედ ჩვენს ფსიქოლოგიასთანაა დაკავშირებული, თავს უნდა მოვერიოთ, გადავლახოთ „დაწყების“ შიში. ზოგადად ადამიანებს არ გვიყვარს სირთულეები, მარტივ გზებს ვეძებთ, ბილ გეითს ასეთი გამონათქვამიც კი აქვს: თუ რთული საქმე გაქვთ გასაკეთებელი აუცილებლად დაავალეთ ყველაზე ზარმაც თანამშრომელს, რადგან ის აუცილებლად გამონახავს მარტივ გზას მის გადასაწყვეტად. ეს ადამიანების ბუნებაა, ყველაფერს ვამარტივებთ, რთული საქმეების დაწყებას ყოველთვის ვამჯობინებთ მარტივი საკითხები მოვილიოთ და ამიტომ პრიორიტეტული საკითხები მიგვრჩება. ბრაიან თრეისი თავის წიგნში – „შეჭამე ბაყაყი“ ამბობს: „თუ ორი ბაყაყი გაქვთ შესაჭმელი, აუცილებლად დაიწყეთ უფრო დიდით და მახინჯით“.
ამის მორალი კი ის არის რომ თუ რთული საქმით დავიწყებთ, მისი დასრულება ბედნიერებას მოგვანიჭებს, თავდაჯერებულობას შეგვმატებს, მოტივაციას მოგვცემს და იმ მეორე საქმეს გაცილებით ხალისიანად მივუდგებით, დროთა განმავლობაში კი ცხოვრებასაც გაგვიმარტივებს. ასე რომ ნუ შეგაშინებთ დაწყება, გადადგით პირველი ნაბიჯი მყარად და თავდაჯერებულად და არათუ სირბილს ფრენასაც კი ისწავლით. აი ნახავთ ორშაბათი თქვენი საყვარელი კვირის დღე გახდება.
და დღეს როდესაც ორშაბათია, 1 იანვარი, 2018 წელი… დაე გჯეროდეს რომ სწორედ დღეს არის დასაწყისი, დასაწაყისი საუკეთესოსა…..
ორშაბათიმშვიდობისა!! <3