მინდა ვთქვა რომ მაღლივში ჩარიცხულ პირველკურსელებს ძალიან გაუმართლად, ჯერ ერთი იმიტომ რომ თსუ-ში მოხვდნენ და მეორეც იმიტომ რომ მაღლივი საგრძნობლად განსხვავდება იმისგან თუ როგორი იყო ჩემი 1 კურსელობისას მოდი განვიხილოთ ძირითადები, რომლებიც ახლა მახსენდება
1)მეტრო ასე ახლოს არასოდერს არ ყოფილა :დდ მართლია ფეხით ჩავდიოდით ხოლმე ვაჟაზე, ჩავისეირნებდით, თუმცა აშკარად ჯობია მეტრო უფრო ახლოს, განსაკუთრებით თუ ფრესკოც იქვეა ^^
2) განახლებული ფანჯრები და სველი წერტილები ყველა სართულზე — სიცივესა და ქარში ახლა უფრო უსაფრთხოა მაღლივში ყოფნა, დილით როცა მოვდიოდი მინის ნამსხვრევეი იყო მიმოფანტული ახლა კი მეტალოპლასმასის ფანჯრებიც ჩასვეს. სითბოსაც რო შეინარჩუნებს და ზაფხულში ფანჯარასაც რო გამოაღებ თუ მოგინდება.. ჩემ დროს დალურსმუნი იყო და ზოგიერთსი მხოლოდ 1 ფანჯარა იღებოდა ზოგში საერთოდა არცერთი!
3)მოწესრიგებული სიტუაცია goodfood-ში — ადრე საშინლად ძვირი და უგემოვნო საკვები იყიდებოდა, თუმცა ხომ გაგიგიათ როცა გშია შენ შენ არ ხარო :დ ხოდა ასე იყო საქმე.. ახლა კი ხელმისაწვდომია ფასებიც და გემრიელია პროდუქტიც
4) ის ნაცრისფერი მერხები და სკამები ახლა რომ ყველა სართულზეა საერთოდ არ იყო ჩემს დროს, ახლა როცა ჩამოჯდები გადაიკითხავ ქსეროქსს სემინარზე შესვლამდე ადრე შეუძლებელი იყო ან ფეხზე იდექი ან იქვე ცივ კიბეებზე ^^
5) ამასობაში ქსეროქსებიც დაუბრუნდა ჩვეულ ადგილს და გასვლაც არ გიწევთ გარეთ, მართალია ჩემ დროსაც იქ იყვნენ ის გოგოები მაგრამ წინა სემესტრი საერთოდ სხვაგან გვიწევდა ასვლა ქსეროქსებისთვის, ახლა კი ზამთარი და სიცივეში მხოლოდ რიგში ჩადგები ან მეგობარს გადაულაპარაკებ და აიღებ ქსეროქსსაც უპრობლემოდ ^^
6) განახლებული სასწავლო მასალა, დაემატა ახალი თავისუფალი კრედიტები, განათხლა სასწავლო მასალა სხვადასხვა საგანში და მოდულების უმეტეს საგნებში.. რაც მთავარია ელექტრონულადაც არის ხელმისაწვდომი და რა ხანია ერთეულების გარდა არავინ “ჩალიჩობს” ფულის კეთებას ქსეროქსით
7) ასევე მხედველობაში მისაღებია დალაგებული სიტუაცია მთლიანი უნივერსიტეტის მასშტაბით, არანაირ დაპირისპირებას არ აქვს ადგილი და სტუდენტები ზედმეტად დაძაბულები არ არიან
სულ ეს არის რაც ასე ერთბაშათ გამახსენდა, ეს ბლოგი მხოლოდ იმიტომ დავწერე რო დააფასოთ პირველკურსელებო რამდენად კარგ სიტუაციაში დაგხვდათ მაღლივი და რომ შეგიძლიათ კიდევ უფრო უკეთეს მდომარეობაში დაახვედროთ მომვალ თაობას ამისათვის კი საჭიროა რომ სტუდენტებმა მხოლოდ მოვინდომოთ, რადგანაც ძალა ერთობაშია ^^